x
მეტი
  • 29.07.2025
  • სტატია:143581
  • ვიდეო:351929
  • სურათი:515489
სად არის ანატომიურად თანამედროვე ადამიანის სამშობლო  ?

თანამედროვე ადამიანი

დნმ-ის ანალიზების საფუძველზე დადგინდა ანატომიურად თანამედროვე ადამიანის სამშობლო

მეცნიერებმა შეისწავლეს აფრიკის მასშტაბით მცხოვრები 1200 ადამიანის მიტოქონდრიული დნმ — გენეტიკური ინფორმაცია, რომელიც მდედრობითი ხაზით გადაიცემა. მას შემდეგ, რაც განსაზღვრეს, თუ რომელი გენი იყო ადამიანთა დნმ-ში უცვლელი დროთა განმავლობაში, ანთროპოლოგებმა დაადგინეს, რომ ანატომიურად თანამედროვე ადამიანი გამოჩნდა მდინარე ზამბეზის სამხრეთით გადაჭიმულ ერთ დროს ჭარბტენიან ლანდშაფტში, თანამედროვე ბოტსვანის, ნამიბისსა და ზიმბაბვეს ტერიტორიაზე. დღეს ცოცხალი ყველა ადამიანი შთამომავალია ქალისა, რომელიც 200 000 წლის წინ ცხოვრობდაამ ტერიტორიაზე, მდინარე ზამბეზის სამხრეთით.

ეს აღმოჩენა მხარს უჭერს თეორიას, რომლის მიხედვითაც, თანამედროვე ადამიანის წინაპრები დანარჩენ მსოფლიოში აფრიკიდან გავრცელდნენ და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ განვითარებულან. ახალი კვლევა გადაჭრით ასკვნის, რომ აფრიკის ეს ნაწილი ნამდვილი ოაზისი იყო ჩვენი წინაპრებისთვის. ეს კი მნიშვნელოვანი დამატებითი ცნობაა ადამიანის ევოლუციის კვლევაში.

ანტომიურად თანამედროვე ადამიანი კლიმატურმა ცვლილებებმა აიძულა და დაახლოებით 70 000  წლის წინ დაიწყო მიგრაცია და განსახლება სხვა კონტინენტებზე.

0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0