ბანკები
რას ნიშნავს მუშაობდე ბანკში, რის ფასად,ზეგანაკვეთური საათები=0 დაფასება/ანაზღაურება
გუშინ, 17:37












ერთ დღესაც მოხდება ადამიანში აფეთქება და იკითხავენ რა მოუვიდა? როგორ შეელია სტაბილურ სამსახურს? როგორ შეეძლო დაპირისპირებოდა ასეთ მეგობრულ გუნდს? მეგობრულობა რაში გამოიხატება? კარნავალზე გადაღებულ საერთო ფოტოში? სადაც ყველა იღიმის, თავს იწონებს და ლამაზ სამოსში გამოწყობილები, მოწესრიგებული მაკიაჟითა და თმის ვარცხნილობით დაიარებიან. ეს ყველაფერი ვერ ფარავს ყოველდღიურ რუტინას, ცივსისხლიანობასა და ადამიანისაგან განსხვავებული ღირებულებების ქონას, დამამცირებელ გარემოს სამსახურში და მხოლოდ პირად სარგებელზე დამოკიდებულებას...სადაც შენ მთავარი კი არა გამოყენების საგანი ხარ, სადღაც გააპროტესტებ ზეგანაკვეთური საათების არ ანაზღაურებას და უკვე ირიბად იგიყურებენ, არადა ყველაფერს აქვს მეორე მხარე-საქართველოა და დასანშნი უფროსი რომ საკუთარი ავტომობილით სახლში მიგაბრძანებს ღამის 00:30 საათზე, გამოიხედება მეზობელი ფანჯრიდან და რას იტყვის შენზე? რასაც შენ იყტოდი მის შვილზე: აგერ დაიარება უფროსთან, აქვს მასთან ინტიმური ურთიერთობა და ცოდნის კი არა სხეულით ვაჭრობის გამო ინარჩუნებს თავის პოზიციას, საბრალო დედამისი-რისთვის ასწავლა და დაიდგა წელებზე ფეხი ამას თუ ასე უნდა ეშოვნა ფული... შემდეგ დღეს უკვე ამრეზით უყურებს მეზობელი ამ გოგოს და თანდათან გამარჯობასაც აღარ ეუბნება... რამდენია ამნაირ პოზიციაზე მომუშავე ადამიანის საზღაური და ანაზღაურება საქართველოში? განა რამდენი ღირს საკუთარი სახელის შელახვა და ასე მონურად შრომა? ამ ფონზე ნათესავები ძიულობენ, ჰგონიათ ეს მილიონერი გახდა, არადა გეკღძალება ილაპარაკო სამსახურზე რაიმე ცუდი, ორგანიზაცია გავალდებულებს მოუფრთხილდე მისსავე იმიჯს, თან საქართველოა და ტეხავს არ შეაქო საკუთარი სამსახურის და კომპანიის პრესჯიჟი...ამ ყოველივეს სადამდე მივყავართ? ერთი-ყველას წინააღმდეგ, დადგებიან შეგითიტხნიან რაღაც ცრუ ბრალდებას, ჩააგდებენ შთაბეჭდილებების ყუთში შენზე საყვედურს, შემდეგ დაიბარებენ ყველას სათითაოდ ჰრ განყოფილებაში და ყველა ისე ჩაგქოლავს, როგორც სტეფანე ჩაქოლეს უძველეს დროში...ასე ხდება როცა თავს აღარ დაუხრი მათ, აღარ წაეკუზები...