x
მეტი
  • 27.07.2025
  • სტატია:143563
  • ვიდეო:351929
  • სურათი:515488
მარტივი საშუალება სიბერის შესაჩერებლად
image

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს მეხსიერებას და სხვა კონგიტიურ ფუნქციებს, ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები რაშის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრიდან.


კვლევის შედეგი გამოქვეყნდა ჟურნალ Neurology-ში, ექსპერიმენტში მონაწილოებდა 900 ხანდაზმული ადამიანი, რომელთა საშუალო ასაკი 81 წელი იყო, მათ წინასწარ შეავსეს ანკეტა, სადაც მითითებული იყო თუ რით იკვებებოდნენ ძირითადად.მოხალისეები აგრეთვე ყოველწლიურად გადიოდნენ კონგიტიურ ტესტებს(ყურადღება-სიფხიზლე, აზროვნება, მახსოვრობა).მეცნიერ-მედიკოსებმა მოხუცები 5 კატეგორიად დაყვეს საკვების მიღების მიხედვით.


ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მოხუცების გონებრივი შესაძლებლობამ მთლიანად დაიკლო 0, 8 მეათედი ერთეულით, თუმცა ის მოხუცები, რომლებიც სხვებთან შედარებით მინიმუმ 1.3 მეტი პორციით მეტ მწვანილს ჭამდნენ, მათი რეგრესი მხოლოდ 0.1 მეათედი ერთეული შეადგინა, ამერიკელმა მეცნიერებმა ისიც დასძინეს, რომ მწვანილის მოყვარული მოხუცები სხვებთან შედარებით 11 წლით უფრო უმცროსებად გამოიყურებოდნენ.



ადრე სამეცნიერო ჟურნალმა BMC Medicine- გამოაქვეყნა 30 სხვადასხვა კვლევის შედეგი, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ კაკლის რეგულარული მიღება ამცირებს ნაადრევს სიკვდილს 22%-ით, ამასთანავე აფერხებს სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებების გავრცელებას.


"კაკალი შეიცავს მაღალი რაოდენობით ბოჭკოვანი უჯრედისს, მაგნიუმს და უჯერ ცხიმოვან მჟავებს-ყველა ეს ნივთიერება ამცირებს ქოლესტერინს და ამიტომ სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის.



ზოგიერთი კაკალი, განსაკუთრებით ბერძნული და პეკანი შეიცავს მაღალი რაოდენობის ანტიოქიდანტებს, რომელიც ეხმარება უჯრედებს ებრძოლოს სტრესს და ამცირებს სიმსივნის გაჩენის ალბათობას.ამასთანავე არსებობს სრულიად საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ კაკალი აფერხებს სიმსუქნის განვითარებასაც"-განაცხადა დაგფინ აუნმა ლონდონის საიმპერიო კოლეჯიდან.

0
51
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0