x
მეტი
  • 27.07.2025
  • სტატია:143554
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515488
მოკლე იგავები, ღრმა აზრით – 2

image


ერთი ადამიანი წმინდანთან მივიდა და უთხრა:
— მე მხოლოდ საკუთარ სხეულს ვხედავ, სულს კი არა, ამიტომ ჩემთვის მთავარი სხეულია. როგორ უნდა მჯეროდეს სულის, რომელიც უხილავია?
წმინდამნა კი, უპასუხა:
— შენი დასკვნა ისეთივეა, მე რომ ვთქვა – ხის მხოლოდ ღეროს ვხედავ და როგორ უნდა დავიჯერო ფესვების არსებობა, რომელიც არა ჩანს?


***


მოსწავლემ მასწავლებელს ჰკითხა:
— რამდენად სწორია გამოთქმა, რომ ფულში არ არის ბედნიერება?
მან კი უპასუხა, რომ გამოთქმა სრულიად სწორია... და მტკიცებულებაც მოიყვანა: მაგალითად, ფულით საწოლის ყიდვა შეიძლება და არა ძილის; საჭმლის, და არა მადის; წამლის, და არა ჯანმრთელობის; მსახურის, და არა მეგობრობის; ქალების, და არა სიყვარულის; სახლის, და არა ოჯახური კერის; გართობის, და არა სიხარულის; განათლების, და არა გონების... და ამ ჩამონათვალის გაგრძელება, უსასრულოდ შეიძლება.


***


გზის პირას მათხოვარი იდგა და მოწყალებას ითხოვდა. მხედარმა მას გვერდით ჩაუარა, სახეზე მათრახი დაარტყა. მათხოვარმა კი, მას მიაძახა:
— ბედნიერებას გისურვებ.
ერთმა გლეხმა ყველაფერი დაინახა და მას ჰკითხა:
— ნუთუ ასეთი მორჩილი ხარ?

— არა, ეს ადამიანი ბედნიერი რომ ყოფილიყო, მათრახს არ დამარტყავდა — უპასუხა მათხოვარმა.


***


ერთხელ ქმარმა ცოლს უთხრა:
— მე ბევრს ვიმუშავებ და როგორმე ჩვენ გავმდიდრდებით.
— ჩვენ უკვე მდიდრები ვართ, ძვირფასო, ჩვენ ერთმანეთი გვყავს... და როდესმე, ფულიც გვექნება, — უპასუხა ცოლმა.


***


ერთმა ნიჭიერმა მხატვარმა, თავისი ნამუშევრი საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანა. ბევრი აქებდა მის ახალ ნამუშევარს... და მხოლოდ მეწაღემ დაინახა შეცდომა დახატულ სანდლებში.
მოისმინა მისი შენიშვნები მხატვარმა და სასწრაფოდ შეასწორა ნახატი.
ამის შემდეგ, მეწაღე ისე გაამპარტავნდა, რომ იმის ლაპარაკი დაიწყო, რომ წვივი და მუხლიც ცუდად არის დახატულიო და საერთოდ, ფეხი ფეხს არა გავსო…
რაზეც მხატვარმა უპასუხა:
— ნუ განსჯი მეწაღევ, ფეხსაცმლის ზევით!


***


ერთ ფილოსოფოსს ქალიშვილი ჰყავდა. მისი გათხოვების დრო რომ მოვიდა, ორი მთხოვნელი გამოუჩნდა: ღარიბი და მდიდარი. ფილოსოფოსმა შვილი ღარიბს მიათხოვა.

როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ მოიქცა ასე, უპასუხა:
— მდიდარი საქმრო სულელი იყო, და ვიფიქრე, რომ მალე გაღატაკდებოდა. ხოლო ღარიბი, ჭკვიანი იყო — და მე იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში, ის გამდიდრდება.


***


ერთ კაცს მიწის ნაკვეთი ჰქონდა, რომელიც მთლიანად ნაგვით იყო დაფარული, და მისი გაყიდვა გადაწყვიტა. ვინც მიწა იყიდა, ნაგვისაგან გაასუფთავა და იქ, სუფთა, კამკამა წყარო იპოვა. ნაკვეთზე ვაზი და ბროწეულის ხეები დარგა და რაც ადგილი დარჩა, არომატული მცენარეები დათესა. იქვე პატარა კოშკურა ააშენა და საიმედო დარაჯი დააყენა.

