საზოგადოებრივი ფულით ნაყიდი დიპლომები და ცოდნა, რომელიც ფულზე გადის, აკადემიური სტატუსის შეძენა ფულით გუშინ, 17:50 წლების მანძილზე ვაწარმოებდი კლველას, რომელიც ამ სტატიას საფუძვლად დაედო, კერძოდ რა ღირს საქართველოში-ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის სტატუსი. მოკლედ 2015 წლიდან ვიკვლევ ამ საკიტხს და დადგინდა: ათასობით სტუდენტი საბაკალავრო ნაშრომის მოსაპოვებელ სადიპლომო ნაშრომს უკვეთავს ონლაინ /განაცხადებზე განმათავსებელტა ჯგუფს, ისინი უცხოენოვან დოკუმენტს უთარგმნიან, მიაწერენ მის სახელსა და გვარს და დიპლომი აღებული აქვს, კვლევა ჩატარებული. მსგავსი პრეცენდენტები ხშირად ხდება სეუ-ში მეტიც აქ პროფესორ მასწავლებლები თავად სთავაზობენ სტუდენტებს ნაშრომის მომზადებას - რათქმა უნდა საზღაურის სანაცვლოდ. ასევე თავისუფალ უნივერსიტეტში, რაღაც შეფასების საბჭოს წევრები-აქტიურად უმზადებენ საბაკალავრო/სამაგისტრო და ამჯერად უკვე სადოქტორო ნაშრომებს სტუდენტებს, რა თქმა უნდა თანხის სანაცვლოდ. ახლა ვიკიტხოთ რა ღირს საბაკალავრო ნაშრომის კვლევა? როგორც წესი ასეთი სახის აკადემიური ნაშრომი 30-დან 60 გვერდს მოიცავს და მათი ღირებულებაც შინაარსის მიხედვით მერყეობს 300 ლარიდან 1200 ლარამდე. საგულისხმოა, რომ ე.წ უფასო ფაკულტეტის სტუდენტები სიხარულით იხდიან საბაკალავრო ნაშრომის მომზადებაშო 700 ლარს, ისინი ხომ მაინც უფასოდ სწავლობდნენ შემდეგ მიმართულებებზე: ისტორია, ფილოლოგია, ტურიზმი და მასპინძლობა და ა.შ. ახლა იმასაც მოგახსენებთ, თუ რამდენი სტუდენტი ჩაჭრეს ამა თუ იმ უნივერსიტეტში, რომ ლექტორტან არ მოამზადა სადიპლომო და თავად გადაწყვიტა დაეწერა... ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სამაგისტრო ნაშრომების მომზადება. კერძოდ ადამიანი მუშაობს - აქვს ფული და ნახულობს ნაცნობს, მაგალითად სადოქტოროზე მსწავლელ პროფესიონალს და ამზადებინებს შრომის სფეროში ნაშრომს. დღეს ამ ქალბატონს აქვს სამაგისტრო დიპლომი, იოლად მოახერხა შეეფერებინა სხვისი მომზადებული ნაშრომი და გაესაღებინა თავისად. თან ამას აკეთებდა ღიად, სამსახურშივე და ყველა მისმა ტანამშრომელმა იცოდა, რომ აწარმოებდა პლაგიატს... სამაგისტრო ნაშომების ფასი 2000 ლარსაც უტოლდება და ამასაც მარტივად იხდიან ფულიანი მამიკოს დასაქმებული გოგონები თუ ბიჭუნები, რომლებმაც თავიანთი სამოტივაციო წერილის მომზადებაც კი არ იციან, არას ვამბობთ კაზუსებსა და მსგავსი ამოცანების ამოხსნაზე. რაც შეეხება სადოქტორო ნამუშევრებს აქ ფასი უფრო იწევს და 1 გვერდის ღირებულება 30 ლარს აღწევს. სწორედ ამიტომაა, რომ ძალიან ღრმად განაღლებული ხალხი წამოვიდა, ვინც კი თანამდებობაზე წამოსკუპდა ეგრევე დოქტორის სტატუსს წაეპოტინა და მათ შორის გამოვყოფ-ცნობილ სტალინისტს-გრიშა ონიანს, რომელიც სამეცნიერო სტატუსს ეპოტინება-გაგიკვირდებათ და დოქტორანტურაზე სწავლობდა, რაღაც ინჟინერიასა თუ მსგავსზე, ჰო იცინეთ ამ ასაკში, ხომ გჯერათ რა სამეცნიერო დაკვირვებები აწარმოა, ტელევიზიაში გინებებითა და ბილწსიტყვაობით, თან სულ თავადვე რომ მომაზადებს სადღაც 200 გვერდიან ნაშრომს, ხომ სარწმუნოა... მერე გაიჩითება შაშიაშვილის პოსტეზე, თუ არ ვცდებით ის იყო მეცნიერებათა აკადემიის ხელმძრვანელი და შენი ჭირიმე კაი ადგილზე კი მდებარეობს მათი ოფისი რუსთაველის მოედანზე, მშვენიერ უზადო შენობაში, რა სჯობია ფულით ნაყიდ დიპლომებს და სამეცნიერო უმაღლეს ხარისხებს, როცა ჩვენ უბრალო მოკვდავნი მხოლოდ დაკვირვებებს ვახორციელებთ. სტატიას თავად ვურთავ განცხადებების მცირე ჩამონათვალს, ყველა პლაგიატის მწარმოებელი საიტი ვალიდური და აქტიურია. ესაც განათლების სფერო, სკოლიდან დაწყებული-უნივერსიტეტებით დამთავრებული/ჩაწყობების ნათელი სქმები....
|