x
მეტი
  • 01.08.2025
  • სტატია:143664
  • ვიდეო:351929
  • სურათი:515560
„გაათავისუფლონ ყველა დაკავებული, გარდა იმათი ვისაც მოლოტოვის კოქტეილი აქვს ნასროლი “ - ქეთი დოლიძე
image

.

რეჟისორი ქეთი დოლიძე რადიკალი ოპოზიციის პატიმრებზე საუბრობს. საჯარო კომენტარი მან მედიასთან პირველად გააკეთა. ქეთი დოლიძე მიიჩნევს, რომ პოლიციისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აწევა დაუშვებელკა და აუცილებლად უნდა დაისაჯოს. დოლიძე ასევე თვლის, რომ დანაშაულია პოლიციელისთვის ხელის დარტყმა და ეს აუცილებლად უნდა დაისაჯოს, სხვა ქვეყნებში კი მსგავს დანაშაულს უფრო მწვავე რეაგირება აქვს. გარდა ამისა, დოლიძე აფიქსირებს, რომ სურს პატიმრების ნაწილი გაათავისუფლონ და ამდენი დაკავებებიც სწორი არ არის.

.


“მე მინდა, რომ ყველა დაპატიმრებული, ვისაც არა აქვს ჩადენილი მძიმე დანაშაული, გარეთ იყოს, მზია ამაღლობელის ჩათვლით. იმიტომ რომ არის რაღაცა, რასაც ხელისუფლებამ უბრალოდ უნდა გაუწიოს ანგარიში. ეს უკანდახევა არ არის.


მე არ ვიცი, ყოველ მეორე წუთას ყველას დაჭერა და ციხეში ჩაგდება, რა არის? არ მესმის. ამდენი ახალგაზრდა… მე მაგალითად ვისურვებდი, რომ სულ ყველა გაათავისუფლონ, გარდა იმათი, ვისაც მოლოტოვის კოქტეილები აქვს ნასროლი. აბა გაბედეთ ერთი პოლიციელზე ხელი აწიეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. არ იცით რა მოხდება? ბრიტანეთში არ იცით რას უზამენ?


ჩვენთან ეს დასაშვებია, ყველაფერი შეიძლება, იმიტომ, რომ საერთოდ დღევანდელი საზოგადოების დონე, გაღიზიანება იქამდეა მისული, ამ [ქუჩაში] გამოსულ ახალგაზრდებს, რომ კივიან და წივიან, მათ მოთხოვნებს რომ მიყვე, პრაქტიკულად საქართველოში აღვირახსნილი იქნება მთელი პროცესი. საერთოდ არ იქნება არც სასამართლო, არც არაფერი.


მე არ ვამბობ, რომ არ არსებობს შეცდომები, უამრავი, მაგრამ როგორ შეიძლება ქვეყანას პოლიცია არ ყავდეს, ჯარი არ ყავდეს და ყველაფერზე თითი უქნიო. აბა გაბედეთ რომელიმე სხვა ქვეყანაში. რუსეთი არა მაქვს ცხადია მხედველობაში, იმიტომ რომ ის ქვეყანაც არ არის, მონსტრია, მაგრამ დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში გაბედეთ იმის გაკეთება, რასაც ესენი აკეთებენ. რას ქვია ხელი გაარტყა პოლიციელს. რა თქმა უნდა ქალია, ის არის, ეს არის, მაგრამ რას ნიშნავს პოლიციელს ხელი დავარტყა. მე მინდა, რომ გარეთ იყოს მზია ამაღლობელი, მაგრამ ის, რომ არაფერი არ დაუშავებია და ტყვილა ზის, ასე არ არის.


რა თქმა უნდა, გამოუშვან უნდა, მაგრამ ის დამნაშავეა, არავის აქვს უფლება ლეწოს სახეში. რას ნიშნავს ხელს ურტყამს სახეში პოლიციელს? შეიძლება პროტესტის რაღაც სახე მონახო, მაგრამ პოლიციელისთვის და სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის სილის გაწნა არის დანაშაული.


მე არ მითქვამს სხვადასხვა მოსაზრება, მე გითხარით რომ არ მინდა რომ ვინმე ციხეში იჯდეს, მით უმეტეს ჩემი მსახიობი რომ ზის. იმაზე არ მტკივა გული? იმაზე ათჯერ უფრო მტკივა გული, იმიტომ რომ იმას არავისთვის სახეში ხელი არ გაურტყამს და ზის აგერ ციხეში.


საერთოდ, რა ამბავია ეს ამდენი დაჭერები? მე ერთი მხრიდანაც შემიძლია გითხრათ და მეორე მხრიდანაც, მაგრამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელჩართული ბრძოლა არის დასჯადი.


ამ მთავრობის დამსახურებაა, ამათი აპოლოგეტი არა ვარ, მაგრამ გარშემო ნახეთ, ყველგან რომ ომია და ერთადერთი ჩვენი ქვეყანაა, რომელმაც არ დაუშვა ომი” | __ ამბობს ქეთი დოლიძე Netgazeti-ს კითხვის საპასუხოდ, თუ რას ფიქრობს მზია ამაღლობელის პატიმრობაზე.

0
327
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0