x
მეტი
  • 28.07.2025
  • სტატია:143582
  • ვიდეო:351929
  • სურათი:515488
ორცხობილა – "ყველაფერი – 2–2" (მომზადება 5, ცხობა – 20 წთ–ში)
image


✅ ინგრედიენტები:


კვერცხი —2 ცალი

შაქარი — 1 ჭიქა (ორიგინალში, 2 ჭიქაა. მაგრამ, ერთიც საკმარისია).

არაჟანი — 4 ს. კ.


ფქვილი — 2 ჭიქა

გამაფხვიერებელი — 1 ჩ. კ.

შაქრიანი ვანილინი — 1 ს. კ.

ქიშმიში — 2 ჭიქა

ნიგოზი — 2 ჭიქა


შენიშვნა: ჭიქა – 250 მლ. საცხობი ფორმა – 30*40 სმ.


✅ მომზადება:


I. ჯერ ქიშმიში მოამზადეთ: დაასხით მდუღარე წყალი > გააჩერეთ 5 წუთი, რომ გაფუვდეს > გადაავლეთ წყალი და თუშფალანგზე გადაიტანეთ > ამოავლეთ ფქვილში.

II. ჩაყარეთ ნიგოზი პოლიეთილენის პარკში, გადაუკეცეთ პირი და გასაბრტყელებელი რამდენჯერმე გადაატარეთ, რომ დაიმტვრეს.

III. თასში მოათავსეთ კვერცხი > დაუმატეთ არაჟანი, შაქარი, შაქრიანი ვანილინი > კარგად ათქვიფეთ > ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და დანარჩენ ინგრედიენტებს დაამატეთ > კარგად ათქვიფეთ > დაუმატეთ ქიშმიში და ნიგოზი > ურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

IV. საცხობ ფორმაში პერგამენტი ჩააფინეთ > გადაიტანეთ ცომი და თანაბრად გადაანაწილეთ.

V. გამოაცხვეთ 180°C–ზე, წინასწარ გაცხელებულ ღუმელში.

VI. ღუმლიდან გამოღების შემდეგ, გადაიტანეთ ცხაურზე და პერგამენტი მოაცილეთ > სურვილის შემთხვევაში, მოაყარეთ შაქრის პუდრი.


imageარხის სხვა სიახლეები:


* ევროკავშირი, შესაძლოა, დაიშალოს – დადებითი და უარყოფითი მხარეები

* პირამიდები წინაეგვიპტურმა ცივილიზაციამ შექმნა... და ამის მტკიცებულება არსებობს

* იდუმალი რასა, რომელიც დედამიწაზე 12 000 წლის წინ გამოჩნდა – უცხოპლანეტელების კვალი დედამიწაზე

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?


0
8
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0