სხვა როგორ დავიცვათ კოღოებისგან თავი, სახლში და ქუჩაში? – ბუნებრივი საშუალებებო გუშინ, 8:30 ვიდრე უშუალოდ, კოღოებისგან თავდაცვის საშუალებებზე გადავალთ... გიფიქრიათ იმაზე, რომ კოღო კონკრეტულად თქვენ გეძებთ, რომ მანიაკურად გადაგეკიდოთ და დაგკბინოთ? და ალბათ, იმაზეც გიფიქრიათ, თუ რა არის ამის მიზეზი? აქვე გიპასუხებთ, რომ ამაში დამნაშავე, ძირითადად (70%), თქვენი გენებია (თუ ეს საკითხი არ გაინტერესებთ, კოღოსგან თავდაცვის საშუალება, სტატიის ბოლოს, მსხვილი შრიფტითაა მოცემული). კოღოები, თქვენ, მსხვერპლად, მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით გირჩევენ. მეცნიერებმა ეს ხანგრძლივი კვლევის შედეგად დაადგინეს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დაკვირვებას სხვადასხვა სახეობის კოღოებზე ატარებდნენ. ამიტომ, ფაქტორები რომლის გამოც, თქვენით შეიძლება დაინტერესდეს კოღო, შეიძლება, სხვადასხვა იყოს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ კოღოს რომელი სახეობაა თქვენს რეგიონში გავრცელებული. ზოგადი სურათი კი ასეთია: ადამიანები, რომლებსაც პირველი (0) ჯგუფის სისხლი აქვთ, კოღოებისთვის უფრო მეტად მიმზიდველები არიან, ვიდრე ადამიანები, ნებისმიერი სხვა ჯგუფის სისხლით. ფეხმძიმე ქალები 2-ჯერ უფრო მეტად იზიდავენ მალარიის კოღოებს, ვიდრე სხვა ადამიანები. ამას ყურადღება უნდა მიაქციონ ექიმებმა და მომავალმა დედებმა, რადგან დღეს მსოფლიოში ზეკას ვირუსი არის გავრცელებული, რომლის გამოც, ბავშვები თანდაყოლილი დეფექტებით იბადებიან. კოღოებს, ისევე როგორც ჩვენ, ყნოსვის ორგანოები აქვთ განვითარებული. ისინი ყველაზე მეტად მიხაკის, რეჰანის, ევკალიპტის, კედრის და ანანასის სუნს ვერ იტანენ. ამ მცენარეებიდან ნებისმიერის ეთერზეთის ერთი წვეთის, სხეულის ღია ადგილზე დაწვეთების შემთხვევაში, ან 5-10 წვეთის სუნამოში, ან ოდიკოლონში ჩამატების და მისი მოხმარების შემდეგ, თქვენ მთელი დღის მანძილზე, კოღოებისგან დაცული იქნებით. რაც შეეხება სახლში თავდაცვას, არც ეს არის რთულად მოსაგვარებელი პრობლემა:
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |