საზოგადოება „ნოსტე აგრო“-ს კიდევ ერთი ახალი ფილიალი გაიხსნა! 24 ივლისი, 17:42 ![]() ![]() ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, პირველ ოც იღბლიან მომხმარებელს, საჩუქრად გადაეცათ 50₾-იანი სასაჩუქრე ვაუჩერი. აღნიშნულ ფილიალში მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს ყოველდღიურად ახალი ქათმის/ღორის/ძროხის ხორცპროდუქტების, გაყინული ზღვის პროდუქტები და თევზეული, რძის ნაწარმი, კვერცხი, ბურღულეული, საწებლები, კონსერვები, ქართული სუნელები, მინერალური სასმელები, პურ-ფუნთუშეული, სხვა. ![]() ![]() ნოსტეს ქათმის ხორცპროდუქტების გამორჩეულ გემოს და კვებით ღირებულებებს განაპირობებს ფრინველისთვის მიწოდებული ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი ნატურალური საკვები. რაციონში არ ხდება არანაირი ცხოველური ცხიმების დამატება, რაც თავის მხრივ გამორიცხავს ანტიბიოტიკების გამოყენების საჭიროებას და უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტების შესაბამისი მაღალი კვებითი ღირებულების ხორცპროდუქტის წარმოებას. ![]() ![]() ნოსტეს ფრინველის საკვები არის სრულად მცენარეული - საიდანაც ძირითად ნაწილს სიმინდი წარმოადგენს, ხოლო რაციონის მცირე ნაწილი შედგება სხვადასხვა მარცვლეულისგან რომლებიც მდიდარია მცენარეული ცილებით, მაგნიუმით, რკინით და B ჯგუფის ვიტამინებით. აღნიშნული წარმოადგენს ბიოლოგიურად სუფთა ხორცპროდუქტის წარმოების გარანტს. სწორედ მომხმარებლებისათვის მაღალი ხარისხის და უსაფრთხო პროდუქციის მიწოდებისათვის კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობისა და კონტროლის მსოფლიო სისტემა HACCP. სურსათის კონტროლის მექანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირება მომხმარებლისათვის ჰორმონალური და გენმოდიფიცირებული დანამატებისაგან თავისუფალი პროდუქციის მიწოდების გარანტიაა. ![]() ![]() კომპანიამ „ჯი პი პი“-მ ქართული ქათმის ხორცპროდუქტების წარმოება 2019 წელს კასპში - სოფელ ნოსტეში დაიწყო, რასაც დაუკავშირა სავაჭრო ნიშნის დასახელება „ნოსტე“. ნოსტეს მეფრინველეობის საწარმოები ქ. კასპში 50 ჰექტარზეა განლაგებული, ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე (სოფლები: მეტეხი, ბარნაბიანთკარი, ახალქალაქი, ნოსტე, კავთისხევი), სადაც ბროილერის ჯიშის მეხორცული ქათმები იზრდება. კომპანია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ და კომპლექსურ საწარმოებს ფლობს, რომელიც წარმოების სრულ ციკლს ახორციელებს. საწარმოები სრულად აღჭურვილია ავტომატიზებული დანადგარებით, რაც უზრუნველყოფს ფრინველის ზრდისთვის საჭირო სუფთა და ჯანსაღ გარემოს. მეურნეობის ინფრასტრუქტურა მოწყობილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების თანამედროვე მანქანა-დანადგარებით, შედეგად წარმოების ყველა პროცესი ხორციელდება მოდერნიზებული მეთოდებით. ![]() ![]() R 10 შეფასება არ არის
|