სხვა მამაკაცმა ცოლის დაბრუნების მიზნით 6 წლის ნათესავი მსხვერპლად შეწირა გუშინ, 12:59 ![]() ინციდენტი რაჯასტანისა და ჰარიანას შტატების საზღვარზე მდებარე სოფელ სარაი კალანში მოხდა. 38 წლის მანოჯ პრაჯაპატმა მიმართა "გრძნეულს" სახელად სუნილს იმ იმედით, რომ ცოლზე „კონტროლს მოიპოვებდა“. ჯადოქარმა უთხრა, რომ ქალღმერთ კალი მსხვერპლს მოითხოვდა და უბრძანა: „შენი ძმისშვილი უნდა შესწირო“. რიტუალისთვის გრძნეულმა მამაკაცს მოსთხოვა, რომ შუაღამემდე უნდა მოეტანა ბავშვის სისხლი და გული, ასევე 12 ათასი რუპია. პრაჯაპატმა მოუსმინა ჯადოქარს და 19 ივლისს ექვსი წლის ძმისშვილი მოკლა, შემდეგ კი დანაშაულის დაფარვა სცადა. პოლიციის ცნობით, პრაჯაპატის ცოლმა ის ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო მიატოვა და მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. „მას სურდა ცოლის დაბრუნება რიტუალის დახმარებით“, - განმარტა უფროსმა ოფიცერმა მაჰავირ სინგჰმა. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ბავშვის ცხედარი მიტოვებულ სახლში იპოვეს. პრაჯაპატი და გრძნეული დააკავეს. "ეს არის საზარელი ქმედება, რომელიც წარმოდგენაშიც კი გონებას არ ექვემდებარება" -დასძინა პოლიციის ოფიცერმა. 62 2-ს მოსწონს
|