x
მეტი
  • 26.07.2025
  • სტატია:143540
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515475
საყრდენი წერტილი

უძველესიამასწინებზე გავიგონე მოლიერს დაუწერია კომედია "ძალით ავადმყოფი". არ წამიკითხავს თუმცაღა ჩემი წარმოდგენით არის რაღაც ჩემში ძალით ავადმყოფისდამაგვარი. არ ვიცი რატრომ დავიბადე ასეთი ეგოისტი, შესაძლოა დაბადება აქ არც არაფერშუაშია და აღზრდამ გამაკადნიერა. მაინც ერთადერთი შვილი ვიყავი და ალბათ დედა მეტისმეტად მიფრთხილდებოდა. ჩემი გააზრებული ცხოვრება ნორმალური ბავშვებისაგან განსხვავებით საკმაოდ გვიან დაიწყო, ეს ალბათ განაპირობა იმ მხატვრული ლიტერატურისადმი ინტერესმა რომელნიც რომანტიულ თავგადასავლებს მოგვითხრობდნენ, ჩემთვის ირეალური სამყარო არსებობდა რეალურში კი ყოველივე თვალისაგან მოფარებული გახლდათ. გულუბრყვილობაც დიდ როლს თამაშობდა, რა ვქნა ბოროტის ქმნა ჩემი სტილი არაა, უეცარი გაცხარება ვიცოდი ისეთი, რომ იმ კონკრეტულ მომენტში რამდენ გესლს ამოვანთხევდი ან ვისზე არ ვიცოდი. თუკი ოჯახში ვინმე მემდუროდა ასმაგად ვცოფდებოდი და წონასწორობას ვკარგავდი, სწორედ ეს იყო ჩემი შეცდომა-დიპლომატიის არაფერი გამეგებოდა. ვერ ვიაზრებდი სწორი სტრატეგიით მოქმედების არსს, ამ ემოციებით თუ ისეც ყოველთვის იმას ვიღებდი რაც მინდოდა, დედა საკმაოდ დამოუკიდებლად აზროვნებას მაჩვევდა და მე როგორც ერთადერთ შვილს ყოველ სეზონზე სხვადასხვა სამოსით მმოსავდა, ყოველთვის იმას მყიდულობდა რაზეც ხელს დავუდებდი, არაფერზე არ მიწევდა ბრძოლა და გარჯა. ეს ყველაფერი აღვივებდა ჩემში პატივმოყვარეობას "მეგონა ცხოვრებაშიც ასე ხდებოდა", თუმცაღა ვაანალიზებდი სწავლა სამოთხის კარს გამიღებდა და კითხვა არასდროს მეზარებოდა. თუმცაღა ლიდერობა ყოველთვის მინდოდა სკოლაში ამას ვერ ვახერხებდი და ის წლები რომ მახსენდება სჯობდა ისეთივე დავრჩენილიყავი, თუმცაღა თავდაცვითი ინსტინქტი გამომიმუშავდა და სკოლის დასრულების შმედეგ საკმაოდ ძირეულად შევიცვალე, გავხდი მეტად კონტაქტური და მოლაპარაკე, ასეთ დროს ყურადღებას აღარ ვაქცევდი ვინ რას ფიქრობდა ჩემზე ან რას იფიქრებდა მომავალში, მე ჩემდათავად ცუდს-ამორალურს არაფერს ვსჩადიოდი, არ ვღალატობდი იმ ზნეობრივ პრინციპებს რაც დედამ ჩამინერგა. მეტიც სრულიად ვითავისებდი პაპაჩემის აზრებს და ერთი პერიოდი საოცრად კარგად ვუგებდით ერთმანეთს, მაგრამ მასთან ურთიერთობაშიც იჩინა თავი ჩემმა დამოუკიდებლობისაკენ მიდრეკილებამ, არ შემეძლო მუდმივად მისი აზრის მომხრე ვყოფილიყავი, როცა გარკვეულ სიტუაციებზე ჩემეული ხედვა გამაჩნდა. მას კი, ბუნებით მკაცრს გოგოს მხრიდან შეპასუხება არ მოსწონდა, ქალი მორჩილებისთვის გაჩენილად მიაჩნდა. მაგრამ დრო შეიცვალა და ტაქტიკის შეცვლაც საჭირო გახდა. მეტნაკელბად ჩემს გადასხვაფერებას ერთი ნაკლი მაინც ჰქონდა ეს იუმორის უქონლობა და კომპლექსები ურთიერთობებში, მიმაჩნდა რომ ჩემგან, ჩემი მრწამსისგან განსხვავებული ადამიანის ადგილი ჩემს გვერდით არ იყო, რადგან ჩემზეც იმავეს იფიქრებდნენ რასაც მასზე, ამიტომ იყო, რომ თავი შორს დავიჭირე "სუსტისაგან" რომელიც პირველივე კურსზე აჰყვა ქალაქელ "სვეცკ" გოგონებს და მიმსგავსებოდა რა მატ, მანაც სიგარეტის მოწევა დაიწყო, არა კი არ მისაყვედურია კონკრეტულად ეგ თემა, უბრალოდ სხვა თემა გამოვნახე რაზეც ვიჩხუბე მასთან. ყველას ვეკონტაქტებოდი და ამასტანავე უკარება ვიყავი, ჩემი იდეალები არასოდეს მტოვებდა, გვიანღა ვხვდები, რომ იდეალური არაფერია და ეს ყველაფერი ადამიანის წარმოსახვის ნაყოფია. მე რომ მკითხონ ვინაა შენი იდეალი, დავუსახელებ დედას, თუმცაღა არის მასში ისეთი რაღაცეებიც რაც არ მომწონს და ვისურვებდი შეეცვალა ადრე. უფრო ადრეულ წლებში არც კი მაფიქრდებოდა ვინ შეიძლება ყოფილიყო ჩემი იდეალი და მეგობრობის დრიურთა შევსების დროს, რომელიმე მსახიობს ან მომრერალს ვუთითებდი. მათაც უცხოებს, მერე თანდათან გამიღვივდაეროვნულობის შეგრძნება და დავიწყე ქართული ფილმების ყურება, ჯერჯერობით დღესაც ვერ დაგისახელებთ რომელი ფილმი ვისი გადარებულია და ვინ ასრულებს მთავარ როლს. თუმცაღა ესაც გაივლის, არსებითი სხვაც ბვევრია.

