კაბები ყველას უხდება? ერთნაირი კაბები, რომლებიც ვარსკვლავებს ეცვათ გუშინ, 11:23 ვარსკვლავები ყოველთვის ცდილობენ, რომ გამორჩეულები იყვნენ და ამაში ძალიან დიდ ფულსაც იხდიან. თუმცა, იყო შემთხვევები, როცა სხვადასხვა დროს ვარსკვლავებს ერთნაირი კაბები ეცვათ. კაილი ჯენერი და ელისაბეთ ჰერლი ვერსაჩეს კაბაში
2025 წლის „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე, რომელსაც კაილი თავის მეგობარ ბიჭ ტიმოთე შალამესთან ერთად მივიდა ეცვა ვერსაჩეს ის კაბა - ეს კაბა 1999 წეკს ელისაბედ ჰერლს ეცვა მოდის დაჯილდოებაზე.
ბლეიკ ლაივლი და ბრიტნი სპირსი ვერსაჩეს კაბაში
ბრიტნი სპირსმა ეს ფერადოვანი კაბა 2002 წელს პოდიუმზე მოირგო, ხოლო ბლეიკ ლაივლიმ, გავრცელებული ინფორმაციით, 10, 000 დოლარი გადაიხადა მის შესაძენად 2024 წელს თავისი ფილმის პრემიერაზე ჩასაცმელად.
კიკი პალმერი და ჯეიმი ლი კერტისი შანელის სამოსში
წითურთმიანმა კიკი პალმერმა ეს კაბა — და რაც მთავარია, შთამბეჭდავი შავი ხელთათმანებიც — 2025 წლის SAG-ის დაჯილდოებაზე მოირგო. ჯეიმი ლი კერტისს კი იგივე კაბა ლოს-ანჯელესში გამართულ ღონისძიებაზე ეცვა 1986 წელს.
ჰოლზი და ელისაბეთ ჰერლი ვერსაჩეში როგორც ჩანს, ყველა გოგონა სურს, რომ ჰგავდეს ელისაბეთ ჰერლის. ჰერლის ეს კაბა ეცვა 1996 წელს, ბუტიკის გახსნაზე, ხოლო ჰოლზიმ იგივე კაბა 2024 წლის VMAs-ის ცერემონიაზე მოირგო.
საბრინა კარპენტერი და მადონა ბობ მაკიშის კაბაში. მადონას კაბა 1991 წლის ოსკარებზე — და არამარტო კაბა, არამედ პალტო, ვარცხნილობა და მაკიაჟიც — შთაგონებული იყო მერილინ მონროს სტილით ფილმიდან Gentlemen Prefer Blondes. საბრინა კარპენტერმა იგივე კაბა 2024 წლის VMAs-ის ცერემონიაზე მოირგო, ოღონდ ნაკლებად რეტრო სტილში.
სიდნი სვინი და ანჯელინა ჯოლი მარკ ბაუერის სამოსში
კიდევ ერთი მაგალითი, როცა ვარსკვლავები იცვამს მერილინ მონროსადმი მიძღვნილ ლუქს. ეს კაბა ასახავს მონროს ლუქს ფილმიდან The Seven Year Itch და პირველად ანჯელინა ჯოლის ეცვა 2004 წლის ოსკარებზე, ხოლო სიდნი სუინიმ იგივე კაბა 2024 წლის Vanity Fair-ის ოსკარის შემდგომ წვეულებაზე მოირგო. 56 შეფასება არ არის
|