
ერთ განდეგილს ჰკითხეს:
— ამ ყველასაგან მივიწყებულ ადგილზე, მარტო როგორ ძლებ?
მან კი, უპასუხა:
— მარტო არ ვარ. მე თანამოსაუბრე მყავს — ეს ღმერთია. როდესაც მინდა, რომ მელაპარაკოს, — მე ბიბლიას ვკითხულობ, ხოლო როდესაც მე მინდა მასთან საუბარი — ვლოცულობ.
***
მოსწავლეს, რომელიც ყოველთვის, ყველას აკრიტიკებდა, მასწავლებელმა უთხრა:
— თუ სრულყოფილებას ეძებ, სცადე საკუთარი თავი შეცვალო და არა სხვები. უფრო ადვილი ფეხსაცმელის ჩაცმაა, ვიდრე დედამიწს ხალიჩით დაფარვა.
***
მას შემდეგ, რაც ღმერთმა სამყარო შექმნა, ჯერი იღბალზე მიდგა.
— ვისთან წახვალ?
— ჰკითხა მას ღმერთმა.
— წავალ, ყველაზე ზარმაც ადამიანს ვნახავ და მასთან დავრჩები, — უპასუხა მან.
— ეგ როგორ? ქვეყანაზე ხომ ძალიან ბევრი შრომისმოყვარე ადამიანია, შენ კი, ზარმაცთან მიდიხარ?
იღბალმა კი, საპასუხოდ უთხრა:
— შრომისმოყვარე, თვითონ მიპოვის.
***
გულუხვი კაცის ცოლმა უთხრა ქმარს:
— მე არ შემხვედრია იმაზე უფრო უმადური ადამიანები, ვიდრე შენი ძმები არიან. როდესაც შენი საქმე კარგად მიდის, ისინი სულ აქ სხედან, ხოლო როდესაც იღბალი ზურგს გაქცევს, — მაშინვე მიდიან.
ქმარმა მას უპასუხა:
— ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი მეტისმეტად დელიკატურები არიან. მათ არ სურთ ტვირთად დაგვაწვნენ, როდესაც ჩვენ, მათთვის რამის მიცემის საშუალება არა გვაქვს.
***
მოხუცი კაცი სიკვდილის პირას იყო. მან ვაჟიშვილს დაუძახა და უთხრა:
— დრო მოვიდა, რომ ჩემი საიდუმლო გაგიმხილო, რადგან სიკვდილი შორს აღარ არის... ორი რამ ყოველთვის გახსოვდეს — წარმატებას სწორედ მათი წყალობით მივაღწიე: ვინმეს თუ რამეს შეჰპირდები, მიცემული სიტყვა აუცილებლად შეასრულე და მეორე — არასოდეს, არავის, არაფერი შეჰპირდე.
***
აღმოსავლეთში, ბრძენი ცხოვრობდა, რომელიც თავის მოსწავლეებს ასე ასწავლიდა:
«ხალხმა შეურაცხყოფა სამი ხერხით შეუძლია მოგაყენოთ: შეუძლიათ თქვან, რომ შტერი ხართ, შეუძლიათ მონად მოგიხსენიოთ, შეუძლიათ თქვან, რომ უნიჭო ხართ. თუ ასეთი რამ, რომელიმე თქვენგანს შეემთხვა, უბრალო ჭეშმარიტება გაიხსენეთ: მხოლოდ შტერი უწოდებს სხვას შტერს, მხოლოდ მონა ეძებს სხვაში მონას, მხოლოდ უნიჭო, იმას რასაც ვერ იგებს, სხვისი სიგიჟით ხსნის. ამიტომ, არასდროს, არავისგან არაფერი გეწყინოთ და თქვენც ნურავის მიაყენებთ შეურაცხყოფას, რომ უნიჭოს, შტერის, ან მონის სახელი არ დაიმკვიდროთ».
***
ერთმა მმართველმა განდეგილს ჰკითხა:
— ჩემთან რატომ არასდროს მოდიხარ?
მან კი, უპასუხა:
— იმიტომ, რომ, თქვენ ისეთი არაფერი გაქვთ, რისი მიღებაც მე მომინდებოდა... ხოლო მე, არაფერი მაქვს ისეთი, თქვენ რომ დაგაინტერესოთ.
***
მასწავლებელმა თავის მოსწავლეებს ჰკითხა:
— ხეზე სამი ჩიტი ზის, ერთმა გაფრენა გადაწყვიტა. რამდენი ჩიტი დარჩება ტოტზე?
ერთმა მოსწავლეებმა მაშინვე უპასუხეს:
— ორი!
— არა, პასუხი სწორე არ არის — შეეწინააღმდეგა მასწავლებელი, — ისევ სამი იქნება! გაფრენის გადაწყვეტილების მიღება — გაფრენას არ ნიშნავს. ეს უბრალოდ, გადაწყვეტილებაა, და არა ქმედება, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
***
ერთხელ მასწავლებელმა, თავის მოსწავლეებს უთხრა:
— მსოფლიოში არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება.
