საზოგადოება "თქვენ რა გგონიათ, ბიძინა ივანიშვილმა მილიარდები საიდან იშოვა? ჩირიდან-მეთქი, ჩირიდან!" 24 ივლისი, 14:14 ![]() არააა, ბიძინა ნერგებს ვერ რგავს... თუ ერთი-ორ ცალს დარგავს, ნერვები ეშლება, უნდა, რომ ეგრევე გაიზარდოს და ნაყოფი შეჭამოს. მა რაააა, სუ უნდა, რომ თვითონ მოესწროს, თვითონ ნახოს, სხვები არ უნდა მოესწრონ, სხვებმა არ უნდა ნახონ. თუ ხე ეგრევე გაიზარდა და ნაყოფი მოისხა (მსხალი, ვაშლი, ზღმარტლი, ვაშლატამა, ჭერამი, ალუჩა, ტყემალი), ახლოს არავის უშვებს, მივარდება ხოლმე და თვითონ კრეფავს. გამვლელ-გამომვლელსაც სუ ემუქრება, რას მიყურებთ, რას მომჩერებიხართო? ვერ ხედავთ, რომ ვერმიცანა ვარო? ჰოდა, როცა მსხმოიარე ხეხილს ცარიელ-ტარიელს დატოვებს, ხილს მზეზე გაშლის და ჩირს აკეთებს ხოლმე. ახლა არ დაიწყოთ, ჩირი რათ უნდაო? ეეე... იცით, ჩირი რა ძვირია? კილო 30 ლარიო, მითხრეს ამას წინებზე ბოდბისხევის ბაზარში და ელდა მეცა. აბა, თქვენ რა გგონიათ, ბიძინა ივანიშვილმა მილიარდები საიდან იშოვა? ჩირიდან-მეთქი, ჩირიდან! კაცო, ხუმრობა იქით იყოს და... აი, ესენი ეგეთ სისულელეს ღამე რომ მაიფიქრებენ ხოლმე და მერე თენდება, სახლში არავის უყვებიან? ეგრევე ტელესტუდიაში გარბიან და ჩვენ გვიყვებიან? ეგებ ჯერ სახლში მოყვნენ, ეგებ ვინმე აღმოაჩნდეთ, რომელიც ეტყვით - არ ვარგაო? ადრეც ვთქვი და უნდა გავიმეორო: ვაჟა-ფშაველა ახალ რაღაცას რომ დაწერდა, თავის ცოლ-შვილს სიმაღლის მიხედვით დააყენებდა, წაუკითხავდა და როცა მორჩებოდა, ჰკითხავდა - გამადგებისა? თუ არ მოეწონებოდათ, ეტყოდნენ - არ გამადგებისა, ვაჟავ, არ გამადგებისა. თუ მოეწონებოდათ, ეტყოდნენ, გამადგებისა, ვაჟავ, გამადგებისა. როცა ეტყოდნენ, გამადგებისაო, ადგებოდა ვაჟა, ხურჯინში ჩაალაგებდა ფურცლებსა და ჩამოუტანდა თბილისში ილია ჭავჭავაძეს. როგორც ჩანს, ესენი თავიანთ ბენტერა თავებს ვაჟას თავზე უფრო ნიჭივრულადა სთვლიან და არავის არაფერს ეკითხებიან. არა მგონია, ამათ სახლში თავიანთზე ჭკვიანები ჰყავდნენ, მაგრამ ზრდილობის გულისთვის მაინც ხომ უნდა იკითხონ? არ ვიცი, რააა, არ ვიცი... რაც ბიძინა ივანიშვილს ნერგი აქვს დარგული და საქმე აქვს გაკეთებული, მთელი ამათი ჯიშ-ჯილაგი რომ წამოდგეს, იმის მემილიონედს ვერ გააკეთებს და ნეტავ აეგრე საკუთარ მოდგმას რათ ამასხარავებენ?!"-წერს სოციალურ ქსელში გელა ზედელაშვილი 459 2-ს მოსწონს
|