x
მეტი
  • 30.07.2025
  • სტატია:143595
  • ვიდეო:351929
  • სურათი:515489
"თავიდან რომ გამოვიდა ფილმი და პირველად ვნახე, საშინელი შეგრძნება მქონდა" - მერაბ თავაძე
image

29 ივლისს მსახიობს, სცენარისტს და რეჟისორს მერაბ თავაძეს დაბადებიდან 83 წელი შეუსრულდა.მიუხედავად იმისა, რომ მერაბ თავაძე რამდენიმე ფილმში თამაშობდა ("ზღვის ბილიკი", "დრო იწურება განთიადისას", "პიერი მილიციის თანამშრომელი" და სხვა), მაყურებელს უპირველეს ყოვლისა დაამახსოვრდა ნიკოლოზ სანიშვილის 1962 წელს გადაღებული ფილმით "თოჯინები იცინიან", სადაც ის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.


"ფილმი რომ იყო "თოჯინები იცინიან", გახსოვთ ალბათ. იცი, რა ბიჭები მოვიდნენ იქ გადაღებაზე გასასინჯად? ვერ წარმოიდგენთ! ვფიქრობდი, ამათთან რა უნდა გავაკეთო, ვინ ამირჩევს-მეთქი! სხვათა შორის, ჩვენი თაობა იყო გამორჩეული, ბიჭები განსაკუთრებით! ახლა ხომ გოგონები არიან ძალიან კარგები და ბიჭები მთლად ისეთები ვერა. ჩემი თაობის ბიჭები მართლა საუკეთესოები იყვნენ. ამაში მათ სპორტი ეხმარებოდა. არასოდეს მიგრძნია, რომ სხვებზე უკეთესი ვიყავი. არც მჭირდებოდა... არც ნარცისობა მომწონს.

image


გულახდილად გითხრათ, თავიდან მრცხვენოდა. პლეხანოველი ვიყავი. სხვანაირად ვიზრდებოდით. მუსიკაზე სიარულს თავი დავანებე მარტო იმიტომ, რომ ვიოლინო არ მეტარებინა. ახლა რა თქმა უნდა, ვნანობ! მაშინ (ახლა არა) რატომღაც მეჩვენებოდა, სირცხვილი იყო ასეთი როლის თამაში. ვფიქრობდი, მერაბ თავაძე არასოდეს ყოფილა დედიკოს ბიჭი. პირიქით, დამოუკიდებელი ვიყავი, ძალ-ღონეც არ მაკლდა, ვჩხუბობდი კიდეც. აქ კი დედიკო და ბებიკო და... მამიკო და... ეს ისე მეხამუშებოდა, ვერ წარმოიდგენთ! ფილმი რომ ეკრანებზე გამოვიდა, მერე წამოვიდა უამრავი წერილი. ის უხერხულობა ნელ-ნელა გამინელდა, თორემ თავიდან რომ გამოვიდა ფილმი და პირველად ვნახე, საშინელი შეგრძნება მქონდა."


0
289
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0