ქალი ეგოიზმი 24 ივლისი, 19:00 ერიხ ფრომის ნაშრომი "სიყვარულის ხელოვნება" საოცრად განმარტავს ადამიანის შფოტვების მიზეზებს, თუ რა გარემოში გაიზარდა და აღიზარდა პიროვნება სწორედაც რომ ამ შფოთვების წარმოქმნის წყაროა, ასევე ამავე ფრომის მიერ საოცრად კარგადაა განმარტებული ნარცისი დედების ტიპები. დედის არსი თავიდანვე უნდა იყოს შვილის აღზრდა მასზე ზრუნვით, რადგან ის უსუსურია, ხოლო მისი ზრდასრულობის პერიოდში ჯანსაღი ფსიქიკის მქონე დედა ტავად უნდა მიილტვოდეს შვილისაგან განცალკევებისაკენ ( აქ არაა განცალკევება განხილული ისე, თითქოს სახლიდან უნდა გააგდოს ან გულიდან ამოიძირკვოს მისი სიყვარული) აქედან გამომდინარე ადამიანის ქმედებები დიდწილად დამოკიდებულია მშობლების ურთიერთდამოკიდებულებას ამ ადამიანის მიმართ, თუ დედა მკაცრი გახლდათ და მუდმივად მომთხოვნი ასეთი ადამიანები გამოირჩევიან ფსიქოლოგიური პრობლემებით, ის ფაქტი, რომ ადამიანს შეუძლია ოჯახი უყვარდეს-აუცილებლად არ განაპირობებს, რომ მას სხვისი სიყვარული შეუძლია. ფროიდი ფსიქიატრიული კუთხით განიხილავდა ნარცისიზმს.საოცრად კარგად განმარტავს ერიხ ფრომი ეგოისტი ადამიანის ცნებას, მას არამცთუ უყვარს საკუთარი თავი არამედ უფრო მეტწილად სძულს. მეს სიყვარულით გამოწვეული ნაკლებობის-შედეგია ეგოიზმი. ეგოისტს სურს ყველაფერი მხოლოდ საკუთარი თავისათვის. მსჯელობს ყველაზე და ყველაფერზე მომხმარებლობის კუთხით. ეგოიზმი და საკუთარი თავის სიყვარული ერთმანეთს უპირისპირდებიან.აქედან გამომდინარე ეგოისტი ადამიანის ზრახვები და ფიქრები არ ემსახურება საკუთარ თავისადმი სინაზეს და მზრუნველობას.იგი ცარიელი და იმედგაცრუებულია, უნაყოფობას განიცდის, სძულს კიდეც საკუთარი თავი. იგი ცდილობს დაფაროს საკუთარ თავზე ზრუნვისადმი კრახი. გარე სამყაროზე გამორჩენის მიზნით ფიქრობს. ეგოისტი ადამიანი გადაჭარბებულად მზრუნველ დედას გავს. მას შეგნებულად სჯერა, რომ საკუთარი შვილის მოყვარულია, რომელიც იმიტომ ზრუნავს შვილზე, რომ აანაზღაუროს მისი სიყვარულის უუნარობა. ეგოიზმის ბუნების თეორიას ფსიქოანალიტიკური კვლევა ადასტურებს. დეპრესია, დაღლილობა, კრახი პირად ურთიერთობებში და ა.შ-ასეთი ტიპის ალტრუისტი. ასეთი ადამიანი სხვისთვის ცხოვრობს და არა საკუთარი თავისადმი. ის ცხოვრებისადმი მტრულადაა განწყობილი, მისი ალტრუიზმი თუ განიხილა ყველაფრის საწყისად, შეიძლება განიკურნოს ეს უნაყოფობა. ალტრუისტული ფასადის უკან ეგოცენტრულობა იმალება. ალტრუიზმია-დედის მიერ შვილებზე ზემოქმედებაა. დედის მოლოდინების გამართლებაზე მოწადინებული შვილები, დედის თვალით ხედავენ სამყაროს, ალტრუისტი დედის ზეგავლენა ეგოისტი დედის ზეგავლენას უტოლდება. ბავშვები შფოთვით გამოირჩევიან და დედის მოლოდინების გაუმართლებლობის შიშით. ასეთი შვილები დედისგან სწავლობენ სამყაროს სიძულვილს. ვალდებულების ქვეშ არიან:იმედები არ გაუცრუონ დედას.