ქალი და მამაკაცი გამოუწვავი ნედლი თიხა, ოჯახური პრობლემები 24 ივლისი, 14:52 შემდეგ ცხოვრება კალაპოტში ცადგა, გაუნელდა ქიშოს მეუღლის მიმართ ლტოლვა/ვნება. რადგანაც სულ სახლში ეგულებოდა თავი არხეინად დაიგულა, კვლავ ძმაბიჭებზე გადაერთო და რადგან გამოუცდელი მეუღლე მის სულიერ ტკივილებს ვერც ხვდებოდა და ვერც გაიგებდა, კვლავ სიცარიელით, ინსტიქტებზე დაყრდნობით მოქმედებდა, ხალხის ტვალში მუდამ მობილიზებული და ჭეშმარიტი ვაჟკაცი იყო, თუმცა იყო მომენტები, როცა საოცარ მონატრებას გრძნობდა, უსამართლობად მიაჩნდა გარდაცვლილი ძმა და ვერაფერს კი გახდებოდა უკვე მომხდარ საშინელებასთან. ფიზიკურად ჯანმრთელი და ძლიერი იყო, სახლში თუ მეგობრებში ხალისიანი და მუდამ მომღიმარი. ამიტ ნიღბავდა შინაგან უწესრიგობას, შიშებსა და კონფლიქტებს საკუთარ თავთან. გული აპროტესტებდა არსებულ პირობებს. ხანდახან დედის ადგილზე წარმოიდგენდა თავს, თუ რაოდენ დიდი კაეშანი უბორკავდა გულს. მათ შორის მაინც უფსკრული იყო თომასთან რამოდენიმე ყოფით საკითხებზე უწევდა საუბარი. კაციც თვლიდა, რომ არაფერში ზღუდავდა შვილს და უმთავრესი ეს იყო. ქიშო არ იყო დამოუკიდებელი პიროვნება. არც ბევრი ნატვრა და ოცნება გააჩნდა, რომ გამალებით ეღვაწა მათ შესასრულებლად, იტყოდა მანქანა - არის მანქანა, იტყოდა ბინა- არის ცალკე ბინა და ა.შ. ქიშო გამოუცდელი იყო, სიძნელეები არასდროს მარტოს არ გადაულახია, თომა რისთვის ჰყავდა ერთი ზარი და მოგვარებულია. არ ვიცით ეშმაკი, როდის გადაიბირებს ადამიანს თავისკენ, მით უფრო ლოცვის მადლ მოკლებულ ახალგაზრდას, ქიშოს ერთი თავქარიანი, ქარაფშუტა გოგო გადაეკიდა, გარეგნულად და ცხოვრებითაც უნაკლო ბიჭის მონადირება გადაწყვიტა. ადვილი გამოდგა ალალი ბიჭის ცდუნება, ერთ შეხვედრას მეორე მოჰყვა, ქიშომ თავი დაკარგა. პროფესიონალი კახპა vs უმანკო მზეთუნახავი ცოლი. ოჯახურ რირებულებებს გადაძლია გარყვნილებამ, ქიშოს ვიზიტები და ვოიაჟები იმდენად გახშირდა, ამ ამბავმა არ დაახანა და მისმა ორსულმა ცოლმაც შეიტყო. წარმოუდგენელი და ერთობ დამამცირებელი აღმოჩნდა ეს ღალატი მისთვის, ის ფაქტი, რომ კაცი რომლისგანაც შვილს ელოდები - გღალატობს, თან რა პერიოდში, სულ რაღაც რამოდენიმეთვიანი თანაცხოვრების შემდეგ, ასე მალე მობეზრდი, უინტერესო და უსარგებლო გახდი მისთვის. გოგონა სიგიჟის ზღვარზე დადგა… სულიერი ფასეულობების არ არსებობა, როდისრაც იჩენს თავს, ეს გახლავთ უწონობის მდგომარეობა, როცა არ იცი როდის ჩამოვარდები ძირს. გარემო პირობები დიდ როლს ასრულებენ ადამიანზე, ტუმცაღა