x
მეტი
  • 31.07.2025
  • სტატია:143644
  • ვიდეო:351929
  • სურათი:515529
"მეორე სართულის აივნიდან, გამოვაპარეთ თბილისში!"- რას წერს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი, ელისო კილაძე ლუკა კურტანიძის მიერ ყოფილი მეუღლის მისამართით განხორციელებულ ძალადობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებს:


"ლუკა კურტანიძე, ქუთაისში, ცხინვალის ქუჩაზე, ჩემს თავზე ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში(დეპუტატი იყო)


ხათუნაც ხშირად იყო მასთან ერთად!


ერთ დღეს სასტიკად სცემა და სახლში ჩაკეტა!!


მეორე სართულის აივნიდან, გვერდით სადარბაზოს აივანზე გადაიყვანეს ჩემმა მეზობლებმა და ისე გამოვაპარეთ თბილისში!


დაუსჯელობამ მიიყვანა აქამდე ‼️‼️‼️"- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით, სსკ-ის 126-ე პრიმა და 381 -ე პრიმა მუხლებით. ლუკა კურტანიძის ყოფილი მეუღლის, ხათუნა მიქაცაძის თქმით, ვეტერანი სპორტსმენი მას ფიზიკურად პოლიციელების თვალწინ გაუსწორდა.

0
343
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
343