x
მეტი
  • 25.07.2025
  • სტატია:143540
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515475
იცოდით? 5 გამაოგნებელი მიზეზი რატომ უნდა მიირთვათ საზამთრო

ზაფხული საზამთროს სეზონია. გარდა იმისა, რომ გრილი საკვებია და გემრიელია, მას ბევრი დადებითი თვისება აქვს. რა სარგებელი მოაქვს საზამთროს თქვენი ჯანმრთელობისთვის?


image









ეხმარება კანს გამოიყურებოდეს უფრო ახალგაზრდულად

ის სავსეა ლიკოპინით, მცენარეული ნაერთით. კვლევებმა აჩვენა, რომ ლიკოპინი კანს იცავს UV დასხივებისგან. მას აქვს დადებითი ეფექტი როგორც ორგანიზმის შიგნით, ისე კანის ზედაპირზეც — არსებობს მზისგან დამცავი კრემებიც, რომლებიც სწორედ ამ ნივთიერებას შეიცავს. წლების განმავლობაში მეცნიერები პომიდორს თვლიდნენ ლიკოპინის მთავარ წყაროდ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მკვეთრად წითელი საზამთრო 40 პროცენტით მეტს შეიცავს, ვიდრე უმი პომიდორი. ორი ნაჭერი საზამთრო ასევე უზრუნველყოფს თქვენი ყოველდღიური C ვიტამინის 25-50 პროცენტს.

ლიკოპინი და C ვიტამინი ასევე ხელს უწყობენ კანის ახალგაზრდულად შენარჩუნებას. ორივე ნუტრიენტი ეხმარება კოლაგენის გამომუშავებას, რაც კანის სტრუქტურას აძლიერებს. ეს კი ხელს უშლის წვრილი ხაზებისა და ნაოჭების წარმოქმნას.

იცავს თვალებს


საზამთრო შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ნუტრიენტს, რომლებიც ამცირებენ ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციისა და კატარაქტის განვითარების რისკს.

ლიკოპინი: ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ლიკოპინი მაკულარული დეგენერაციის რისკს 30 პროცენტით ამცირებს. სხვა კვლევების მიხედვით, ის ასევე იცავს კატარაქტისგან.

C ვიტამინი: კვლევებმა დაადგინა, რომ C ვიტამინის მიღება ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი რაციონიდან (და არა დამატებების სახით) კატარაქტის რისკს ამცირებს.

ლუტეინი და ზეაქსანტინი: ადამიანები, ვინც რეგულარულად მიირთმევდნენ საზამთროს, ორგანიზმში ლუტეინისა და ზეაქსანტინის უფრო მაღალ დონეს ფლობდნ. ეს ორი მცენარეული ნაერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვალების ჯანმრთელობისთვის.

A ვიტამინი: საზამთრო ასევე შეიცავს A ვიტამინს — იმავე ნუტრიენტს, რომელიც სტაფილოს თვალებისთვის სასარგებლო პროდუქტის სტატუსს ანიჭებს.

ამცირებს არტერიულ წნევას


არსებობს ამინომჟავა, რომლის შესახებაც შესაძლოა არ გსმენიათ — L-ციტრულინი — რომელიც ეხმარება სისხლძარღვებს კარგი მდგომარეობის შენარჩუნებაში. შეიძლება ითქვას, რომ საზამთრო ამ ნივთიერების ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი წყაროა.

საზამთროს რბილობის, წვენის ან ექსტრაქტის მიღება არტერიულ წნევას ამცირებს. როგორც კანისა და თვალების შემთხვევაში, აქაც არა ერთი, არამედ რამდენიმე ნუტრიენტი მოქმედებს. კვლავ შეგვხვდება ლიკოპინი — ისიც უწყობს ხელს მაღალ წნევასთან ბრძოლას. ასევე, საზამთრო შეიცავს მცირე რაოდენობით კალიუმს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ნატრიუმის ჭარბი რაოდენობით მიღებისგან გამოწვეული წნევის მატების დაბალანსებაში.

აუმჯობესებს კვების რაციონს


ეს ხილი 92 პროცენტით წყლისგან შედგება. ამ წყლის მაღალი შემცველობის წყალობით, ორი ნაჭერი საზამთრო მხოლოდ 90 კალორიას შეიცავს და კვლევების მიხედვით, საზამთროს რაციონში დამატება ხელს უწყობს ზოგადად ჯანსაღ კვებას.

საზამთროს კანი და თესლები დამატებით ბოჭკოსა და ნუტრიენტებს გაწვდიან


თუ უმეტესობის მსგავსად, მხოლოდ საზამთროს წითელ რბილ ნაწილს მიირთმევთ, ბევრ სასარგებლო რამეს ყრით. საზამთრო მთლიანად საკვებად ვარგისია. როცა მის ქერქს, რომელიც საზამთროს მასის დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენს ჭამთ იღებთ მნიშვნელოვან სარგებელს ჯანმრთელობისთვის.

მაგალითად, საზამთროს ქერქი შეიცავს გაცილებით ნაკლებ შაქარს და 10-ჯერ მეტ ბოჭკოს, ვიდრე მისი რბილობი. ასევე, მასში 50 პროცენტით მეტი ციტრულინია — ის ამინომჟავა, რომელიც არტერიულ წნევას ამცირებს. კვლევებმა აჩვენეს, რომ მას კიბოს საწინააღმდეგო თვისებებიც კი გააჩნია.

რაც შეეხება თესლებს — ისინი ბოჭკოთი ქერქზე მდიდარიც კი არიან და შეიცავენ ცილას და სასარგებლო ცხიმებს. ოღონდ, პირდაპირ ნუ გადაყლაპავთ, უნდა დაღეჭოთ - შეგიძლიათ მოხალოთ.

0
158
შეფასება არ არის
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0