პარამეცნიერებები ნივთები გეკარგებათ? რომელიც სულ ახლახან ხელში გეჭირათ?-ეს ნიშანია იმისა, რომ თქვენზე მაგიური ზემოქმედება ხდება გუშინ, 13:36 ![]() ნივთები იკარგება? - ეს ნიშანია იმისა, რომ თქვენზე მაგიური ზემოქმედება ხდება. ნივთები რომ უეცრად იკარგება, ყოველთვის ყურადღების გაფანტვის ბრალი როდია, ხშირად ეს თქვენზე ჯადოსნური პროგრამის ამოქმედების პირველი სიგნალია. აქედან გამომდინარე, უნდა იცოდეთ, რის დანაკარგია საშიში, რა შეიძლება წააგოთ მისი მეშვეობით და როგორ უნდა მოიქცეთ, რომ არ გახდეთ სხვისი მაგიური ზემოქმედების მსხვერპლი. ამ თემებზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი მერაბ კ.
- ყველას ცხოვრებაში ყოფილა მომენტი, როცა საყვარელი საყურე, ან გასაღები, საფულე, ფოტოები, დოკუმენტები თუ სამკაულები, უბრალოდ, ქრება, თუმცა ხუთი წუთის წინ ხელში გეჭირათ. თითქოს ეს წვრილმანია, მაგრამ მსგავსი დანაკარგები თუ მეორდება და მასთან ერთად, პრობლემებიც იზრდება, ფრთხილად უნდა იყოთ. მაგალითად, თუ მუდმივად კარგავთ პირად ნივთებს: გასაღებს, სამკაულებს ან ფულს, ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ ვიღაც თქვენი დაცვის ან ენერგეტიკული ველის შესუსტებას ცდილობს. განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ეს გარკვეულ დღეებში ან კონკრეტულ ადამიანებთან კომუნიკაციის შემდეგ ხდება.
- როგორ მოქმედებს მაგია დაკარგული ნივთების მეშვეობით?
- განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, თუ რეგულარული გამოყენების პირადი ნივთი დაიკარგა, როგორიცაა, საცვლები. პირადი ნივთის, განსაკუთრებით კი ბიომასალის მეშვეობით, რაც თითქმის პირდაპირ კონტაქტს ნიშნავს, გამანადგურებელი მაგიური შეტევა ხორციელდება თქვენზე. არსებობს ასევე, სპეციალური რიტუალები, რომლის ზემოქმედებითაც თქვენ კარგავთ გარკვეულ ნივთებს. მათთან ერთად კი, ქრება იღბალიც, კეთილდღეობაც, ჯანმრთელობაც, ურთიერთობებიც, ენერგიაც. მაგალითად, ვთქვათ, დაკარგეთ: საფულე და მაშინვე დაიწყო ფულთან დაკავშირებული პრობლემები; გაქრა სამკაულები და მასთან ერთად - ცხოვრებისადმი ინტერესიც; გასაღების გაუჩინარებას კი, უსაფრთხოების ან სახლთან დაკავშირებული პრობლემები მოჰყვა. სინამდვილეში, ეს „დაკარგული“ ნივთები არსადაც არ იკარგება - იცვლება, მიაქვთ ან გამოიყენება თქვენ საწინააღმდეგო რიტუალებში. ვიღაცამ „შემთხვევით“ გაიყოლა თქვენი ნივთი და მის ადგილას გაჩნდა რაღაც წვრილმანი, უცნაური საგანი ან საჩუქარი - სწორედ ეს ყველაფერი შეიძლება იყოს გამანადგურებელი არხი - სპეციალური მაგიური სამუშაო, რომელიც მსხვერპლს მარადიულ დანაკარგს უმზადებს: ადამიანი მხოლოდ ნივთებს კი არ კარგვას, არამედ ყველაფერში ხელი ეცარება - კარგავს შესაძლებლობებს, წყვეტს კავშირებს, დავიწყებას ეძლევა დაპირებები... - მაინც რა დანაკარგები მიუთითებს მაგიურ ზეგავლენაზე? - ჩამონათვალი ასეთია: როცა მხოლოდ თქვენთვის ღირებული ნივთები ქრება - საყვარელი სამკაულები, დოკუმენტები, ფოტოები, საფულეები, გასაღებები; როცა დანაკარგი მოჰყვება კონფლიქტებს, არაკეთილმოსურნეთა ვიზიტებს, საეჭვო საჩუქრებს, ან პირიქით - შეყვარებულთან სასიამოვნო საუბარს; როცა დანაკარგის აღმოჩენის შემდეგ თქვენი განწყობა მკვეთრად უარესდება, იწყება შფოთვა, ცხოვრებაში დგება უიღბლობის „ბნელი სარტყელი“, ხშირია ჩხუბი, ფულის გადინება, ზიანდება ტექნიკა; ასევე, როცა ნივთები „ტალღისებურად“ ქრება: თითქოს ყველაფერი კარგადაა, მოკლე დროში კი, ზედიზედ რამდენიმე ნივთს კარგავთ; ანდა, როცა ნივთების დაკარგვის შემდეგ ამჩნევთ, რომ თქვენი წრიდან ვიღაცას მოულოდნელად, ბედი გაეხსნა: იზრდება მისი შემოსავალი, იღბლიანობა, წარმატებები; როცა ქრება თქვენს ძალასთან დაკავშირებული ნივთები, თილისმები, იღბალმა ზურგი გაქციათ; დაბოლოს, გეუფლებათ განცდა, რომ ცხოვრების ნაწილი „მოგაგლიჯეს“ და თითქოს ვიღაც ნაწილ-ნაწილ გპარავთ ბედს. ![]() ![]() 117 2-ს მოსწონს
|