სიახლეები ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექ სივრცისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში გუშინ, 11:56 ![]() ევროკრედიტის მომხმარებელს არსებულ სესხზე თანხის დამატება ახლა უკვე ონლაინ, რამდენიმე წუთში შეეძლება - საქართველოში პირველად, ევროკრედიტმა ბაზარზე სრულად ციფრული, მიმდინარე ავტოსესხზე თანხის დამატების ონლაინშესაძლებლობა დანერგა. ევროკრედიტი, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, ფინტექ ინდუსტრიისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ გადადის და მომხმარებელს იმ სერვისებით ამარაგებს, რომლებიც აქამდე მხოლოდ მსხვილი ბანკების და სტარტაპ ტექნოლოგიური კომპანიების რეზერვში იყო. დამატებითი თანხა ავტომობილის უზრუნველყოფით სრულად ონლაინ ზუსტად 5 წუთში _ არანაირი ფილიალი, არანაირი ქაღალდები. პროცედურა სრულდება მომხმარებლის პირად კაბინეტშივე, სულ რამდენიმე წუთში. როგორ მუშაობს ინოვაციური მოდელი? „თუ მომხმარებელი უკვე სარგებლობს ევროკრედიტის ავტოსესხით, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ავტომობილი ჩვენმა ექსპერტმა უკვე შეაფასა და მისი საბაზრო ღირებულების სასესხო ლიმიტი მის პირად კაბინეტშია ასახული“, აღნიშნავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ნონიკაშვილი. „თუ მას პირველი სესხისთვის სჭირდებოდა 5000 ლარი, ხოლო მისი ავტომობილი შეფასებული იყო 10 000 ლარად, ეს იმას ნიშნავს, რომ მას პირად კაბინეტში უკვე დამტკიცებული კიდევ 5 000-ლარიანი ლიმიტი ელოდება, რომლის გამოყენებაც მას ნებისმიერ დროს შეუძლია“, აცხადებს ნონიკაშვილი. ევროკრედიტის ფინტექ ტრანსფორმაციის მთავარი ღერძებია: მარტივად გასაგები პროდუქტები, ონლაინ გარემოში შესრულებადი საფინანსო პროცედურები და მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული კომუნიკაცია. მიზანი ერთია _ ევროკრედიტი უნდა იქცეს ფინანსურ ტექნოლოგიებში კონკურენტუნარიან მოთამაშედ, რომელიც მომხმარებელს ფინანსებზე მარტივ, სწრაფ და უნივერსალურ წვდომას სთავაზობს. ვის მოერგება ახალი სერვისი? სესხის დამატების პროცესი იმდენად მარტივია, რომ არაა აუცილებელი, ციფრულ სივრცეში იყო გარკვეული. მომხმარებელზე იდეალურად მორგებული ვებაპლიკაცია აძლევს მომხმარებელს საშუალებას, რამდენიმე წუთში გაერკვეს წესებსა და პირობებში და სესხი სრულად დისტანციურად დაიმატოს. ფინტექი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში რეალობაა ევროკრედიტი არამხოლოდ ახალ ციფრულ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს, არამედ ფინანსური გამოცდილების გადახედვასაც. პროდუქტის წარმატებით დანერგვა ცხადყოფს, რომ მიკროსაფინანსო სექტორი მზად არის, ფინტექსივრცეში კონკურენცია გაუწიოს როგორც ბანკებს, ისე - ტექნოლოგიურ სტარტაპებს. (R) 10 შეფასება არ არის
|