სინამდვილეში არაფერი მჭირს თუმცაღ არ მტოვებს მიუსაფრობის გრძნობა. ყველა დიდებულ ადამიანს ზურგს უმაგრებს ერთი ისეთი ადამიანი ვინაც მისი დასაყრდენია. მე დიდ მოღვაწეთ ვერ შევედრები, თუმც მათსავით მუდმივი მოთხოვნილება მაქვს ჩემზე დედა ზრუნავდეს. სულ წუწუნში ვარ, სულ ჩაგრულის როლს, სულ სამსჯავროზე აყვანილ დამნაშავეს ვგავარ, რომელიც ცდილობს თავი იმართლოს ნაფიცმსაჯულთა წინაშე. ყოველთვის ვეჭვიანობდი ჩემს ნათესავებზე, განსაკუთრებით ერთ დეიდაშვილზე, მიმაჩნდა რომ დედას ის ჩემზე მეტად უყვარდა და სწორედ იგი მიაჩნდა საუკეთესოდ, ასე მეორეხარისხოვანი როლის მსგავსი ყოფა დამთრგუნველი აღმოჩნდა ჩემთვის, რამაც განაპირობა რადიკალური ქმედება და ამ პერიოდში ჩემი პირადი დავკარგე. სულ მათ კრიტიკას ვახმარდიდროს, წლები კი მიდიოდა, ვიდრე არ მივხვდი შველა მჭირდებოდა. გამუდმებული პროტესტი ვისთან? აღარ იქნა აღქმული და გაანალიზებული მე ხომ დედაზე ძვირფასი არავინ მყავდა. ეს შეცდომა დღესაც ყრუდ მახსენებს ხოლმე თავს, თუმცა რაღა წარსულს ვერ დავაბრჰუნებ, ბრიყვი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, თუმცა რაღა, დედა ავადაა და მე ისევ ისეთი უსუსური ვარ, მინდა ისევ მე მივლიდეს, მე შემომხაროდეს, ისევ მე მინდა ვიყო, მისი ერთადერთი ნამდვილი შვილი.. ეხლა აღარც მახსოვს თუ რას ვუწოდებდი ჩემი გონებაარეულობის დროს მის ქცევებს, თითქოს ეშმაკი მეჯდა სულში. ჩემი ცხოვრების ის ეტაპი ნაკლებად კი არადა საერთოდ არ მახსოვს, დრო დავკარგე, უფრო სწორად გავფლანგე. ახლა მინდა მოვეშვა-გავმხრიარულდე მაგრამ ზნეობრივი კოდექსი სულს მიზღუდავს, ვერასდროს გადავაბიჯებ ამ მოჯადოებულ წრეს, ზღვარს-სულ რომ სამყაროს არსებობის უკანასკნელი დღე იყოს, მე მაინც ასეთი უმწიკვლო და გაურყვნელი დავრჩები. ის ფსიქოლოგიური დოგმები მთელ წყებად მოსდევს ჩემს არსებობას, უკვალოდ, ურეაქციოდ ვერასდროს დარჩებიან.ვიცი იშვიათია ჩემნაირი სიმართლის მეტყველი ადამიანი. თუნდაც ისეთი სიმართლის თავადვე მას, რომ სამარეს უთხრის. თუმცა სიალალე ყველაფერში არ მახასიათებს, ბვერ ვახერხებ მოვიშალო ეს ჩვევა: "მე ისევ ის მოტიტინე ბავშვი ვარ, რომლის ბავშვური ქცევაც სიგიჟეად აღიქმება."მოკლედ ძალით ავადმყოფი ვარ და სრულებითაც არ განვიცდი ამას. რაოდენ ამაღელვებელი იყო გალაქტიონი თავისი გენიალური შემოქმედებით, ნობელის პრემია მას უნდა მიეღო ქართველებიდან მგონი, რომ ჯერაც არავის ღირსებია. მაგრამ რა მუხთალია ადამიანის არსებობის ხანმოკლეობა, წლებს უსწრებდე და იყო გიჟად შერაცხული მგოსანი? ჩემი აზრით გალაქტიონმა ვერ გაუძლო წლების შემდგომ შორით დანახულ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის შესახებაც ტიციანისა და ტერენტი გრანელის ფრაზები ზედმიწევნით ასრულდა. მივიწყებულ ქართველობას, ამის წარმოდგენისასაც კი აჟრჟოლებდა გალაქტიონს, ვერავინ ჩასწვდა მისი ბოლო წლების ნააზრევს, არ ვამართლებ თვითმკვლელობას, თუმცაღა მისი სათუთი ბუნებიდან გამომდინარე, სისუსტე გამოიჩინა. არსებულ წყობასთან შეუგუებლობას ხშირად დაღუპვისაკენ მიჰყავს ადამიანი, თუმც ცდა ბედის მონახევრეაო....

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:ბერდია წიპწაური
ბერდია წიპწაური
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0