საზოგადოებრივი რომელი ერია მსოფლიოში ყველაზე დღეგრძელი? გუშინ, 17:52 ![]() რეგიონების მიხედვით, სიცოცხლის ყველაზე მაღალი ხანგრძლივობა დასავლეთ ევროპაშია. აღმოსავლეთ ევროპაში კი ოდნავ დაბალია. 2025 წელს რუსეთში დაბადებულ ბავშვს შეუძლია საშუალოდ 74 წლამდე იცოცხლოს. აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 60 წელზე ნაკლებია, ხოლო ყველაზე დაბალი საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა ნიგერიაშია: 55 წელი. ქალებში ყველაზე დღეგრძელები იაპონელები არიან, საშუალოდ 87, 13 წელი.ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ იაპონელ ქალებს სიცოცხლის ხანგრძლივობის მსოფლიო რეკორდი 40-ჯერ დაემყარებინათ. აღნიშნნავია, რომ რომ იაპონელი მამაკაცები ამ მაჩვენებლით მხოლოდ მეექვსე ადგილზე არიან, პირველ სამ ადგილს სიცოცხლის ხანგრძლივობის მხრივ შვედები, შვეიცარიელები და ნორვეგიელები იკავებენ.(საშუალოდ 84-83, 5 წელი) რას შეეხება საქართველოს, საერთო მაჩვენებლით 108 -ე ადგილი უკავია 74.5 წელი.აქედან მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა 69, 57 წელია, ხოლო ქალების 79, 1. 146 1-ს მოსწონს
|