x
მეტი
  • 26.07.2025
  • სტატია:143540
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515475
"მომინდომეს აქ “გმირობანას” თამაში, ტფუ"- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"მეგობრებო 2018 წელს, აი მაშინ “ძალა ერთობა” რომ გავაკეთეთ დიდი გაერთიანება, საპრეზიდენტო არჩევნებში, ხომ გახსოვთ?! მეორე ტური, რომ დავდეთ გამარჯვებით-ოპოზიციამ პრაქტიკულად გაიმარჯვა, მეორე ტურის წინ თვალცრემლიანი ივანიშვილიც ხომ გვახსოვს?! შემდეგ ხაზარაძე მაშველ რგოლად რომ დაიყენა მეორე ტურში- ხაზარაძემ შეუსრულა თხოვნა, ესეც ხომ გვახსოვს?! გახარია ხომ საერთოდ მისი გუნდის წამყვანი წევრი იყო და 2019 წელს თვალებიც დათხარა პატრიოტებს, რის შემდეგაც დააწინაურეს პრემიერად და ისიც სიამოვნებით დათანხმდა, ესეც ხომ გვახსოვს?! ანუ 2018 წელს “ძალა ერთობით” ამ წარმატებული გაერთიანებული პროექტით, რომ გამარჯვება მოვიტანეთ ოპოზიციამ, მაშინ ამ ძალა ერთობაში, არც ხაზარაძე იყო და არც გახარია ხომ ასეა? ორივე ივანიშვილის დავალების შემსრულებელი იყო, ხომ ასეა?!


ჰოდა, კითხვაა ლეგიტიმური : ვის და რისთვის დასჭირდა ამ ორი “ცუღლუტის” “ოპოზიციად” შექმნა და გამოძერწვა, ვფიქრობ ძალზე გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, ამას ვერ მიხვდეს, ან არ უნდა რომ მიხვდეს, ან ვწუხვარ და იდიოტი უნდა იყოს

……


ახლა რატომ არის გასაკვირი, ამ გახარია-ხაზარაძის ისევ მაშველ რგოლად ყოფნა და არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან ერთად ამ ოლიგარქის “თოჯინების” მიერ ადგილობრივი არჩევნების “ცირკში” მონაწილეობის მიღება?!


ვაჭრობდნენ, ახლაც ვაჭრობენ საბრალონი და ბოლოს ციხე გამოივაჭრა ერთმა, მეორემ “გაქცევა-პაბეგი” . მომინდომეს აქ “გმირობანას” თამაში, ასე იცის ქვეყნის- ხალხის გაჭირვების დროს ოლიგარქთან ვაჭრობამ.


ვაკვირდები და მკვეთრად ჩანს ოლიგარქის რუსული მართვის სტილი :ჯერ მიუშვებს კორუფციაში “მოვაჭრე პოლიტიკანებს”განზრახ და რომ გათამამდებიან მართალი კაცებივით მერე აპანღურებს.


ვახ, რა დღეშია ჩემი ლამაზი ქვეყანა ამდენ “პოლიტმოვაჭრე მოღალატეში”…. ტფუ


საზიზღრობაა წუმპე…..


მიუხედავად ყველაფრისა მაგრა უნდა ვიყოთ, ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ეს “ხელისუფლება” ძალიან მალე წავა, ლუსტრაცია კი უთუოდ კარგია სამომავლოდ და უთუოდ ნაღდები, კარგები, გონიერები, გულწრფელები აღადგენენ დანგრეულ სახელმწიფოს!"- ვკითხულობთ თაკო ჩარკვიანის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს. როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, პარტიები „თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლასა და საერთო პრინციპებზე თანხმდებიან“.





0
223
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
223