x
მეტი
  • 27.07.2025
  • სტატია:143554
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515488
ევროკავშირი, შესაძლოა, დაიშალოს – დადებითი და უარყოფითი მხარეები

დაიშლება, თუ არა ევროკავშირი? – ამაზე დღეს ბევრს საუბრობენ და მსჯელობენ... ამ საკითხში გასარკვევად, ჯერ ის განვიხილოთ, თუ რა სარგრბლობა მოაქვს ამ კავშირს, მასში გაერთიანებული ქვეყნებისთვის და რატომ არ უნდა დაიშალოს?


image


1. ეკონომიკური ინტერესები — წევრ ქვეყნებს ერთმანეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ. საერთო ბაზარი, ვაჭრობის თავისუფლება, შიდა გადაადგილება — ეს ყველაფერი, მათთვის სარგებლის მომტანია.

2. გეოპოლიტიკური სტაბილურობა — ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ერთობლივად იცავს, მათ შორის რუსული და ჩინური გავლენისგან.

3. დამაკავშირებელი ღირებულებები — დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა — ეს პრინციპები, საერთო ღირებულებებად ითვლება.

4. სირთულეები, გაერთიანებიდან გასვლისას — Brexit-მა ყველას აჩვენა, როგორი რთულია კავშირის დატოვება — ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც.


ასლა კი, ის ფაქტორები განვიხილოთ, რის გამოც, შეიძლება, ევროკავშირი დაიშალოს?


1. შიდა დაპირისპირებები — მაგ., პოლონეთი და უნგრეთი ხშირად ეწინააღმდეგებიან ბრიუსელის ზოგად პოლიტიკას (მართლმსაჯულების, დამოუკიდებლობა, ლგბტე უფლებები).

2. მიგრაცია და უსაფრთხოება — დიდი რაოდენობით მიგრაცია, უკმაყოფილებას არაერთ ქვეყანაში იწვევს.

3. ეკონომიკური უთანასწორობა — სამხრეთ ევროპის ქვეყნები (მაგ., იტალია, საბერძნეთი) ხშირად გრძნობენ, რომ ეკონომიკურად უპირატესობა, გერმანიასა და ჩრდილოეთის ქვეყნებს აქვს.

4. პოპულიზმი და ნაციონალიზმი — მაგ., ფრანგული "Frexit"-ის (ინგლისური Brexit–ის ანალოგო, საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლა) იდეა, იტალიის მუხტი, ევროს წინააღმდეგ და ა.შ. — კავშირს შიგნიდან ასუსტებს.

5. გარე გავლენა — დიდი და გავლენიანი ქვეყნები, ევროკავშირის შიგნით განხეთქილების გაღვივებას (პროპაგანდა, კიბერ შეტევებით...) ხშირად ცდილობენ.


ასე რომ, მოკლევადიან პერსპექტივაში, დაშლის მცირე შანსი ნამდვილად არსებობს და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს, თუ არა, ევროკავშირი კრიზისების მართვას და გადალახვას. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, თუ შიდა პრობლემები გაღრმავდა და საერთო ხედვამ ძალა დაკარგა, დაშლის რისკი გაიზრდება.


და ჩვენ? უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა იმ კავშირში შესვლისთვის, რომელიც შესაძლოა, საერთოდაც დაიშალოს? — პასუხი ამ კითხვაზე, ერთმნიშვნელოვნად დადებითია, რადგან ევროკავშირი მხოლოდ კარი კი არა — ეს მიმართულებაც არის!.. და თუ ეს კავშირი, ერთ დღესაც დაიშალა — მთავარი ის იქნება, თუ სადამდე მივალთ ჩვენ იმ მომენტისთვის?

ასე, რომ, სვლა ევროკავშირისკენ, რეალურად, საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის ბრძოლაა. მთავარი შესვლა კი არა, მზადყოფნაზე მუშაობაა. რადგან, თუ ქვეყანა სუსტია, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კავშირში იქნება — ის პოზიციას ყველგან დაკარგავს... ძლიერი ქვეყანა კი — ყველგან რაღაცას იპოვის!

საქართველოს ევროგაერთიანებისკენ მიმავალი გზა რთულია! მაგრამ, ბოლომდე რომც არ მივიდეთ, ეს გზა — მაინც გვაძლიერებს.


imageარხის სხვა სიახლეები:


* პირამიდები წინაეგვიპტურმა ცივილიზაციამ შექმნა... და ამის მტკიცებულება არსებობს

* იდუმალი რასა, რომელიც დედამიწაზე 12 000 წლის წინ გამოჩნდა – უცხოპლანეტელების კვალი დედამიწაზე

* ახალი ეპოქის დასაწყისი ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაში

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



1
121
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
121
  
ევროკავშირი ანუ როგორც დამფუძნებლები ეძახდნენ "ევროპის შეერთებული შტატები" შეიქმნა იმისთვის რო ეკონომიკური ძლიერება მოეპოვებინათ ერთიანი ბაზრით,თუმცა რეალური მიზეზი ის იყო რო შემქმნელებს ადვილად ემართათ ევროპა. თავისი არსით ევროკავშირი ხელს უწყობს ევროპელი ხალხების დამონებას და მათ ჩარჩოებში მოქცევას,რისი მაგალითიც არის საერთო კანონდმებლობა და საერთო ფასეულობების თავს მოხვევა. შეუძლებელი იყო და არის კათოლიკურ იტალიას და პროტესტანტულ ბრიტანეთს საერთო ფასეულობა ქონდეს,ეგრე არ ხდება,ეგეთი ქვეყანა ძალიან ბევრია. ამიტომაც ქვეყნები შეიტყუეს ეკონომიკური ფაქტორებით და მერე მოახვიეს თავს საერთო "ფასეულობა"(ფასეულობა არ არის კაცის კაცთან დაქორწინება ან ქალის ქალთან),რაც უუფლებოს ხდის ევროპელებს. რაც შეეხება იმას რო ევროკავშირი გავლენებისგან იცავს ვინმეს,მეტი არ იქნას ეს ასე იყოს,თუ რუსეთს ან ჩინეთს სურს ხელის ჩაყოფა ევროკავშირის შიდა სამზარეულოში,ამას უპრობლემოდ გააკეთებს და საერთოდ არ შეეკითხება ევროპის ბიუროკრატიას.რა ასე არ არის,ბოლოს როდის მიიღეს უპრობლემოდ რამე,რაც რუსეთის ან ჩინეთის წინააღმდეგ იყო მიმართული?რუსული გავლენებისგან თავს აშშ ვერ იცავს და ევროკავშირი დაიცავს? მერედა,სრულიად უუნარო გახდა ევროპა,ამერიკა რო მოშორდეს და რუსეთმა ერთი რაკეტა გაისროლოს,შიშისგან ჩაიფსავენ ევროპელები,ვინც არ ჩაიფსავს იარაღი არ აქვთ. მიგრაცია კი სერიოზული პრობლემა არის,ცოტა ხანში როგორც ბრიტანელებმა გამოკეტეს რეზერვუარებში ინდიელები,ეგრე იქნება ევროპაშიც. აი,ასეთ ორგანიზაციაში მიათრევენ საქართველოს ზოგიერთი უტვინო,მხოლოდ ერთი არგუმენტით,ბევრი ფული გვექნებაო. ფული კიკუსაც ქონდა და მერე? ფულის გამო ხაფანგში ფეხი არ უნდა ჩადგა,სულ რო მშიერი იყო მაინც.
0 1 1