პოლიტიკა ევროკომისიამ 18 ქვეყნის მიმართ გამოძიება დაიწყო ანტირუსულ სანქციებზე თავის არიდების გამო გუშინ, 15:09 ![]() როგორც ცნობილია, დირექტივა მიღებულ იქნა რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების უფრო ეფექტურად განსახორციელებლად. წევრ სახელმწიფოებს დირექტივის განხორციელების შესახებ ევროკომისიისთვის მიმდინარე წლის 20 მაისამდე უნდა ეცნობებინათ. 18 ქვეყანამ ეს არ გააკეთა, რის გამოც ევროკომისიამ ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევისთვის მათ წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო. ახლა ამ ქვეყნებს ორი თვე აქვთ პასუხის გასაცემად. თუ პასუხი ევროკომისიას არ დააკმაყოფილებს, მას შეუძლია შემდეგ ეტაპზე საქმე ევროკავშირის სასამართლოს გადასცეს. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, გერმანია, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, უნგრეთი, მალტა, ავსტრია, პორტუგალია, რუმინეთი და სლოვენია. ევროკავშირის სანქციების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების განსაზღვრის დირექტივა ევროკომისიამ 2022 წლის დეკემბერში შესთავაზა- მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი შეზღუდვების შემოღება დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის საპასუხოდ. მიზანი იყო სანქციების დარღვევისთვის ერთიანი სასჯელების დაწესება ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე, რათა მისი გვერდის ავლა გართულებულიყო. 29 2-ს მოსწონს
|