x
მეტი
  • 26.07.2025
  • სტატია:143540
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515475
შემოსავლების დამალვა, ჩრდილოვანი ეკონომიკა საქართველოში

წერტტ

ახლა მსურს შევეხო იმ საჭირბოროტო პრობლემას, რომელიც ქვეყანაში ყველანაირი მანკიერების წახალისებად მიმაჩნია. კონკრეტულ ფირმას და კონკრეტულ საკითხს ეხება, სხვა ფართო მასშტაბებზე რომ არ გავიჭრეთ და არ ავირიოთ.
მოკლედ ეს საწარმო საქართველოს დედაქალაქში არსებობს და მას აქვს ფილიალები ქუთაისში და კიდევ სადღაც, ნუ ამ მასშტაბის ავეჯის საამქროა, რომელიც ერთი დღე არ ჩერდება, მით უფრო იგებს ტენდერებს და მთელი შემოსავლების სამსახურის სერვის დესქები, სულ ამათი დამონტაჟებულია ისეთ მასშტაბებზე არიან გაჭრილები. მაგრამ, მაგრამ ბევრია ერთზე ვჩერდებით, რაშია პრობლემა. აღნიშნული ფირმა მალავს თანამშრომლებზე გაცემულ ხელფასებს, ბუღალტრულად გაუტარებს სადღაც საცოდავ 333 ლარს თვეში, კონტრაქტში უწერია გამომუშავებაზე ჰყავს აყვანილი თანამშრომელი და სინამდვილეში მას ხელზე უხდის 2000 ლარამდე თანხას, ჩნდება კითხვა რატომ?
პასუხი მარტივია, იგი სახელმწიფოს ფინანსთა სამინისტროს უმალავს რეალურ შემოსავლებს, რაში აწყობს აჩვენოს რომ ამ ერთმა კონკრეტულმა თანამშფრომელმა თვეში დაამზადა 2000 ლარის ფარგლებში პროცენტის მიმღები მაგიდის ზედაპირები, ან სამზარეულოს ავეჯის ნაწილები, ან შეასრულა მონტაჟი სხვადასხვა რეგიონში მათ შორის ქალაქგარეთ.
მეტიც, ეს ფირმა მალასვ რეალური დასაქმებულების რაოდენობასაც, ალბათ რომ მივიდეთ შემოწმების მიზნით უმეტესობაზე იტყვის სტაჟიორიაო, როცა ურიცხავს თვეში 19 ლარს და ხელზე აძლევს 1000 ლარს. ახლა ვიკიტხავთ ის დასაქმებული რა სარგებელს ნახულობს ამით? დიახ სარგებლობს, უმეტესობა საოციალურად დაუცველადაა გაფორმებული, უმეტესობა არიან ცოლს გაშორებულები და ალიმენტის არიდების მიზნით-შესანიშნავი ხელშეწყობა აქვთ ფირმის მფარველობით, ვერასდროს დაეკისრებათ საარსებო მინიმუმზე მეტი. ასევე ქვეყნის ეკონომიკა ზარალობს და მიჩნდება პროტესტის გრძნობა, რას აკეთებს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის სამსახურის ტანამშრომელი? ყველა ობიექტზე რომ აქვთ გამოკრული თავიანთი ვინაობა, ახლა მე უნდა ვიწანწალო, მივიდე ამ ფირმაში და უნდა მოვიძიო ამ აგენტის სახელი და გვარი? ვტქვათ მოვიძიე რას ვცვლი? ყოველ თვე ან ყოველ კვარტალში მიდის შემოწმებაზე და დარღვევას ვერ ნახულობს, ასეთ დროს უნდა მოხდეს ქრონომეტრაჯი, ადგილზე დაკვირვება ანუ შესვლა, რომ ციან დაცხრებიან ხოლმე 15 სპეციალისტიტ, მაგრამ რატომ არ ხდება ამ ფირმის შემთხვევაში ასე? ვინ "კრიშავს" ასეთი? რამდენს იღებს თვალის დახუჭვის საზღაურს ეს კონკრეტული თანამშრომელი? მოკლედ ერთ დღეს ნამდვილად მოვიცლი ამ ფირმისათვისაც, სწორედ ამიტომ ვეძებ იურისტთა მოხალისე ჯგუფს, ადამიანს საკუთარი სიმართლე რომ ვერ დაგიმტკიცებია, ძალიან რთულია და ჩრდილოვანი ეკონომიკის ხელშეწყობა საჯარო მოხელის მხრიდან კორუფციული დანაშაულია და ამაზე თვალს არც ერთი ნორმალური ადამიანი არ უნდა ხუჭავდეს.
პ.ს მომწერეთ ნებისმიერმა ადამიანმა ვინც საკუთარ სიმართლეს ვერ ამტკიცებთ მსგავსი კორუფციული გარიგებების გამო, ერთად ვიბრძოლოთ ხარვეზების გამოსასწორებლად, ყველაფერი მიღწევადია...

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:ბერდია წიპწაური
ბერდია წიპწაური
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0