x
მეტი
  • 26.07.2025
  • სტატია:143540
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515475
3 ისტორია,როდესაც ადამიანები უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს
image

უცხოპლანეტელები საკმაოდ ხშირად იტაცებენ ადამიანებს. პირველი შემთხვევები 1950-იან წლებში დაფიქისრდა და დღემდე გრძელდება. თუმცა ბოროტი ენები ამბობენ, რომ სინამდვილეში მათ უცხოპლანეტელები კი არ იტაცებენ, არამედ ეს მოჩვენებითი ან ჰალიცინაციური სიზმრებია;

თუმცა ჩვენც მაინც 3 ცნობილ შემთხვევას მოგითხრობთ.


ანტონიო ვილას ბოასის გატაცება


ანტონიო ვილას ბოასი ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, ვინც, მისი თქმით, უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს. მამაკაცი მძევლად 4 საათი და 15 წუთი ჰყავდათ აყვანილი.


ანტონიოს სამშობლო სან-პაულუს შტატია, მის ოჯახს ფერმა ჰქონდა ქალაქ სან-ფრანცისკო დე სალისთან ახლოს. 1957 წლის 5 ოქტომბრის ღამეს, 23 წლის ახალგაზრდას და მის ძმას, ჟოაოს, პირველი კონტაქტი ჰქონდათ უცხოპლანეტელებთან. მათ სახლზე უცნაური სინათლის წყარო ლივლივებდა.

14 ოქტომბერს, ძმებმა ღამით, მინდორში მუშაობისას, წითელი შუქი შენიშნეს. ანტონიო ტრაქტორით დაედევნა მას, შემდეგ ძმასთან დაბრუნდა, რის შემდეგაც შუქი გაქრა.

უცხოპლანეტელებს ეს ახსოვდათ. 15 ოქტომბრის ღამეს, ანტონიო მინდორში მუშაობდა, ამჯერად მარტო. ახალგაზრდამ კვლავ შენიშნა წითელი შუქი, ის უახლოვდებოდა, რომელიც კვერცხის ფორმის ობიექტი იყო, როდესაც ანტონიოს უახლოვდებოდა, წითელი შუქი მწვანეთი შეცვალა.

ანტონიო ტრაქტორიდან გადმოხტა და გაიქცა. მას ნაცრისფერ კომბინეზონებსა და ჩაფხუტებში გამოწყობილი სამი ჰუმანოიდი გამოეკიდა და დაიჭირეს, ისინი პატარები იყვნენ, მაგრამ ზებუნებრივი ძალა ჰქონდათ.

ბრაზილიელი ობიექტის შიგნით კუბის ფორმის ოთახში მოათავსეს, სადაც ყველაფერი თეთრი ლითონისგან იყო დამზადებული. მას ძალით გახადეს და სწრაფად გაშრობადი სითხით წაუსვეს. შემდეგ ის სხვა ოთახში გადაიყვანეს, სადაც გრძელი მილით სისხლი აუღეს. შემდეგ მილებში გაზი გაუშვეს, რა დროსაც ანტონიომ აღებინა. შემდეგ მასთან კუთხოვანი ფორმის მქონე შიშველი ქალი მივიდა, ფართო თეძოებით, ვიწრო წელითა და თავზე თეთრი თმით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ინტიმურ ადგილებში თმა წითელი ჰქონდა ქალმა ვილას-ბოაშთან ინტიმური ურთიერთობა დაამყარა, რის შემდეგაც მას მიანიშნა, რომ მისგან შვილს გააჩენდა და წავიდა.

ჰუმანოიდებმა ანტონიო ისევ პირველ ოთახში გადაიყვანეს შემდეგ კი მინდორში გადააგდეს. მათი ხმები ყეფას ჰგავდა. ამბავი პრესაში 1961 წელს გამოქვეყნდა.

