ვარსკვლავები ვიქტორია ბექჰემის რძალმა ოჯახური სკანდალის ფონზე აბაზანიდან სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა დღეს, 9:49 ![]() მოდელი და მსახიობი ნიკოლა პელც-ბექჰემი, ვიქტორია და დევიდ ბექჰემების უფროსი ვაჟის ცოლი, კვლავ ყურადღების ცენტრშია შიშველი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ. ოჯახში დაძაბული სიტუაციის შესახებ ჭორების ფონზე, 30 წლის ნიკოლამ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის სრულიად შიშველი პოზირებს. ფოტოზე პელც-ბექჰემი აბაზანაში მაკიაჟის გარეშე წევს, ჩამოშლილი თმით. ამავდროულად, ის ინტიმურ ადგილებს ხელით და მოხრილი თეძოთი იფარავს. თაყვანისმცემლები თვლიან, რომ გოგონამ ამ გზით გადაწყვიტა ემოციების გამოხატვა ოჯახური უთანხმოების ფონზე. ![]() ჭორების აგორების მიზეზი გახდა, ის რომ წყვილი ვიქტორია ბექჰემის მოდის ჩვენებაზე არ მივიდა, ასევე ის ფაქტი, რომ ბრუკლინმა და ნიკოლამ ვიქტორიას დედის დღე არ მიულოცეს. ![]() ასევე, ზოგიერთი ცნობით, ვიქტორია ბექჰემი ახალდაქორწინებულებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობდა. ცნობისთვის, ბრუკლინისა და ნიკოლას ქორწილი 2022 წლის აპრილში შედგა. იმ დროს გავრცელდა ჭორები რძალსა და საქმროს დედას შორის რთული ურთიერთობის შესახებ, რაც ნაწილობრივ საქორწინო კაბის არჩევანით იყო გამოწვეული. 169 2-ს მოსწონს
|