ოჯახს ლომის წილი მიუძღვის ამაში. სიტბოს, გახსნილობის, გულახდილი საუბრების ნაკლებობა, მცდარ ნაბიჯებს ადგმევინებს ადამიანს. კი საზოგადოდ აღიარებული ფაქტია: საკუთარ შეცდომებზე უკეთ სწავლობო, მაგრამ არც ესაა მთავარი. გამოცდილი ადამიანის ნააზრევი ყოველთვის ახდენს გავლენას ჯერ კიდევ ნედლ გამოუწრთობ თიხაზე. როცა ტიხა საკმაოდ გამომშრალია, გამოწრთობილია მაშინ იწყებს საამურ მღერას, მაშინ გამოსცემს საკმაოდ მჟღერ ხმას, ეს ადამიანის მოხუცებულობაა. ხოლო ნორჩ გულს სჭირდება მკაცრი მესაჭე, მიმართულების მიმცემი და მყისიერი გზამკვლევი. ახალგაზრდობა ის მოციმციმე ლამპარია, რომელიც ქარის მსუბუქ წამოქროლებაზე ისე უცბადვე ჩაქრება, როგორც აენთო, ზომიერების დაცვა ყოველთვის არსებითი პრობლემაა. ძნელია ცხოვრება არსებობისათვის, როცა არ გაგაჩნია აღმაფრენის სურვილი, გაუფასურებულა შვილის მოლოდინით განცდილი სიხარული და ა.შ. ასე ქიშო 23 წლის ხის სახლში მარტო, ყველასგან შერცხვენილი/უარყოდილი. კი, ბიჭებში ჩაეთვალა, მერე რა კაცმა ცოლს უღალატა. მაგრამ ძმაკაცებმა მაინც ნიშნი მოუგეს:”შორს შეტოპე და ახლა?”. ახლა ქიშოს მეურლის მიმქრალი სიყვარულის ნაცვლად ადარდებდა დაუბადებელი ბავშვი. საზოგადოება კიცხავდა მას, ეს დიდი ზეწოლა იყო მისთვის. სახლშიც მამა თითქოსდა ნიშნისმოგებით მიანიშნებდა : ვის არ გაუვლია ქალებში, მაგრამ ასე? ოჯახი სიწმინდეა მისი მოშლა სიკვდილის ტოლფასია. რანაირად მოუბრუნდებოდა დამცირებულ მეუღლეს გული მასზე? ამ ადრეულ ტკივილს ცდილობდა ვერ იკავებდა, მასაც სიკვდილი უნდოდა. მომავალი დედობა დანდობილ მოქმედებას კარნახობდა, მაგრამ იმდენად ძლიერ უყვარდა ქმარი, სწორედ ეს გრძნობა უმატებდა საშინელ გულისტკივილს, არჩევანში შეცდა, სახალხოდ შერცხვა, საზოგადოებრივი აზრი არ ასვენებდა, მით უფრო არც აღზრდა აძლევდა მსგავის ღალატის პატიების უფლებას, ეს მართლაც გაუმართლებელია-მეორეხარისხოვან არსებად წარმოჩენილი ადამიანის ხვედრი-აუტანელია.მეორე მხრივ კი არაერთგვაროვანი, მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ თომას ცოლი ამ ამბავს სხვაგვარად უყურებდა და უემოციო დამოკიდებულება ჰქონდა ქმრის მორიგ საყვარელთან. ადამიანი შემდგარი პიროვნება უნდა იყოს, რათა მან შეძლოს და დაძლიოს მთელი რიგი წინააღმდეგობები, რასაც ცხოვრება უმზადებს, ყოველი ნაბიჯის გადადგმის დროს, მობილიზებაა საჭირო. რათა არ შეცდე, არ შეგაცდინონ, ცდუნებას აყოლილი ადამიანი გვიანღა მოდის გონს, ბევრი ცხოვრებას რადიკალურად ცვლის და ხელახლა იწყებს ძველის შენებას, ზოგს