x
მეტი
  • 01.08.2025
  • სტატია:143650
  • ვიდეო:351929
  • სურათი:515559
"7 აგვისტოს რუსეთის რეგულარული არმია როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოიჭრა" - აქციის ანონსიდან


image




7 აგვისტოს, თბილისში გაიმართება აქცია "დიდება გმირებს".

აქციის მონაწილეები საღამოს 7 საათზე, გმირთა მოედანთან შეიკრიბებიან და პატივს მიაგებენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყნისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირებს.



ფეისბუქზე გამოქვეყნებული აქციის აღწერაში ორგანიზატორები წერენ, რომ აგვისტოს ომის თარიღად 8 აგვისტოს მიჩნევა მხოლოდ რუსეთს აწყობს, რადგან ომი დააბრალოს საქართველოს. სინამდვილეში კი - რუსეთი 7 აგვისტოს შემოიჭრა საქართველოში, როკის გვირაბის გავლით.


"არავის მივცემთ ისტორიის გადაწერის უფლებას",

- წერია აქციის აღწერაში.






აქცია "დიდება გმირებს"


7 აგვისტოს რუსეთის რეგულარული არმია როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოიჭრა. 20 საათის შემდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველომ თავდაცვითი სამხედრო მოქმედებებით უპასუხა. ჩვენი სამხედროების თავდადებამ და ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების ძალისხმევამ შეძლო და შეაკავა რუსული აგრესია ხუთ დღეში.
რუსეთი წლებია ცდილობს ომის დაწყება საქართველოს დააბრალოს და სწორედ ამიტომ ომის დაწყების დღედ 8 აგვისტოს აცხადებს, მაგრამ ჩვენ არავის მივცემთ ისტორიის გადაწერის უფლებას. საქართველო თავს იცავდა საკუთარ მიწაზე საკუთარი ხალხის და თავისუფლების გადასარჩენად!
7 აგვისტოს ჩვენ გავიხსენებთ სამშობლოსათვის გმირულად დაღუპულ მებრძოლებს, ვინც შეგვინარჩუნა თავისუფლება. ჩვენ მივალთ გმირების მემორიალებთან, მივაგებთ პატივს, მივიტანთ ყვავილებს და წავიკითხავთ ლოცვას მათი ნათელი სულებისათვის. ჩვენ ვაგრძელებთ სამშობლოს დაცვას ისეთივე თავდადებით და გამარჯვების რწმენით.
7 აგვისტოს ჩვენ მოვალთ მკერდზე ცეცხლისფერი ყაყაჩოებით და ქედს მოვუხრით საქართველოს გმირებს!"
image

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
17