1978 წელს მამაკაცმა ჩვენება არ უარყო. ის ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო და ადვოკატად მუშაობდა. გატაცების შემდეგ მას რადიაციული ავადმყოფობის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდა.

image

ბეტისა და ბარნი ჰილების გატაცება

ეს უფოლოგიის სამყაროში ყველაზე ცნობილი წყვილია. ბეტი და ბარნი ჰილები ცხოვრობდნენ პორტსმუთში, ნიუ ჰემფშირი, აშშ. ბეტი სოციალური მუშაკი იყო, ბარნი კი ფოსტაში მუშაობდა. მათი ქორწინება ძალიან უჩვეულო იყო სეგრეგირებული ამერიკისთვის: ბარნი აფროამერიკელი იყო, ბეტი კი - თეთრკანიანი. ორივეს შვილები ჰყავდა წინა ქორწინებებიდან.


1961 წლის 19 სექტემბერს, გვიან საღამოს, ისინი შვებულების შემდეგ კანადიდან ბრუნდებოდნენ თავიანთი Chevrolet-ით. მათ ამო აედევნა და ორი საათი მთლიანად დაიკარგა მათი მეხსიერებიდან. ცოლ-ქმარი გონს მხოლოდ უღელტეხილზე მოვიდნენ.

ამის შემდეგ ბეტის კოშმარები დაეწყო, რომელშიც მას გაუგებარი არსებები აწამებდნენ. ფსიქიატრიულ კლინიკაში დოქტორმა ბენჯამინ საიმონმა წყვილი დააჰიპნოზა, რათა მათ გაეხსენებინათ, რა მოხდა ამ ორი საათის განმავლობაში. პროცედურები სხვადასხვა ოთახებში ტარდებოდა, მაგრამ ისტორიები ემთხვეოდა. ჰილსის მანქანა გააჩერა პატარა ჰუმანოიდების ჯგუფმა, რომელბსაც დიდი თავებიდა თვალები ჰქონდათ. ისინი ტელეპათიურად ურთიერთობდნენ, ბეტის ვარსკვლავების რუკა აჩვენეს. არსებობს ინფორმაცია, რომ ბეტის სხეულში ნემსები ჩაარჭეს ბიომასალის ასაღებად. თუმცა, არსებობს ერთი ნიუანსი: ინციდენტამდე ორი კვირით ადრე ტელევიზიით აჩვენეს სერიალი „შესაძლებელს მიღმა“ და იქ ზუსტად ასეთი ჰუმანოიდები იყვნენ.

image

მენგ შაოგუოს გატაცება


შესაძლოა, ეს არის ჩინეთში უცხოპლანეტელების მიერ გატაცების ერთადერთი შემთხვევა . შემთხვევის ადგილი უხანია, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა.

1994 წლის 27 მაისი. მენგ შაოგუო უხანთან ახლოს მდებარე ჰონგკის ტყის ფერმაში მუშაობდა. ინციდენტის თვითმხილველები შემდეგს ყვებიან: მამაკაცი რამდენიმე საათის განმავლობაში ძალიან უცნაურად იქცეოდა, გარკვეულ მომენტში გაუჩინარდა და შემდეგ თქვა, რომ უცხოპლანეტელებთან სექსი ჰქონდა, რის შემდეგაც ჩინელი მამაკაცს სხეულზე ჭრილობები აღენიშნებოდა. თუმცა, შესაძლოა, ამას სექსი არც ვუწოდოთ: მენგმა აღიარა, რომ უცხოპლანეტელებმა აიძულეს, სექსუალური კონტაქტი ჰქონოდა იმ არსებასთან, რომელიც, სავარაუდოდ, მათი ქალი იყო. ეს უკვე ძალადობაა.

image

უცხოპლანეტელების მიერ გატაცების შესახებ ისტორიების უმეტესობა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის და ხშირად ტყუპისცალივით ჰგავს ერთმანეთს.

სწორედ იქ აჩვენეს პირველად ჰუმანოიდი უცხოპლანეტელები ტელევიზიით, სადაც პოპულარული კულტურა უზარმაზარ გავლენას ახდენს ადამიანების გონებაზე და ამავდროულად, სწორედ ამ ქვეყანაში გამოყოფს სახელმწიფო ფსიქიატრიისთვის საკმაოდ მწირს ბიუჯეტს.

უცხოპლანეტელების მიერ გატაცების შესახებ ცნობები ყოველთვის საკამათოა.

0
194
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0