x
მეტი
  • 26.07.2025
  • სტატია:143540
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515475
პირამიდები წინაეგვიპტურმა ცივილიზაციამ შექმნა... და ამის მტკიცებულება არსებობს

imageატლანტიდა დაიღუპა და ატლანტების შთამომავლებმა ეგვიპტე დააარსეს


ეგვიპტის ხელისუფლება, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებას, დაჟინებით უკრძალავს და უძველესი, მნიშვნელოვანი ობიექტების გათხრების საშუალებას არ აძლევს. არქეოლოგიურ კვლევას, მხოლოდ მთავრობის მიერ დამტკიცებული, ადგილობრივი სპეციალისტები აწარმოებენ, რაც პოლიტიკურ და სამეცნიერო გაერთიანებებს შორის, გარკვეულ შეთანხმებას ვარაუდობს. რა თქმა უნდა, თუ მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ ეგვიპტელებს, არაფერი აქვთ საერთო პირამიდებთან, დიდად დააზიანებს მათი, დიდი და უძველესი ისტორიის მქონე ერის იმიჯს.

თუმცა, გარკვეული ინფორმაცია, დახურული არქეოლოგიური ექსპედიციებიდან, სოციალურ ქსელებში მაინც ჟონავს. ასე, მაგ., დაახლოებით, 5 წლის წინ, ეგვიპტელმა არქეოლოგებმა 12 ობსიდიანის სვეტი აღმოაჩინეს, რომელზეც წარწერები ეგვიპტური ენის უძველესი ფორმით იყო გაკეთებული. ასეთი დამწერლობა, ამ სახელმწიფოს ფორმირების პერიოდში გამოიყენებოდა. სვეტებზე ამოტვიფრული ინფორმაცია კი, ნამდვილად რომ გასაოცარია. სამწუხაროდ, ინტერნეტში, ამ არტეფაქტების მხოლოდ ორი ფოტოა გავრცელებული.


imageსვეტზე შეგიძლიათ იხილოთ წარწერები, რომელიც ითარგმნა


ოფიციალურად, ეგვიპტის ხელისუფლებამ, ამ აღმოჩენის შესახებ, ინფორმაციის გამოქვეყნება აკრძალა. ამიტომ, სრული თარგმანი არ გასაჯაროებულა. ფართო საზოგადოებისთვის, ხელმისაწვდომი მხოლოდ ფრაგმენტებია, მაგრამ ესეც საკმარისია იმის გასაგებად, თუ რაზეა საუბარი.

უკვე დადგენილია, რომ არტეფაქტები წინა ცივილიზაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავს. მაგალითად, იეროგლიფებს შორის, შეიძლება მოიძებნოს ინფორმაცია, იმ ადამიანების შესახებ, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივზე, 2-3-ჯერ მეტი იყო. ტექსტიდან ასევე ირკვევა, რომ ისინი ნახევარღმერთებად ითვლებოდნენ და დიდი ცოდნას ფლობდნენ.

გარდა ამისა, ტექსტში ნათქვამია, რომ იმ პერიოდისთვის, ამ არსებების ცივილიზაციამ კრახი განიცადა და მათი ქალაქების უმრავლესობა, უკაცრიელ უდაბნოდ იქცა. ასეთ პირობებში, ოდესღაც დიდი სახელმწიფოს შთამომავლები, დეგრადირდნენ და საუკუნეების შემდეგ, წინაპართა ცოდნა მხოლოდ ნაწილობრივ შეინარჩუნეს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს მცირედიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამ ტერიტორიაზე მოსულ, მომავალ ეგვიპტელებს, მათი დახმარებით, თავისი დროის, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცივილიზაცია დაეარსებინათ.

ტექსტში ასევე აღწერილია სახელმწიფო, რომელსაც მომავალი ეგვიპტის ტერიტორია ეკავა. ეს იყო ტექნო-მაგიური ცივილიზაციის კულტურა, რომელიც ატლანტების შთამომავლებმა შექმნეს. სწორედ ისინი იყვნენ პირამიდების და ასევე, მრავალღმერთიანობის კულტის შემქმნელები, რომელიც შემდგომში, საფუძვლად, ეგვიპტურ მითოლოგიას დაედო.

სამწუხაროდ, ინფორმაცია, იდუმალი წინაეგვიპტური ცივილიზაციის შესახებ, ამაზე მთავრდება. მონაცემების ძირითადი ნაწილი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გასაიდუმლოებულია. თუმცა, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ძველი ეგვიპტე, ცარიელ ადგილზე არ დაარსებულა და ის ქვეყანა იყო, რომლის საფუძველს, უფრო ძველი ცივილიზაციის ცოდნა წარმოადგენდა. ხოლო, ამ ისტორიული საიდუმლოს გამჟღავნების ლოდინი, სავარაუდოდ, ძალიან დიდხანს მოგვიწევს...


imageარხის სხვა სიახლეები:


* იდუმალი რასა, რომელიც დედამიწაზე 12 000 წლის წინ გამოჩნდა – უცხოპლანეტელების კვალი დედამიწაზე

* ახალი ეპოქის დასაწყისი ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაში

* ჩვენამდე, 24 ცივილიზაცია არსებობდა... პირველი დედამიწელები

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?


0
272
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0