x
მეტი
  • 29.07.2025
  • სტატია:143592
  • ვიდეო:351929
  • სურათი:515489
რა როლი შეასრულა ირან-ოსმალეთის ზავში ქართველმა დიპლომატმა ქალმა ?

გულჩარა

გულჩარა იგივე თინათინ ბატონიშილი/ბაგრატიონი - ქართლის მეფის, სიმონ პირველის შვილიშვილი და გიორგი მეათის შვილი, დიპლომატი. მან მნიშვნელოვანი რომელი შეასრულა ბაბუის, სიმონის გათავისუფლებაში. ის და მისი ძმა, დავითი, იყვნენ ქართულ დელეგაციაში, რომელსაც მეფის გამოხსნა ევალებოდათ.

გულჩარა დაუახლოვდა სულთნის დედას, რომელიც იმ დროს სახელმწიფო საქმეებში აქტიურად იყო ჩართული და მისი ნდობა დაიმსახურა. სიმონი გაათავისუფლეს, მაგრამ მალევე უკან დააბრუნეს.

გულჩარამ აცნობა სულთნის დედას, რომ სიმონ მეფე შაჰ-აბასის სიმამრი იყო, შაჰი მას პატივს სცემდა და ანგარიშს უწევდა. შაჰ-აბასის კარზე დიდი გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობდა ზეინაბ ბეგუმი, შაჰის მამიდა, რომელთანაც კარგი ურთიერთობა აკავშირებდა სიმონ პირველს, ჯერ კიდევ ირანში ყოფნის დროიდან. ყოველივე ამან შთაბეჭდილება მოახდინა სულთნის დედაზე და მას სურვილი გაუჩნდა სიმონ მეფე ირანთან დაზავების საქმეში გამოეყენებინა. გულჩარა რამდენჯერმე გაემგზავრა შაჰთან მოსალაპარაკებლად.

საფიქრებელია, რომ ქართველი დიპლომატი ქალი, რომელიც სიმონ მეფის დავალებით ირან-ოსმალეთს შორის ზავის დადებისთვის იღვწოდა, შეეცადა საზავო მოლაპარაკებებისას საქართველოს ინტერესების დაცვასაც. ამ ზავის დადების შედეგად, ქართლ-კახეთის სამეფოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

1612 წლის 20 ნოემბერს სტამბულში ოსმალეთსა და ირანს შორის ზავი დაიდო. ჰამერი „ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში” აღნიშნავს: „ ქართველმა ქალმა შეათანხმა ზავი ოსმალეთსა და ირანს შორის ”.

0
140
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0