გამვლელები, ამ სილამაზეს, გულგრილად ვერ უყურებდნენ და აღფრთოვანებას გამოხატავდნენ. ისე მოხდა, რომ იმ ადგილზე, ნაკვეთის ძველი მფლობელიც მოხვდა. დაინახა რა, თუ როგორ შეიცვალა ნაგვის ბუდე, წამოიძახა:
— ვაი მე! რა ადგილი გავყიდე! რა მადლი და ბარაქა დავკარგე!


***


ხმალი ჰაერში მიფრინავდა, რომ უბედური ადამიანისთვის თავი მოეჭრა.
ეს რომ დაინახა, ენამ უთხრა:
— დაიგვიანე… მე ეს უკვე გავაკეთე, და შენზე უკეთესად.


***


მეფემ თავის მმართველს დაავალა, რომ ყველა სასახლე და მიწები მოევლო და მასთან შობაზე, რაც შეიძლება მეტი მეგობარი დაეპატიჟა.
მმართველმა მართლაც მოიარა სასახლეები და მიწები, მაგრამ მეგობრების ნაცვლად, მისი მტრები დაპატიჟა. როდესაც მეფემ ისინი დაინახა, კინაღამ გული შეუღონდა და გაკვირვებულმა ჰკითხა, თუ რატომ მოიქცა ასე? მმართველმა კი უპასუხა:
— თქვენი მეგობრები, მეფეო, თქვენთან ნებისმიერ დროს მოდიან და თქვენ მათ ყოველთვის სიხარულით ღებულობთ. მაგრამ, როდესაც მტერს შემთხვევით ხვდებით, სახე შავი ღრუბელივით გეღუშებათ. სწორედ ამიტომ დავპატიჟე ეს ადამიანები, რომ როდესაც ისინი თქვენს ალერსიან სახეს დაინახავენ და თქვენთან ერთად, ამ საზეიმო სუფრას მიუსხდებიან — მეგობრებად გადაიქცევიან.


***


ერთ გლეხს სიგელი ჰქონდა, რომელიც თურქულ ენაზე იყო შედგენილი. ის კარგა ხანს ეძებდა ადამიანს, ვინც ამ სიგელის წაკითხვას შეძლებდა! მაგრამ, დიდი ხნის მანძილზე, ვერავინ იპოვა. როგც იქნა, ის ერთ ხანშიშესულ კაცს შეხვდა, რომელსაც ქათქათა თეთრი ჩალმა ეხურა.
— ბატონო, კეთილო ბატონო! — მიმართა მან ჩალმიანს. — ძალიან გთხოვთ, მითხარით, აქ რა წერია?
— არ შემიძლია, შვილო — უპასუხა კაცმა, მას შემდეგ, რაც ქაღალდს დახედა. — არა, არ შემიძლია! ეს ენა არ ვიცი!
— ეს როგორ — თქვენ ჩალმას ატარებთ, კითხვა კი არ იცით?
— თუ, საქმე მხოლოდ ჩალმაშია, აიღე შვილო, — დაიხურე და შენი სიგელი თავად წაიკითხე!


***


ერთხელ, ფრინველები შეიკრიბნენ. მათ ერთმანეთის კრიტიკა და ნაკლოვანებებზე მითითება დაიწყეს. ერთს, ერთი რამისთვის კიცხავდნენ, მეორეს — მეორესთვის... და ყველამ, ვინც რამეში დაადანაშაულეს, შეცდომა აღიარა და გამოსწორების პირობა დადო. მივიდა რიგი გუგულამდეც.
— ეჰ, გუგულო, გუგულო, შენ ყველაზე მეტად უნდა გრცხვენოდეს, შენ ხომ შენს კვერცხებს სხვის ბუდეებში დებ?!
ყველას ეგონა, რომ ის სირცხვილისგან თავს დახრიდა და თავის დასაცავად, ხმას ვერ ამოიღებდა, მაგრამ შეცდნენ. გუგული გაიფხორა და ნისკარტი გააღო:
— დიდი ამბავი! თქვენ მე მსაყვედურობთ, რომ მე სხვის ბუდეებში ვდებ კვერცხებს, ხოლო თევზებს არაფერს ეუბნებით, ისინი ხომ თავიაანთ ქვირითს, საერთოდ, წყალში ყრიან.
— მაგაზე ნუ დარდობ — უთხრა მას ერთმა ხნიერმა ფრინველმა, რომელმაც გუგულის არაერთი ბარტყი გამოჩეკა, — ჩვენ რომ თევზების შვილების გამოკვება გვიწევდეს, მაშინ თევზებსაც მოვთხოვდით პასუხს!