კი ისეთი ეფემერული წარმოდგენა აქვს სიცოცხლეზე, არაფრად მიაჩნია თავისი არსებობა ამ ქვეყნად. ზოგადად ეს შეგრძნება ყველა იმ ადამიანში ღვივდება ვინც ნაკლებად აფასებს წარსულს, ეროვნული სულისკვეთება გამქრალა მასში ღვივის მხოლოდ ცხოველური გართობის, აღვირახსნილობისა და აწმყოდან განრიდების ხერხების ძებნის სურვილი. წამალდამოკიდებულება სხვა რაა, თუ არა ადამიანის პროტესტი სააქაოს. იგი პროტესტს უცხადებს თავად ღმერთს, შემოქმედს საყვედურობს მის მოვლენაში შეტანილი წვლილისათვის. დაუპირისპირდე ერთადერთ მართებულ არსს, უკუაგდო რწმენა, რელიგია აზრს უკარგავს არსებობას. აქ წამოიჭრება შექსპირისეული ფრაზა:”ყოფნა არ ყოფნა, საკითხავი აი ეს არის!”. ბევრისთვის ყოფნა ნიშნავს დიდ საჩუქარს, ღვტიურ მადლს და ცდილობს რაც შეიძლება მეტი დრო გამოჰგლიჯოს სიკვდილს ხელიდან, რათა საფუძვლიანად განვლოს ის ხანი, რასაც ღმერთი უბოძებს. თვითმყოფადობის შეგრძნების დაკარგვას ადამიანში სასოწარკვეთილება იწვევს, დრო როცა ვერ ეგუები, სიამაყე არ გრთავს ნებას მოითმინო ის ყოფა რაც შენივე ქმედებამ განაპირობა. პროტესტის გრძნობა მძაფრდება: რატომ მე, ეს მე რატომ უნდა დამმართნოდა? ამავე დროს ერთბაშად იღვიძებს თვითკრიტიკა, რაღაც მომენტში მოპირდაპირე მხარის პოზიციიდან შეძლებ დაინახო მომხდარი და როცა აანალიზებ თუ რაოდენ შეუბრალებელი ხარ, თვითდასჯას გადაწყვეტ, ეს როცა არავინ გყავს მესაიდუმლე, ვერავის ანდობ ამ მონანიებას. ხიდი ტყდება, ის ხიდი რომელიც საზოგადოებასთან გაკავშირებდა და ამ უწონობიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე თავადვე გამოგაქვს სასტიკი განაჩენი და აფექტის მდგომარეობაში, წამლით დაბინდული გონებით ეს უფრო მეტად იოლი ხდება, ვიდრე საღ ჭკუაზე მყოფს გეგონა. “წამია წუთი სოფელი” უთქვამთ ძველებს და მართლაც წამის მეასედი დასჭირდა ქიშოს თავის მოსაკლავად, ძმის საფლავზე აღასრულა საკუთარი დასჯის ცერემონიალი. რაოდენ უსუსური და საშინელია არარაობად ქცევა. აქ მახსენდება ის რიტორიკული კითხვა:”რანი ვართ, რანი ვიყავით და რად ვიქეცით?” სრულიად საწინააღმდეგო მდგომარეობა იკვეთება ასეთი სიტუაციიდან. ურიმღამო ხდება ეს სტროფიც: “თავს არ მოიკლავს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს”. ქიშომ დაასრულა საკუთარ თავთან ბრძოლა, ცხოვრებასთან ჭიდილი, თავის საქმედ არ ჩათვალა. დაე მისი ეს აღსასრული გაკვეთილად იქცეს მათთვის ვისაც სისუსტე სძლევს და წამლისკენ გაურბის მზერა. მომავალი იმედიანია მე ამის მჯერა. 115 შეფასება არ არის
|