x
მეტი
  • 27.07.2025
  • სტატია:143548
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515488
კადრები მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტის ჯვრისწერის ცერემონიიდან
image

რამდენიმე თვის წინ ზუმბას ქართველი ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილისა და იტალიელი დირიჟორის და ლეგენდარული მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟის, კარლო პონტის ნიშნობა შედგა.


რამდენიმე კვირის წინ კი კარლო პონტი სამთავროს დედათა მონასტერში მოინათლა.


დღეს კი წყვილმა ჯვარი დაიწერა. კადრები ცერემონიიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა.

image
„სოფი ლორენის ვაჟის ქართული ქორწილი.

მარიამ შარმანაშვილმა და კარლო პონტიმ ჯვარი დაიწერეს“, - აღნიშნულია კომენტარებში.

ნეფეს ქართული ჩოხა-ახალუხი აცვია, ჯვრისწერის შემდე, მეორე ოფიციალური ხელისმოწერა სექტემბერში ჟენევაში შედგება, როგორც თავად მარიამი ამბობს, იქ მხოლოდ რამდენიმე ოჯახის წევრი და ახლო მეგობრები დაესწრებიან, ცერემონიაზე ქალბატონი სოფიაც იქნება.

წყვილმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით 2021 წლის მარტში გაიცნო. კარლომ მარიამის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოს ქვეშ კომენტარი დაწერა „Bellissima“, რაც იტალიურად „ძალიან ლამაზს“ ნიშნავს. ერთი ნახვით შეყვარება ოთხწლიან სასიყვარულო თავგადასავლად იქცა, რომელიც საბოლოოდ ქორწინებით დასრულდა.

0
89
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0