x
მეტი
  • 26.07.2025
  • სტატია:143540
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515475
კორუფცია

ყუჰ

საქართველოში ქონების ეროვნული სააგნეტო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებობს და მათ შესახებ ვკიტხულობთ:"სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიზანია დააკმაყოფილოს და გააუმჯობესოს კერძო სექტორის წარმომადგენლების და მოქალაქეების მომსახურება."ასე ნაწერით ისე ლამაზი და კარგი შინაარსისაა არანაირი შენიშვნა არვ არსებობს არც მართლწერასა და არც ლექსიკურ წყობაში. მაგრამ რეალურად რომელ მოქალაქეებს ემსახურება აი აქაა ძაღლის თავი დამარხული, რომელი მოქალაქეა ამ სააგენტოსათვის პრიპრიტეული და საერთოდ პრიორიტეტებს რის საფუძველზე საზღვრავენ არ ვიცი, როცა საქარტველოს კონსტიტუციით ყველა ადამიანი თანაბარი სამართლებრივი უფლებით სარგებლობს, ისევე როგორც თანაბარი სასამართლოს უფლება და ა.შ. აქ არ წარმოგიჩენთ თუ რაოდენ კარგად ვფლობ კანონმდებლობებს, იქნება ეს ადმინისტრაციული, სამოქალაქო, სანივთო თუ კონტიტუცია.

ვსაუბრობთ ქონების ეროვნულ სააგნეტოს და კერძოდ საქართველოს დედაქალაქში არსებულ სახელმწიფო ქონებაზე, რომელიც საჯარო რეესტრში გაფორმებულია სწორედ რომ ქონების ეროვნულ სააგენტოზე, მათი უმთავრესი მოვალეობაა სახელმწიფო ქომნების ჯჰეროვნად განკარგვა და რაც მთავარია სარგებლის მომტანობა, აბა ხელფასს სილამაზისათვის რომ იხდიდნენ მილიონერი ვიქნებოდი... ნუ ეს სუბიექტური შეფასებაა.
მოკლედ, ძლებია ვიკვლევ ამ სააგენტოს საქმიანობის არსს და ვცდილობ რაიმე დადებითი ნიშანი ვიპოვნო მათ სასიკეთობაში, მაგრამ ვერ ვხედავ, გამოვლინდა ნეპოტიზმი და მიკერძოებულობა. კერძოდ: 5 წლის წინ სადღაც 5 ობიექტის შეძენა მოვითხოვე თბილისის მასშთაბით, ყველა ეკუთვნოდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ამ ხუთი ობიექტიდან 2 აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რო იცხოვრებოდა, ერთი კეთილმოწყობილი ბინა 3 ოტახიანი მეორე სართული და ერთიც 1 სართული, კომერციული ფართი. ორივე ობიექტი მოიკვლია ქონების ეროვნული სააგნეტოს კონკრეტულმა თანამშრომელმა და მომწერა პასუხი: იქიდან გამომდინარე, რომ უკანონოდ არის დაკავებული აღნიშნული შენობა, სააგენტო მოკლებულია მისი განკარგვის შესაძლებლობას. რის შემდეგაც მოვითხოვე მეც მასე უფასოდ ვეცხოვრებინე, ჩემს მიერ მოტხოვნილ ფართში, რაზეც კვლავ უარი მივიღე. აგერ 5 წელი გავიდა და უფასოდ ცხოვრობს ხალხი (ოჯახები) ამ სახელმწიფოს კუთვნილ ბინებში და მე ისევ უსახლკარო დავიარები, როცა გახლდით კეთილშობილი, პრივატიზაციის მომთხოვნი, აუქციონის სახით ვითხოვდი ბინის და თუნდაც იმ 4 ფართის შეძენას, რომელთაგან ერთზე კონკრეტული საკადასტრო აზომვითი ნახაზიც კი წარვადგინე და უარი მტკიცეს, მერე მომახსენეს, რომ მთლიან 4500 კვ/მ -ს ასხვისებდნენ და შედეგი 0. ამ ჩემი ექსპერიმენტებიტა და მრავალი განაცხადების წერით მათ შორის 3 წლის წინაც, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არის შერჩევითი სამართალი, ნეპოტიზმი და ადამიანთა არათანასწორუფლებიანობის წახალისება, ვინ უნდა იზრუნოს გამოსახლებაზე უკანონოდ დაკავებული შენობიდან მე ერთმა მოქალაქემ? ამ დროს სხვებმა ხელფასები იღონ - ვითომ არ იციან აღსრულების ეროვნული სააგენტო სადაა, მით უფრო აგერ დღეს აქტიურად მიმდინარეობს გამოსახლების პროცედურა თვალჭრელიძეზე, ადამიანს რომელსაც არ აქვს საშუალება იურისტი დაიქირაოს, ასე იოლია უგულებელჰყოთ? გავა დრო და მსგავს მიკერძოებებს არ აქვს ხანდაზმულობის ვადბეი, დოკომენტაცია არსებობს და შეუძლია გამომეხმაუროს ყველა სამართლის მოყვარე იურისტი.

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:ბერდია წიპწაური
ბერდია წიპწაური
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0