x
მეტი
  • 30.07.2025
  • სტატია:143595
  • ვიდეო:351929
  • სურათი:515488
მსოფლიოში ყველაზე ეჭვიანმა ცოლმა ქმრისთვის ყოველდღიური ერთგულების ტესტი შექმნა
image

ბრიტანელი დები ვუდი სოციალურ ქსელებში „მსოფლიოში ყველაზე ეჭვიან ქალად“ მოიხსენიეს მას შემდეგ, რაც მან შოუში „This Morning“ ქმრის, სტივის, ყოველდღიური ერთგულების ტესტის შესახებ ისაუბრა.


ვუდის თქმით, მისი ქმარი სახლში დაბრუნებისას ყოველ ჯერზე სიცრუის დეტექტორზე ტესტს გადის. ქალმა ღალატის შიში იმით ახსნა, რომ მათი გაცნობის დასაწყისში მისი რჩეული სხვა გოგოს ხვდებოდა.


ვუდის ეჭვიანობა იმდენად კონტროლს აღარ ექვემდებარება, რომ მან ქმრის საბანკო ამონაწერების და ტელეფონის ჩანაწერების შემოწმებაც კი დაიწყო.


„როდესაც კარგი მამაკაცი გყავს, ის უნდა შეინარჩუნო, არა?“ -ასე ხსნის ის თავის საქციელს.

image

გარდა ამისა, ვუდმა ქმარს აუკრძალა იმ სატელევიზიო შოუების ყურება, სადაც ქალები მონაწილეობენ.ეს მოხდა მას შემდეგ, როცა ერთხელ მისმა ქმარმა ნახა საპარსის რეკლამა და დებიმ ფიქრები იმაზე გაამახვილა, რომ სტივის რეკლამაში მონაწილე მოდელი უფრო იზიდავდა.

ტელეშოუში მონაწილეობიდან ერთი წლის შემდეგ, წყვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი ურთიერთობა გაუმჯობესდა.

სიცრუის დეტექტორის რეგულარული ტესტები ახლა უფრო იშვიათია და როგორც ამბობენ, ვუდმა დაძლია ეჭვიანობა, რომელიც, მისი თქმით, წინა „ტრავმული“ ურთიერთობით იყო გამოწვეული.

image

0
280
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0