მუსიკა რუსმა მომღერალმა ოზი ოსბორნს ჯოჯოხეთში მოხვედრა უსურვა გუშინ, 9:49 ![]() რუსმა მომღერალმა ვიკა ციგანოვამ ლეგენდარული ბრიტანელი როკ-მუსიკოსის, ჯგუფ Black Sabbath -ის ერთ-ერთ დამაარსებლის.ოზი ოსბორნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მის სიტყვებს გამოცემა «Абзац»-ი აქვეყნებს. ატრისტმა მწვავე პროტესტი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რუსეთში ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული როკერის საპატივცემლოდ მისი სახელი დაერქვას. მისი თქმით, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ადგილობრივ ლეგენდარულ შემსრულებლებს. კერძოდ, მომღერალი მის მაცვლა სთავაზობს საბჭოთა მუსიკოსის, იგორ ტალკოვის ძეგლის დადგმას. „დაე, ამხანაგმა ოზი ოსბორნმა ჯოჯოხეთში განისვენოს“, - დასძინა ციგანოვამ. შეგახსენებთ, 22 ივლისს ინგლისური როკ-ჯგუფ Black Sabbath-ის სოლისტი, ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახს მომღერლის გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა ოზი ოსბორნმა ადრე თავადვე განაცხადა, რომ 2020 წელს პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.ასევე გაუხსენა ძველმა ტრავმებმა, რომელიც წლების წინ სკუტერიდან გადმოვარდნის დროს მიიღო, ამიტომ ბოლო ხანები ინვალიდის ეტლს იყო მიჯაჭვული. ოსბორნმა Black Sabbath-ის თავდაპირველ წევრებთან ერთად უკანასკნელი, გამოსამშვიდობებელი კონცერტი 5 ივლისს, მშობლიურ ქალაქ ბირმინგემში გამართა. მან მსმენელის წინაშე სცენაზე დადგმულ შავ ტახტზე მჯდომარემ იმღერა.ოზის და Black Sabbath-ის გარდა სცენაზე გამოვიდნენ სხვა ცნობილი როკ მუსიკოსები, რომლებმაც ოზის და Black Sabbath-ის რეპერტუარიდან შეასრულეს სიმღერები. 291 2-ს მოსწონს
|