ამის შემდეგ, მას ერთმა მოსწავლემ ჰკითხა:
— და ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა?
— რა თქმა უნდა, არა — გაიღიმა მასწავლებელმა.
***
ერთი ქურდი დაიჭირეს და მეფეს მიჰგვარეს. მეფემ დამნაშავის სამარცხვინო ბოძზე მიბმა ბრძანა, რომ მისთვის შეფურთხება, ყველა გამვლელს შეძლებოდა.
რამოდენიმე დღის შემდეგ, მეფე ქალაქის მთავარ მოედანზე წავიდა, მივიდა ბოძთან და ქურდს ჰკითხა:
— აბა, არის ქვეყანაზე უფრო დიდი უბედურება, ვიდრე შენ დაგატყდა თავს?
— არის, მბრძანებელო, არის, — უპასუხა მან.
— ასეთი რა არის? — ჰკითხა მას მეფემ.
— ყველაზე დიდი უბედურება ის არის, როდესაც შენთან სტუმარი მოდის და მისი გამასპინძლების საშუალება არა გაქვს.
***
ერთხელ მასწავლებელს ჰკითხეს, თუ რა კრიტერიუმით არჩევდა მოსწავლეებს?
და მან უპასუხა:
— მე ძალიან მოკრძალებულად და თავმდაბლად ვიქცევი. მათ, ვინც ჩემს ამგვარ საქციელზე, გამომწვევად იქცევა, — მაშინვე უარს ვეუბნები. მათ, ვინც მოწიწებას იჩენს, ჩემი თავმდაბლობის მიმართ, ასევე დაუყოვნებლივ — ვეუბნები უარს.
***
დაბადებამდე, ერთი დღით ადრე, ბავშვმა ღმერთს ჰკითხა:
— არ ვიცი, რატომ მივდივარ იმ ქვეყანაში. იქ რა უნდა ვაკეთო?
ღმერთმა უპასუხა:
— მე შენ ანგელოზს გაჩუქებ, რომელიც ყოველთვის შენს გვერდით იქნება და ყველაფერს აგიხსნის.
— მაგრამ, როგორ უნდა გავიგო რას მეტყვის, მე ხომ მისი ენა არ ვიცი?
— ანგელოზი თავის ენას გასწავლის და ყველა უბედურებისგან დაგიცავს.
— შენთან როდის და როგორ უნდა დავბრუნდე?
— შენი ანგელოზი ყველაფერს გეტყვის.
— ჩემს ანგელოზს რა ჰქვია?
— მნიშვნელობა არა აქვს, რა ჰქვია. შენ მას «დედას» დაუძახებ.
***
— ყოველი ადამიანი დედამიწაზე — ვიღაცის პრობლემის გადაწყვეტა, — უთხრა ერთხელ შვილიშვილს ბრძენმა ბებიამ.
ბავშვს ძალიან გაუკვირდა ეს რომ გაიგო.
— შენ — ვიღაცის პრობლემის გადაწყვეტა ხარ, — გაიმეორა ბებიამ. და განუმარტა:
— ნიჭი, რომელიც შენ მოგეცა, შეიძლება, ყველას არ სჭირდება, მაგრამ ის, უეჭველად, ვიაცისთვის აუცილებელი არის — შენი ღიმილი, შენი სიყვარული, შენი ძალა...
***
ერთხელ, ერთმა ადამიანმა მეფეს საჩუქარი მიუტანა. მაგრამ, ამ საჩუქარმა მეფე არ გაახარა, პირიქით — დაამწუხრა.
— რამ დაგაღონათ? — ჰკითხეს მეფეს ქვეშევრდომებმა.
მან უპასუხა:
— როგორ არ უნდა ვწუხდე? ამის შემდეგ, როგორიც არ უნდა ძვირად ღირებული საჩუქარი ვაჩუქო ამ ადამიანს, ის ჩათვლის, რომ მე ამას, მისი მიერ მორთმეული საჩუქრის გამო, მადლიერების ნიშნად ვაკეთებ — მეფემ, იმაზე ადრე უნდა აჩუქოს საჩუქარი, ვიდრე მას აჩუქებენ...
***
წმინდანთან ჩვეულებრივი ადამიანი მივიდა და ცხოვრებაზე წუწუნი დაიწყო:
— ჩემი ცხოვრება გატეხილ სარკეს ჰგავს! ჩემს სულს ცოდვის ლაქებით არის დასვრილი! შეიძლება მქონდეს რამის იმედი?
— დიახ, — უპასუხა წმინდანმა, — ნამსხვრევების შეწებებაც შეიძლება და ლაქების წაშლაც.
— როგორ?
— პატიებით.
— ვის უნდა ვაპატიო?
— ყველას: მეზობელს, მეგობარს, ცხოვრებას — და განსაკუთრებით, საკუთარ თავს.
— ეს როგორ უნდა გავაკეთო?
— უნდა გააცნობიერო, რომ დამნაშავე არავინაა.