x
მეტი
  • 26.07.2025
  • სტატია:143540
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515475
უნიკალური ლიმუზინი VW Beetle, მეტსახელად Rollswagen, აუქციონზე გაიყიდება
უჩვეულო Volkswagen Beetle აუქციონზე გაიყიდება აგვისტოში კალიფორნიაში. შავი ფერის უნიკალური ლიმუზინი 150 000 – 200 000 დოლარადაა შეფასებული - თანხა, რომელიც ნებისმიერი „ხოჭოსთვის“ პრაქტიკულად მიუღწეველი მაჩვენებელია.



image



ავტომობილი 1969 წელს შეიქმნა სარეკლამო მიზნებისთვის Volkswagen-ის ამერიკული ფილიალის დაკვეთით. პროექტი განახორციელა კალიფორნიულმა სახელოსნომ Troutman-Barnes, რომელიც ცნობილია სარბოლო მოდელებით Chaparral და Scarab, ასევე სპეციალურად გადაკეთებული Porsche-ებით.



image




საფუძვლად გამოყენებული სტანდარტული ორკარიანი „ხოჭო“ შუაზე გაჭრეს და ერთი მეტრის სიგრძის დამატებითი ჩასანერგი კონსტრუქციის მეშვეობით გააგრძელეს. დაამატეს დამატებითი წყვილი კარი ელექტროწამოწევადი მინებით. უკანა სავარძლებზე მჯდომებს უკვე თავისუფლად შეეძლოთ ფეხების გაჭიმვა; ინტერიერში დამონტაჟდა ასაკეცი სკამები, მინი ბარი გასაშლელი მაგიდით, გამყოფი კედელი და ინტერკომი კომფორტისა და კონფიდენციალურობისთვის.



image



სალონი წითელი ხით მოაპირკეთეს, გაუმჯობესდა ხმის იზოლაცია, ხოლო აღჭურვილობა გაფართოვდა: დამონტაჟდა Philips-ის აუდიო სისტემა ხუთი დინამიკით და კასეტების დამკვრელით, რომელიც მოგვიანებით Kenwood-ის CD-ჩეინჯერმა ჩაანაცვლა.



image



გასაკვირია, რომ „გრძელმა ხოჭომ“ შეინარჩუნა დონორის მექანიკური გადაცემათა კოლოფი. რაც შეეხება ძრავას, საწყისი 1.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავის ნაცვლად გამოიყენეს უფრო ძლიერი, 1.6-ლიტრიანი Volkswagen-ის ძრავა Weber-ის კარბურატორებით, რაც აუცილებელი იყო ავტომობილის 181 კილოგრამით გაზრდილი წონის დასაბალანსებლად.



image



Porsche-Volkswagen-ის დასავლეთ სანაპიროს დილერის, ჯონ ფონ ნეიმანის მონაცემებით, ავტომობილის გადაკეთება გერმანელებს 34 500 დოლარი დაუჯდათ. ეს იმ დროისთვის 17 სტანდარტული „ხოჭოს“ ფასს შეადგენდა, რადგან თითოეული მაშინ დაახლოებით 2 ათას დოლარად იყიდებოდა.



image



მეტსახელად Rollswagen, გრძელი „ხოჭო“ მოგვიანებით მუშაობდა ბევრ საზეიმო ღონისძიებაზე და, როგორც ამბობენ, 1970 წელს მსოფლიო კინოს ლეგენდა ჯონ უეინი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე მიიყვანა.



image



image



image



image



ასევე დაგაინტერესებთ:

10 საიმედო ავტომობილი, რომელიც მინიმალური მოვლით 20 წელი გაძლებს

სილამაზე და ფუფუნება: 7 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი 2025 წელს

როგორ გამოიყურებოდა ლუი მატარის კადილაკი, 1947 წლის ავტომობილი, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი

10 უკიდურესად იშვიათი მანქანა, რომელსაც გზაზე ვერ შეხვდებით

„პატარა ნაძირალა“ – ჯეიმზ დინის სიკვდილის მომტანი მანქანა


0
96
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
96