ქალი და მამაკაცი მსოფლიოში ყველაზე ეჭვიანმა ცოლმა ქმრისთვის ყოველდღიური ერთგულების ტესტი შექმნა გუშინ, 15:52 ![]() ვუდის თქმით, მისი ქმარი სახლში დაბრუნებისას ყოველ ჯერზე სიცრუის დეტექტორზე ტესტს გადის. ქალმა ღალატის შიში იმით ახსნა, რომ მათი გაცნობის დასაწყისში მისი რჩეული სხვა გოგოს ხვდებოდა. ვუდის ეჭვიანობა იმდენად კონტროლს აღარ ექვემდებარება, რომ მან ქმრის საბანკო ამონაწერების და ტელეფონის ჩანაწერების შემოწმებაც კი დაიწყო. „როდესაც კარგი მამაკაცი გყავს, ის უნდა შეინარჩუნო, არა?“ -ასე ხსნის ის თავის საქციელს. ![]() ტელეშოუში მონაწილეობიდან ერთი წლის შემდეგ, წყვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი ურთიერთობა გაუმჯობესდა. სიცრუის დეტექტორის რეგულარული ტესტები ახლა უფრო იშვიათია და როგორც ამბობენ, ვუდმა დაძლია ეჭვიანობა, რომელიც, მისი თქმით, წინა „ტრავმული“ ურთიერთობით იყო გამოწვეული. ![]() 300 1-ს მოსწონს
|