x
მეტი
  • 26.07.2025
  • სტატია:143540
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515475
" ასეთ სიტუაციებში ვინც ყველაზე ძალიან იჭაჭება და ტანზე ,,მაიკას'' იხევს, ის არის საეჭვო ვიღაცა"-გელ;ა ზედელაშვილი

image

"

გავეცანი გუშინდელ წიოკს, გადავხედე ახალ ამბებს, დავფიქრდი, გავაანალიზე, ამოვიხვნეშე და კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა არა ე.წ. ოპოზიციაში, არა გარე მომხვდურში, არა შინა აგენტურაში, არამედ ხალხშია!
????
დიახ, ხალხშია დაკარგული რაღაც ძარღვი, რაც ადამიანებს აქცევს ადამიანებად!
ხალხშია დაკარგული ს(ვ)ინდის-ნამუსი, ურთერთის გატანის ვალდებულება, დანდობის შეგრძნება, საკუთარი თავის პატივისცემა და კიდევ ბევრი რამ, რასაც აქ ვერ ჩამოვთვლი!
????
გამოსახლება თვალჭრელიძის ქუჩაზეო, თანაც იძულებითიო... ნახეთ, რას უშვრებიან საკუთარ მოსახლეობასო... ნახეთ, რას აკეთებს კახა კალაძე ადგილობრივი არჩევნების წინო... არადა, თბილისის მერია და მით უფრო კახა კალაძე არაფერ შუაშია, შენობა, სადაც 150 ოჯახი ყოფილა შეჭრილი, კერძო საკუთრებაა.
აეგრე, რაიონებში მაცხოვრებლებმა საკუთარი სახლ-კარი მიატოვეს, თოხები ღობეებზე მიაყუდეს, თბილისში ჩამოვიდნენ, სადღაც დანგრეული შენობა მოძებნეს, შეცვივდნენ და ახლა ტანზე მაისურებს იხევენ, ვიჩაგრებითო, კალაძემ მოგვხედოსო, ფართები დაგვიკანონოსო. როცა ეუბნებიან, რომ ეს კერძო საკუთრებაა, ბიძინა ივანიშვილს ლანძღავენ, ეტყობა მაგისიაო.
????
გუშინვე სიაც გამოქვეყნდა - მაგ დამპალ კორპუსში შეჭრილებს სად რა ქონება გააჩნიათ. ზოგს ბინები აქვს მიღებული თბილისში, ზოგს სრა-სასახლეები აოხრია რეგიონებში და 5-5 მანქანაც უყენია ეზოში. კი, ბატონო, არც ერთი მათგანი გაჭირვებული არ არი, მაგრამ თბილისშიც უნდათ, რატომაც არა? თანაც თუ მუქთად იქნება, რა პრობლემაა? ოზურგეთიდან გამოქცეული იძახის, დევნილი ვარ, მომეცითო. ეგრე მაშინ სიღნაღელ “დევნილებსაც'' დავურიგოთ თბილისში ბინები, უკეთესი არ იქნება?
????
სიხარბე!
სიხარბემ წაახდინა ჩვენში ადამიანი და ცხოველად აქცია. თქვენ გგონიათ, პრობლემა მარტო სადმე შეჭრაში და მერე ფართების მოთხოვნაშია? გეუბნებით, მთავარი პრობლემა მაინც რამსების არევაშია... წნორში რომ ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილი არ არი, ბევრს ესეც კახა კალაძის ბრალი ჰგონია... წნორში რომ ღვინის ერთი მინი-ქარხანაა, ბევრი დარწმუნებულია, რომ ეგეც ბიძინა ივანიშვილისაა და რთვლის დადგომისთანავე იფურთხება, რატომ არ მოდის, ჩემ ყურძენს არ კრეფს და არ მიბარებსო? ალბათ გახსოვთ, როცა “ქართული ოცნება'' ხელისუფლებაში მოვიდა, პირველი სამი წლის განმავლობაში გლეხებს სახელმწიფომ მოუხნა და დაუთესა. თქვენ გგონიათ, ვინმემ მადლობა თქვა? არა, პირიქით, მეოთხე წელიწადს ლანძღვა დაიწყეს, რატომ აღარ გვიხნავენ და გვითესავენო? ადრე რომ გვიხნავდნენ და გვითესავდნენ, მოსავალს რატომ არ გვიბინავებდნენო?
უამრავი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება... თუნდაც ის, ბიძინა ივანიშვილმა პირველივე წელს კახელ გლეხებს 87 მილიონი ლარი რომ აჩუქა. ამ 87 მილიონს დღესაც ახსენებენ ე.წ. ოპოზიციონრები, მოვიდა და პირველ რიგში თავისი ფული დაიბრუნაო. ეს ის ფული იყო, სააკაშვილის ხროვამ “ქართუს'' ქუჩაში რომ წაართვა სპეცმანქანიდან და მერე ჯარიმაში გაუტარა. კაცმა დაიბრუნა, მაგრამ სახლში არ წაუღია, დასეტყვილ მევენახეებს აჩუქა. ჰმ... დასეტყვილმა მევანეხეებმა რა ქნეს? განა ვენახები აღადგინეს? იმ ფულით “მერსედესები'' იყიდეს, თბილისში ჩამოვიდნენ და ტაქსაობა დაიწყეს.
ბიძინა ივანიშვილმა 500 ათას გაჭირვებულს რომ საბანკო ვალები გაუნულა, ვინმემ მადლობა თქვა? მე ასეთი არ მინახავს, თქვენ თუ ნახეთ, გამაცანით. კახა კალაძე რომ იხვეწება, ავარიული სახლებიდან გამოდით, ახალს აგიშენებთო, ვინმე მადლობას ამბობს? არა, კაცო, იქით ლანძღავენ, ფართებს არ გვიმატებსო. ვისაც უკვე აუშენა, ისინი რას შვრებიან, კახას სადმე ექომაგებიან? ერთ ნორმალურ სიტყვას ამბობენ? კალაძე არავის ქომაგობას არ ითხოვს, მაგრამ შენ ხომ უნდა გქონდეს სინდისი და ნამუსი?!
????
მოკლედ, ეგ არი და გორის ციხე!
ხალხში დიდი პრობლემაა და ამ პრობლემას უნდა მიხედვა... იცოდეთ, საერთოდ, ასეთ სიტუაციებში ვინც ყველაზე ძალიან იჭაჭება და ტანზე “მაიკას'' იხევს, ის არის საეჭვო ვიღაცა... აღარ ვიტყვი, ღორი-მეთქი."–წერს გელა ზედელაშვილი
0
209
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0