სიახლეები თამარ მელქაძე – წლის საუკეთესო ონკოლოგად დასახელდა გუშინ, 10:50 ![]() მკურნალი Community-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც მედიცინის სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები შეირჩნენ, წლის საუკეთესო ონკოლოგად თოდუას კლინიკის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – თამარ მელქაძე დასახელდა. ღონისძიების ფარგლებში პანელური დისკუსიები გაიმართა და სხვადასხვა მიმართულებით ხუთი ექიმი საუკეთესო სპეციალისტს საუკეთესო მედიკოსის წოდება გადაეცა. შერჩევის პროცესში მთავარი კრიტერიუმი პაციენტთა კმაყოფილება და რთული კლინიკური შემთხვევების წარმატებული მართვა იყო. ![]() თამარ მელქაძე წლების განმავლობაში გამორჩეული თანაგრძნობითა და პასუხისმგებლობით მართავს ასობით პაციენტს და როგორც აღინიშნა საუკეთესო ონკოლოგის წოდება მად სწორედ ამ მიდგომის, პროფესიონალიზმისა და გამოცდილების გამო მიენიჭა. თამარ მელქაძის ხელმძღვანელობით თოდუას კლინიკის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტი ერთ-ერთ უმთავრესი ცენტრია, რომელიც საქართველოში ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობაში წამყვან როლს ასრულებს. არსებული სტატისტიკით, გამოვლენილი ონკოლოგიური შემთხვევების 40%-ზე მეტი სწორედ ამ კლინიკაში იმართება. 2024 წლიდან კი თოდუას კლინიკა უკვე სამ მისამართზე ემსახურება პაციენტებს, რაც კიდევ უფრო ზრდის მის ხელმისაწვდომობასა და გავლენას ქვეყნის მასშტაბით. ![]() თამარ მელქაძე „ექიმობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ არა მედიცინა ალბათ მაინც ისეთ პროფესიას ავირჩევდი, რომელიც ადამიანების სიკეთეს მოემსახურებოდა. ჩემი პროფილი მოითხოვს, რომ ჩემი პაციენტები კონსულტაციაზე სამ კვირაში ერთხელ მოვიდნენ. ეს ძალიან ახლო ურთიერთობებს აყალიბებს და ეს ჯილდოც მათ ეძღვნება, თითოეული ძალიან მიყვარს და მათი სიხარული და შვება ჩემი სიხარულად მიმაჩნია“. ამბობს, რომ მისთვის ყველაზე ფასეული ტრადიცია გულწრფელობაა – პრინციპი, რომელსაც არასოდეს ღალატობს: „მინდა ადამიანებს დავამახსოვრდე, როგორც მზრუნველი და გულწრფელი ექიმი. ახალგაზრდა კოლეგებსაც იმავეს ვურჩევ, რომ ჩაუღმავდნენ საკუთარ შინაგან სამყაროს, შეიყვარონ თითოეული პაციენტი და თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად მოეკიდონ“. თამარ მელქაძის პროფესიული წარმატება და ადამიანური დამოკიდებულება დღეს სამედიცინო სფეროსთვის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. მისი საქმიანობა ცხადყოფს, რომ მედიცინა მხოლოდ დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესი არ არის – ეს ადამიანებისთვის იმედი და მხარდაჭერაა, რომელსაც იმავე მკურნალობაში გადამწყვეტი ძალა აქვს. R 79 შეფასება არ არის
|