x
მეტი
  • 30.07.2025
  • სტატია:143618
  • ვიდეო:351929
  • სურათი:515491
"ახლა კი ნამდვილად დაასანქცირებენ"- რა ინფორმაციას ავრცელებს რომან გოცირიძე

image


ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და "ეროვნული ბანკის" ყოფილი დირექტორი, რომან გოცირიძე "ქართუ ბანკის" მიერ "ტვ პირველის" წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას სოციალურ ქსელში მოკლე სტატუსით ეხმაურება და წერს:


"ახლა კი ნამდვილად დაასანქცირებენ ამ ბანკს. თაგვმა თხარა, თხარაო, გამოთხარაო."- ვკითხულობთ რომან გოცირიძის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ "ქართუ ბანკი" ტელეკომპანია "პირველის” წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს – ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ბანკი სასამართლოს მიმართავს, აეკრძალოს ზემოაღნიშნულ ტელეკომპანიას "ქართუ ბანკის” ივანიშვილის ან “ოლიგარქის ბანკად” მოხსენიება. სასარჩელო მოთხოვნაში ბანკი ირწმუნება, მათ ბიძინა ივანიშვილთან არანაირი კავშირი არ აქვთ.


აღსანიშნავია, რომ "ქართუ ბანკის" ოფიციალური ბენეფიციარი ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, უტა ივანიშვილია, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ მისი მთავარი მესაკუთრე სწორედ ბიძინა ივანიშვილია.





0
296
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
296