მოკლედ, ბევრი რომ არ ჩავუღრმავდეთ ამ ხედვებს, ნარცისი დედების შვილები უმეტესწილად ფსიქოლოგიური პრობლემებით გამოირჩევიან და ის ფაქტი, რომ ადამიანი არის მარტო და აგდებულად იუყურებს ქალისა და მამაკაცის უღიერთობებს პლიუსი კი არაა მათთვის, ეს მათი უუნარობის გამოძახილია. უბედურები არიან და სიტყვიერად ამას ყველას ხომ არ გამოუცხადებენ, ასეთი ადამიანები როგორც ეგოისტებს ახასიათებთ ცხოვრობენ მატერიალური სარგებლის მოპოვების სურვილით და მეტიც ხშირად მსგავსი სურვილი მათში ინიცირებულია ოჯახის მიერ, იქნება ეს დედა- მამა თუ დეიდა. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ხომ ერევიან ამ ადამიანის ცხოვრებაში, არადა ჯერ კიდევ კანტი წერდა, არასდროსაა გამართლებული სხვა ადამიანი გამოიყენო შენი მიზნების მისაღწევად, მაგრამ დღეს-დრეობიტ ასეთი ჭკუა ნარღრძობი ბევრია და ადამიანიც მექანიკურად მისდევს ჩვეულებას, ოჯახი წმიდაა, სხვა შენს საწინააღმდეგოდ გიბიძგებს დამოუკიდებლობისაკენ, მას შენტვის ცუდი სურს, რას ამბობ ეკონომიკური ხასიათის გადაწყვეტილებები დედის და ოჯახის გარეშე როგორ უნდა მიირო? გაიხედე რა დაემართა შენს მეგობარს-დედას რომ არ დაუჯკერა? შენც ისე გინდა დაგემართოს? ასეთი ირიბი და ღია მუქარებიტაა, რომ ვხედავთ ქალაქში ტიპებს რომლებსაც ვხედავთ აცვიათ მანქანა, მაგრამ მათ სახეს ბედნიერების ნიშან-წყალი არ ამჩნევია... სიყვარულის არ მცოდნეები, თუ ტავად არ ისწავლიან როგორ უყვარდეთ სხვა, რომ სიყვარული იმგვარის ახის ზრუნვაა, რომ გინოდდეს შენი საყვარელი ადამიანი განვიტარდეს, წარმატებული იყოს, არა შენთვის, არამედ საკუთარი თავისათვისვე, ვისთვისაც უცნობია მსგავსი მცნებების მართებულობა, ასეთები უკვე გამოირჩევიან ბედნაცვალობით, ანუ გაშორებული არიან მეუღლეებს, ან შეყვარებულებისაგან მიტოვებულობას განიცდიან და დეპტრესიაში არიან, მაგრამ დეპრესიული ასეთი დედის აღზრდილი ადამიანი ისედაცაა, ამიტომ რაიმე სახის სიგიჟეს ამ პიროვნების მიერ ჩადენილს, ნუ მიაწერთ ხოლმე მის ყოფილს....იმკურნალეთ ხალხნო, მით უფრო ასეთებს ფული არ გაკლიათ, საოჯახო თერაპიებზე უნდა იაროთ დედა-შვილებმა, რომ გაიგოთ სხვა ადამიანი თქვენი გუნდის მტერი არაა!!!10 შეფასება არ არის
|