
1. რა მასალის უნდა იყოს სარეცხის თოკი, რომ დროთა განმავლობაში, არ მოდუნდეს და სწორხაზოვანი დარჩეს?
2. რატომ დაარქვეს თოვლით დაფარულ კუნძულს გრენლანდია, ანუ «მწვანე ქვეყანა»?
3. ოთახის ოთხივე კუთხეში ზის თითო კატა, ყოველი კატის წინ 3 კატა ზის და ყველა კატის კუდზე ზის ერთი კატა. რამდენი კატაა ოთახში?
4. ხუთი მიწის მთხრელი, 5 სთ-ში, 5 მ. სანგარს თხრის. რამდენი მიწის მთხრელი იქნება საჭირო, 100 სთ-ში – 100 მ. სანგარის გასათხრელად.
5. სამი ქათამი, 3 დღეში, 3 კვერცხს დებს. რამდენ კვერცხს დადებს 12 ასეთივე ქათამი, 12 დღეში?
6. 30 გაყავით 1/2 -ზე და მიუმატეთ 10. რამდენი იქნება?
7. სამი ბაყაყი ტბორთან ზის. ერთმა გადახტომა გადაწყვიტა, რამდენი დარჩება ნაპირზე?
8. რამდენი კვერცხის ჭამა შეიძლება უზმეზე?
9. მაგიდასთან იაპონელი, კოვბოი და ჯენტლიმენი ზის. რამდენი ფეხი იქნება მაგიდის ქვეშ (მაგიდის ფეხების გარდა)
10. ოთახში 5 კურდღელი, 3 ბაჭია, 5 ლეკვი, 2 კატა იყო. პატრონი და 4 ბავშვი შევიდა. რამდენი ფეხია ოთახში?
პასუხები:
1. რა მასალისაც არ უნდა იყოს, ის სწორხაზოვნებას ვერ შეინარჩუნებს, რადგან დედამიწის მიზიდულობის ძალა, ამის საშუალებას არ მისცემს. თოკი სწორხაზოვანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის ვერტიკალურად არის დაჭიმული, ან დაკიდებლი.
2. ეს სარეკლამო ხრიკი იყო. გრენლანდია, 982 წელს სკანდინავიელმა ერიკ წითურმა აღმოაჩინა. მას უნდოდა, რომ ახალაღმოჩენილ კუნძულზე ხალხი დასახლებულიყო. სწორედ მათი მიზიდვის მიზნით, დაარქვა მან, მუდმივი თოვლის ქვეყანას «მწვანე».
3. ოთახში სულ 4 კატაა. თითოეული კატის წინ 3 კატა ზის და კატები საკუთარ კუდებზე სხედან.
4. ისევ ის 5 მიწის მთხრელი. არც მეტი, არც ნაკლები. რადგან 5 მიწის მთხრელი, 1 სთ-ში 1 მ. სანგარს თხრის, 100 სთ-ში ისინი, 100 მ-ს გათხრიან.
5. თუ ერთი ქათამი, 3 დღეში, 1 კვერცხს დებს, 12 დღეში, – 4 კვერცხს დადებს. შესაბამისად, 12 ქათამი, 12 დღეში, – 48 კვერცხს დადებს.
6. 30 : 1/2 + 10 – წესის თანახმად, რიცხვის წილადზე გაყოფისას, რიცხვი ამობრუნებულ წილადზე მრავლდება 30*2+10 = 70
7. ისევ 3. გადაწყვეტილების მიღება, – გადახტომას არ ნიშნავს.
8. მხოლოდ ერთი. ყველა დანარჩენი უზმეზე არ იქნება.
9. იაპონელი როდესაც ზის, ფეხები აქვს აკეცილი, კოვბოი ფეხებს მაგიდაზე ალაგებს და მხოლოდ ჯენტლიმენი ზის მაგიდასთან ისე, როგორც წესია (ევროპელების გაგებით). ე. ი. მაგიდის ქვეშ 2 ფეხი იქნება.
10. ათი – რადგან ცხოველებს თათები აქვთ.