x
მეტი
  • 26.07.2025
  • სტატია:143540
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515475
სამხრეთის ცეცხლოვანი ლამაზმანები ხოსე კრუს ერერას პორტრეტებში
მხატვარი ხოსე კრუს ერერა (José Cruz Herrera) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანელი მხატვარია. მისი პორტრეტები და პეიზაჟები მომაჯადოებელია და ადამიანის ხასიათსა და ადგილის ატმოსფეროს ფოტოებზე უკეთ გადმოსცემს. ერერას ცხოვრება ხანგრძლივი და საინტერესო იყო და ოსტატმა დატოვა ასობით შესანიშნავი ნამუშევარი სხვადასხვა ჟანრში, ეროტიკიდან ნატურმორტამდე (ფრთხილად! შიშველი ნატურა).



image



ხოსე კრუს ერერა დაიბადა 1890 წლის 1 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ ლა-ლინეა-დე-ლა-კონსეპსიონში, გიბრალტარის მახლობლად. მხატვრის მამა, ხოსე დე ლა კრუს გარსია, იყო ლითოგრაფიული სახელოსნოს მფლობელი, რომელიც ბეჭდავდა ნახატების ასლებს, ილუსტრაციებს წიგნებისთვის და ღია ბარათებს. ხოსე იყო შვიდი შვილიდან უფროსი და ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში მამას ლითოგრაფიულ დანადგარებთან მუშაობაში ეხმარებოდა.



image




მაგრამ სურათების ბეჭდვა ახალგაზრდა ერერასთვის მხოლოდ სამუშაო იყო. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ერთ დღეს დაბადების დღეზე საღებავების ნაკრები აჩუქეს. ბიჭმა აღმოაჩინა ფერებისა და ელფერების სამყარო, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა ლითოგრაფიების მკაცრი მონოტონური ხაზებისგან.



image



ხოსემ დაიწყო წარსულის დიდი ესპანელი ოსტატების, ველასკესის, მურილიოსა და გოიას ნამუშევრების კოპირება. მისი ნიჭი მალევე შეამჩნიეს მშობლებმა და ის გახდა მხატვარ ხუან ასიეგოს შეგირდი კადისში. ოსტატობის საფუძვლების ათვისების შემდეგ, ერერამ სწავლა მადრიდის სახვითი ხელოვნების სკოლაში განაგრძო. 1915 წელს მიიღო გრანტი პარიზსა და რომში სასწავლებლად.



image



იმავე 1915 წელს ნახატმა „ოსუნას ჰერცოგების ქრისტეს მოწყალების სამლოცველო“ მას მესამე ჯილდო მოუტანა მადრიდის სახვითი ხელოვნების ეროვნულ გამოფენაზე. შემდეგ იყო სხვა გამოფენები და საპრიზო ადგილები საფრანგეთში, იტალიასა და პანამაში. სახელის გათქმის შემდეგ მხატვარი მოგზაურობაში წავიდა. ეწვია ურუგვაის და არგენტინას, ხოლო 1929 წელს გაემგზავრა მაროკოში, სადაც რამდენიმე წელი მუშაობდა კასაბლანკაში.



image



ერერა და მაროკო

მაროკო ხოსე კრუს ერერას მეორე სამშობლო გახდა. მან მრავალი წელი იცხოვრა ამ ქვეყანაში, სადაც მისი ხალხითა და კოლორიტული პეიზაჟებით იყო შთაგონებული. მან დატოვა ჩრდილოეთ აფრიკა, რათა 1934 წელს ნეი-სიურ-სენში, პარიზის მახლობლად, სტუდია დაეარსებინა. მაგრამ იდუმალი მაღრიბი მაგნიტივით იზიდავდა და არაერთხელ დაბრუნდა მისთვის ძვირფას კუთხეში.



image



ერერას სურდა ბოლო დღეები მაროკოში გაეტარებინა და მისი ოცნება ახდა. იგი გარდაიცვალა კასაბლანკაში 1972 წლის 11 აგვისტოს, ერთ-ერთი შემოქმედებითი მოგზაურობის დროს. მხატვრის ნეშტი გადაასვენეს მშობლიურ ლა-ლინეა-დე-ლა-კონსეპსიონში და დაკრძალეს საქალაქო სასაფლაოზე, ნათესავების გვერდით.



image



ხელოვნებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის ხოსე კრუს ერერა 1940 წელს დაჯილდოვდა წმინდა იზაბელის ორდენის რაინდის ჯვრით. 1958 წელს მას მიენიჭა ალფონსო X ბრძენის სამოქალაქო ორდენის რაინდის წოდება.



image



მთელი თავისი ცხოვრება ერერა დაუღალავად შრომობდა. მან დატოვა მრავალი შესანიშნავი ნახატი სხვადასხვა ჟანრში. ყველაზე ცნობილია ქალის პორტრეტები, რომლებიც მხატვარმა ნატურიდან დახატა. ოსტატი მოდელებად იწვევდა უბრალო ბერბერ, ესპანელ და ბოშა ქალებს. მათ ეროვნულ კოსტიუმებში და შიშვლებს ხატავდა, სახლის ინტერიერში და ბუნებაში.



image



დღეს ეს პორტრეტები კერძო კოლექციებსა და აშშ-ს, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საუკეთესო გალერეებში დაცულია. ნახატების უდიდესი კოლექცია ხოსე კრუს ერერას მუზეუმშია, მის მშობლიურ ქალაქ ლა-ლინეა-დე-ლა-კონსეპსიონში.



image



image



image



image



image



image



image



image



ასევე დაგაინტერესებთ:

მზიანი განწყობა მხატვარ ტიტო მერელო ვილარისგან

სინაზე და სიმშვიდე მხატვრის აიდემირ საიდოვის ნახატებში

ჯოზეფ კოუტის ფერთა სიმფონია - მხატვარი, რომელიც ისე ხატავს ზეთით, თითქოს აკვარელი იყოს

ჯოის ლი - მხატვარი, რომელსაც 21-ე საუკუნის დალის უწოდებენ

უძველესი ისტორია ქართველი მხატვრის ბრუნო ვეფხვაძის წარმოუდგენელ ნახატებში


0
63
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
63