x
მეტი
  • 26.07.2025
  • სტატია:143540
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515475
აშშ- იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები გისლეინ მაქსველს შეხვდნენ

მაქსველის ადვოკატმა სამშაბათს დაადასტურა, რომ მაქსველმა უპასუხა ყველა კითხვას, რომელსაც ოფიციალური პირები სვავდენენ. იუსტიციის დეპარტამენტის მეორე თანამდებობის პირი ხუთშბაბათს შეხვდა გისლეინ მაქსველს, ფინანსისტისა და მსჯავრდებული სექსუალური დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინის ყოფილ შეყვარებულს. ფლორიდაში გამართული შეხვედრა, რომლის ორგანიზებაზეც გენერალური პროკურორის მოადგილე ტოდ ბლანშის თქმით, მან იმუშავა, იუსტიციის დეპარტამენტის მიმდინარე ძალისხმევის ნაწილია, რათა თავი გამჭვირვალედ წარმოაჩინოს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბაზის ნაწილის მხრიდან ეპშტეინის გამოძიების დამატებითი ჩანაწერების გამოქვეყნებაზე უარი თქვა. “ქალბატონმა მაქსველმა ყველა კითხვას უპასუხა. ის არასდროს ჩერდებოდა, არსადროს იყენებდა პრივილეგიას, არსდროს უარს ამბობდა პასუხზე. მან ყველა კითხვას გულწრფელად და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში უპასუხა", - განუცხადა ადვოკატმა დევიდ ოსკარ მარკუსმა ჟურნალისტებს ტალაჰასის ფედერალური სასამართლოს შენობის გარეთ, სადაც მაქსველი ბლანშს შეხვდა. სამშბათს, სოციალურ ქსელში გამპქვეყნებულ პოსტში ბლანშმა განაცხადა, რომ ტრამპმა “გვიბრძანა, გამოვაქვეყნოთ ყველა სანდო მტკიცებულება" და თუ მაქსველს აქვს ინფორმაცია მსხვერპლთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ეფბიაი და იუსტიციის დეპარტამენტი მოისმენენ მის ნათქვამს. მარკუსმა თქვა, რომ მისი გუნდი მადლიერი იყო გენერალური პროკურორის მოადგილის მაქსველის დაკითხვისთვის და ამას კარგი დღე უწოდა. როდესაც ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა მისი კლიენტის შეწყალება, ან პატიმრობის ვადის შემცირება, მარკუსმა უპასუხა: “ჯერჯერობით არანაირი დაპირება არ არსებობს. ამიტომ ის ამ ეტაპზე მხოლოდ კითხვებს პასუხობს". ბლანშმა ხუთშაბათს სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მაქსველს შეხვდა და ინტერვიუ პარასკევს გაგრძელდება. “იუსტიციის დეპარტამენტი შესაბამის დროს გაავცელებს დამატებით ინფორმაციას იმის შესახებ, რაც შევიტყვეთ".

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:ნონა ქაჩლიშვილი
ნონა ქაჩლიშვილი
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0