x
მეტი
  • 25.07.2025
  • სტატია:143540
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515475
"უდავოა - შეპყრობილი მანიაკების სექტაა"-გიორგი გრძელიშვილი
image

გუბაზის მასზე უსინდისო შვილი ვიღაც “ნაცთან'' ერთად ზის და ერთმანეთს უმტკიცებენ, ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ გამოუცვალა ჭორვილაში სახლებს სახურავები, რომ ეშინოდა ძველი წარმოების „შიფერის“, რომელიც არის აზბესტის შემცველი და დაავადებებს იწვევსო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გრძელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს:


"უდავოა - შეპყრობილი მანიაკების სექტაა


გუბაზის მასზე უსინდისო შვილი ვიღაც ნაცთან ერთად ზის და ერთმანეთს უმტკიცებენ, ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ გამოუცვალა ჭორვილაში სახლებს სახურავები, რომ ეშინოდა ძველი წარმოების „შიფერის“, რომელიც არის აზბესტის შემცველი და დაავადებებს იწვევსო...



კარგი, ვთქვათ სოფელ ჭორვილაში ამ „შიშის“ გამო გამოუცვალა სახურავები სახლებს, მაგრამ საჩხერის მუნიციპალიტეტი რამდენიმე ათეულ სოფელს აერთიანებს და ბიძინა ივანიშვილმა ყველა სოფელში 14 ათასამდე სახლი აღადგინა, გამოუცვალა არა მხოლოდ სახურავი, არამედ მისი საყრდენი კონსტრუქცია, პირადი სახსრებით მიიყვანა ყველგან წყალი, გააკეთა კანალიზაცია და ახალი სიცოცხლე მისცა რეგიონს.


ვერაფერს იტყვი, შეპყრობილი მანიაკების სექტაა - ამ ბოდვებს უყვებიან ერთმანეთს და ფიქრობენ, რომ ხალხს დააჯერებენ ამ სისულელეს. ვიზიარებ ყველა იმ ადამიანის მწუხარებას, ვინც ამ აყროლებული ბიომასის მხარდამჭერი და გულშემატკივარია. ნაღდად არ იმსახურებთ მეტს."



ვიდეო ნახეთ ამ ბმულზე

0
86
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0