***


კაიროში, მეჩეთის სიახლოვეს, ორი მათხოვარი იჯდა. თითოეულის წინ ჭიქა იდგა ხურდა ფულისთვის და დაფა, რომელზეც ერთს ეწერა: «დაეხმარეთ გაჭირვებულ ებრაელს», ხოლო მეორეს: «მოწყალე ალაჰის სახელით, დაეხმარეთ არაბს, რომელიც ისრაელთან ბრძოლის დროს დაიჭრა».
მეჩეთიდან გამოსულები, დემონსტრაციულად ჩაუვლიდნენ ხოლმე ებრაელს და მონეტებს არაბს უყრიდნენ ჭიქაში.
ერთი ტურისტი, რომელმაც ებრაელის წინ მდგარი ცარიელი ჭიქა დაინახა, მივიდა და უთხრა:
— მომისმინე, წარწერა შეცვალე, თორემ მშიერი დარჩები — დაწერე, რომ არაბი ხარ.
როდესაც ის წავიდა, ებრაელი მეორე მათხოვრისკენ მიბრუნდა და უთხრა:
— გესმის, იზია (ებრაული სახელი)? ეს ტიპი გვასწავლის, ჩვენ კომერციას!


***


ერთმანეთს ორი მეგობარი შეხვდა. ერთი მეორეს უყვება:
— ცოტა ხნის წინ, პატარა სპილო ვიყიდე. ახლა ჩვენი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსა: ის ისეთი საყვარელია, ბავშვებს ზურგით ასეირნებს, ხორთუნით ბუჩქებს რწყავს, სახლშიც გვეხმარება, ცოლს მოსწონს, ბავშვები აღფრთოვანებულნი არიან...
— მომყიდე, — სთხოვა მეორემ.
— არა, არ შემიძლია. ის უკვე ოჯახის წევრივით არის.
— ძალიან გთხოვ, — დაყოლიება დაუწო, ყიდვის სურვილით ანთებულმა მეგობარმა.
— კარგი წაიყვანე!
ერთი კვირის შემდეგ, ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს:
— აბა, რა ხდება? — დაინტერესდა სპილოს ყოფილი პატრონი.
— ყველაფერი ძალიან ცუდადაა: ძალიან ბევრს ჭამს, მთელი ბუჩქები გაგვიგლიჯა, ბავშვები შეშინებულები არიან, ცოლი ისტერიკაშია…
— ჰო, ასეთი განწყობით, შენ სპილოს ვერ გაყიდი — დაასკვნა სპილოს ყოფილმა პატრონმა.


***


ორი ბაყაყი, როდესაც ჭაობი დაშრა, ახალი საცხოვრებლის მოსაძებნად წავიდა. მივიდნენ ისინი ერთ ჭასთან. ერთს დიდ ხანს არ უფიქრია და შიგნით ჩახტა. ხოლო, მეორემ თქვა:
— ამ ჭაშიც რომ დაშრეს წყალი, იქიდან როგორ ამოვალთ?
მორალი: არასოდეს არ უნდა მოკიდოთ ხელი საქმეს, ვიდრე ყველაფერს კარგად არ გაანალიზებთ.


***


გლეხი კვდებოდა და უნდოდა, რომ თავისი შვილები კარგი მევენახეები გამხდარიყვნენ. დაუძახა მათ და უთხრა:

— შვილებო, ერთი ვაზის ძირში, განძი მაქვს დამარხული.
და მოკვდა. ხოლო, იმის თქმა, კონკრეტულად სად იყო განძი, ვერ მოასწრო.

როგორც კი შვილებმა, ყველა წესის დაცვით, მამის წინაშე უკანასკნელი ვალი მოიხადეს, აიღეს ბარები და თავიანთი ნაკვეთი, მთლიანად გადაბარეს. განძი, რა თქმა უნდა, ვერ იოპვეს... სამაგიეროდ, დაბარულ ნაკვეთზე, ყურძნის იმხელა მოსავალი მიიღეს, რომ განძის თანხას, ბევრად აღემატებოდა.
აქედან, დასკვნა: შრომა — განძია ადამიანებისთვის.


imageარხის სხვა სიახლეები:


* ევროკავშირი, შესაძლოა, დაიშალოს – დადებითი და უარყოფითი მხარეები

* პირამიდები წინაეგვიპტურმა ცივილიზაციამ შექმნა... და ამის მტკიცებულება არსებობს

* იდუმალი რასა, რომელიც დედამიწაზე 12 000 წლის წინ გამოჩნდა – უცხოპლანეტელების კვალი დედამიწაზე

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?


0
66
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0