განათლება შპარგალკა თუ ჩაწყობის სქემა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2025 გუშინ, 14:45 მოგესალმებით
დღეს დაგიბრუნდით საინტერესო კვლევა- ძიების შედეგებით, რაც გამოკიტხული აბიტურიენტებისაგან მოკვლეული ინფორმაციის შეჯერების შედეგია და დასკვნის სახით გთავაზობთ, პატარ-პატარა გატარებული ცდომილებები, როგორ აღიქმება ჩაწყობად და მიკერძოებად. ესეიგი დავიწყოთ- დასაწყისში აღნიშნულია, რომ დამკვოირვებლებსაც კი არ აქვთ ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც მოკლებული აღმოჩნდა რეალობას, გავა სადამკვირვებლო ოთახიდან ან მოწევის ან საპირფარეშოთი სარგებლობის მიზნით, სკოლის დერეფანში ზის კიდევ ერთი ტანამშრომელი, რომელსაც აქვს ტელეფონი -გამოცდების ეროვნული ცენტრის ზემდგომებთან დასაკონტაქტებლად და მოკლედ ეს თემა მოგვარებულია, მით უფრო მოსაწევად გარე ტერიტორიაზე გადიან და კამერების თვალთახედვის არეალს სცილდებიან დამკვირვებლები. ასევე არაერთმა აბიტურიენტმა შენიშნა სკოლის ფანჯრიდან გადმოყუდებული ქალბატონი ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში, რომელიც გამალებით საუბრობდა რაღაცას, როცა ვითომ არ აქვთ ტელეფონი, თან კამერებს არიდებდა თავს, გარეთ იმიტომ საუბრობდა, ეხლა საინტერესოა რაზე? რეალურად ჩაწყობის სქემა შემდეგნაირად დადგინდა: გამოცდაზე ბოლომდე ზის ეს აბიტურიენტი, რომელიც მოითხოვს პასუხების ფურცლის შეცვლას, იქ აღინიშნება, რომ ვითომდა შუა წერის პროცესში შეცვალა პასუხების ფურცელი და შედეგად სულ-სულ ბოლოს აწ უკვე დაწერილ ფურცელს ჩაუცურებენ ამ შესაკრავ/ზიპჩამკეტიან პასუხების ფურცლის დასალუქ საშუალებაში, აქ არანაირი განაცხადი არ შედის პრეტენზიაზე გამოცდების ეროვნულ ცენტრში, რომელიც იმავე დღეს უნდა წარადგინოს რომელიმე აბიტურიენტმა და შესაბამისად არავინ ამოწმებს კამერების ჩანაწერებს, ეგაც კიდევ ერთი დარღვევა, ჰოდა გრანტს აირებს ის კონკრეტული აბიტურიენტი, რომელიც ყოველ გამოცდაზე შეცვლის პასუხების ფურცელს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი აბიტურიენტი, რომელაც აღნიშნა რომ წინა გამოცდაზე შეცვალა პასუხების ფურცელი, კონკრეტულად ისტორიის გამოცდას ვერ წერდა, ბოლო 10 წუთი იყო დარჩენილი და მას არაფერი ეწერა, აღნიშნავს აბიტურიენტი, რომელიც მის ოთახში იმყოფებოდა, შესაბამისად არაა მართებული და სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს პასუხების ფურცლის შეცვლის შესაძლებლობა. ამასთანავე ვითომ აკრძალული გახლდათ სკოლის ეზოში ტელეფონით საუბარი, როცა არაერთმა აბიტურიენტმა შენიშნა-გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი-სკოლისავე ეზოდან, როგორ აწვდიდა ინფორმაციებს სკოლის შიგნით ვიღაცას გამალებით, რასაც დაცვა ხედავდა მაგრამ ინფორმირებული გახლდნენ და არ უშლიდნენ ხელს... აქედან გამომდინარე გადავდივართ მეორე საკითხზე-შპარგალკაზე. ეს ფოტო ისე ყურადღების მისაქცევადაა, თუმცაღა შპარგალკის შეტანა არაერთმა აბიტურიენტმა მოახერხა, კერძოდ ამ ფეხსაცმლის შიდა ლანჩებში არაერთი ხელნაწერი შპარგალკა ჩაილაგეს, შემოწმებაზე ფეხსაცმელს არავინ ხდიდა-შემდეგ გადიოდნენ საპირფარეშოში და მინიმუმ 10 საგამოცდო საკითხის დამთხვევის ალბათობაა, რომ შპარგალკით დაეწერათ. ცნობისათვის საპირფარეშოში ვიდეოკამერები არ აყენია და იქ შპარგალკით სარგებლობას ვერავინ ვერავის მიედავება... ჰოდა მსგავს უთანასწორობაში, ძალიან დიდი დანაშაულია, შეცვლილი პასუხების ფურცლებიანი ხალხი-თან ყოველი საგნის გამოცდაზე, რომ დასჭირდა პასუხების ფურცლის შეცვლა, რატომ არ აღინუსხა და მათ რატომ უნდა აიღონ ვინმეზე მაღალი ქულა, მით უფრო გრანტი?
აბიტურიენტები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ საგამმოცდო საკიტხის შესახებ კითხვები სჭარბობდა ქართულის გამოცდაზე, მაგრამ არც ერთ აბიტურიენტს ამის გამო შენიშვნა არ მიურითა, რამეთუ წესებში წერია, მოგეხსენებათ გამოცდაზე მოქცევის წესებს ვგულისხმობთ, აკრძალულია საგამოცდო საკითხის შესახებ კითხვის დასმა, თუ რაიმე პრეტენზია ექნებოდა აბიტურიენტს იმავე ანუ გამოცდისავე დღეს უნდა ეცნობებინა განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის და არა ადგილზე გამოცდის მსვლელობისას ეკითხა-ამა თუ იმ საკითხზე. ასევე აბიტურიენტებს განემარტათ, რომ პასუხების ფურცლის შეცვლა შესაძლებელი იქნებოდა თუ მასზე წყალი გადაეღვარათ და ეს ტუშიანი კალამი გაითხაპნა, ან თუ მონიშნა ერთი პასუხი, ისევ ის მოუნდა და რაღაც აბდა-უბდა. არ არის სწორი ეს ყოველივე და სასურველია, ვისურვებდი თუკი მიუკერძოებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, გადაახვიოს კამერები და როგორ მოხდა პასუხების ფურცლების შეცვლები და დოკუმენტაციაში დაფიქსირებული დრო ემტხვევა ტუ არა ცვლილების დფროს ეგაც დაადგინოს, მაგრამ თუ მათ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღეს ე.წ ქრთამი, არავის სცხელა კამერების ყურება, ჩავლილი და შერჩენილი ამბავია:) აქვე დავსძენთ, რომ სკოლის დამამტავრებელ გამოცდებზეც გახლდათ დაშვებული მობილურები და ძალიან განათლებული თაობა კი არ მოგვდის, იქაც ხდება ჩაწყობააა..... |