მამაკაცი მამაკაცს პენისის გადიდება სურდა, თუმცა მოსაჭრელი გაუხდა გუშინ, 10:04 ![]() არალიცენზირებულ კლინიკებში ჩატარებული პროცედურები სერიოზულ გართულებებს იწვევს. მამაკაცები ინექციებს იკეთებენ პენისის გასადიდებლად ან ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ, თუმცა ხშირად ინფექციებს და სხვა გვერდით მოვლენებს აწყდებიან. ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში Royal Alexandra-ს საავადმყოფოში სერიოზული გართულებების მქონე რამდენიმე პაციენტი მოათავსეს. ერთ-ერთ მათგანს პენისში ვაზელინის მსგავსი ნივთიერება გაუკეთეს, რის გამოც მას პენისის ამპუტაცია დასჭირდა. კიდევ ერთ 30 წლის მამაკაცს ბოტოქსის ინექციების შემდეგ მწვავე რეაქცია განუვითარდა. ![]() ექსპერტები ასეთი პროცედურების პოპულარობას სოციალური მედიის ზეგავლენას მიაწერენ, სადაც რეკლამებში პრობლემის სწრაფად გადაწყვეტაზე საუბრობენ. შოტლანდიის მთავრობა კოსმეტიკური მომსახურების რეგულირების გამკაცრებაზე მუშაობს, თუმცა ბევრი კლინიკა კვლავ არარეგულირებადია. 61 2-ს მოსწონს
|