საზოგადოება „ვახ, რა დღეშია ქვეყანა ამდენ “პოლიტმოვაჭრე მოღალატეში”… ტფუ საზიზღრობა წუმპე “ - თაკო ჩარკვიანი გუშინ, 18:48 .. პუბლიცისტი და ოპოზიციონერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო სტატუსს აქვეყნებს. . მეგობრებო 2018 წელს, აი მაშინ “ძალა ერთობა” რომ გავაკეთეთ დიდი გაერთიანება, საპრეზიდენტო არჩევნებში, ხომ გახსოვთ?! მეორე ტური, რომ დავდეთ გამარჯვებით - ოპოზიციამ პრაქტიკულად გაიმარჯვა, მეორე ტურის წინ თვალცრემლიანი ივანიშვილიც ხომ გვახსოვს?! შემდეგ ხაზარაძე მაშველ რგოლად რომ დაიყენა მეორე ტურში - ხაზარაძემ შეუსრულა თხოვნა, ესეც ხომ გვახსოვს?! გახარია ხომ საერთოდ მისი გუნდის წამყვანი წევრი იყო და 2019 წელს თვალებიც დათხარა პატრიოტებს, რის შემდეგაც დააწინაურეს პრემიერად და ისიც სიამოვნებით დათანხმდა, ესეც ხომ გვახსოვს?!
.
ანუ 2018 წელს “ძალა ერთობით” ამ წარმატებული გაერთიანებული პროექტით, რომ გამარჯვება მოვიტანეთ ოპოზიციამ, მაშინ ამ ძალა ერთობაში, არც ხაზარაძე იყო და არც გახარია ხომ ასეა? ორივე ივანიშვილის დავალების შემსრულებელი იყო, ხომ ასეა?! (ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ, არც ჩერგო და ბოკერია იყვნენ გაერთიანებულ “ძალა ერთობაში “, ისინი დაპირისპირებულები იყვნენ და ოპონირებას უწევდნენ გაერთიანება “ძალა ერთობას” თავიანთი საპრეზიდენტო კანდიდატით) ასეა!
.
ჰოდა, კითხვაა ლეგიტიმური : ვის და რისთვის დასჭირდა ამ ორი “ცუღლუტის” “ოპოზიციად” შექმნა და გამოძერწვა, ვფიქრობ ძალზე გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, ამას ვერ მიხვდეს, ან არ უნდა რომ მიხვდეს, ან ვწუხვარ და იდიოტი უნდა იყოს ……
.
ახლა რატომ არის გასაკვირი, ამ გახარია-ხაზარაძის ისევ მაშველ რგოლად ყოფნა და არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან ერთად ამ ოლიგარქის “თოჯინების” მიერ ადგილობრივი არჩევნების “ცირკში” მონაწილეობის მიღება?!
ვაჭრობდნენ, ახლაც ვაჭრობენ საბრალონი და ბოლოს ციხე გამოივაჭრა ერთმა, მეორემ “გაქცევა-პაბეგი” . მომინდომეს აქ “გმირობანას” თამაში, ასე იცის ქვეყნის- ხალხის გაჭირვების დროს ოლიგარქთან ვაჭრობამ.
.
ვაკვირდები და მკვეთრად ჩანს ოლიგარქის რუსული მართვის სტილი : ჯერ მიუშვებს კორუფციაში “მოვაჭრე პოლიტიკანებს”განზრახ და რომ გათამამდებიან მართალი კაცებივით მერე აპანღურებს.
.
ვახ, რა დღეშია ჩემი ლამაზი ქვეყანა ამდენ “პოლიტმოვაჭრე მოღალატეში”…. ტფუ
საზიზღრობაა წუმპე…..
.
მიუხედავად ყველაფრისა მაგრა უნდა ვიყოთ, ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ეს “ხელისუფლება” ძალიან მალე წავა, ლუსტრაცია კი უთუოდ კარგია სამომავლოდ და უთუოდ ნაღდები, კარგები, გონიერები, გულწრფელები აღადგენენ დანგრეულ სახელმწიფოს! -- წერს თაკო ჩარკვიანი.
.
.
195 1-ს მოსწონს
|