საზოგადოება ნოდარ დუმბაძის ლოცვა სამშობლოს 23 ივლისი, 17:49 ნოდარ დუმბაძის ლოცვა სამშობლოს " ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისავ შენ გაუთენე ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერი ხვალინდელი დღე, განკურნე ყოველგვარი სენისგან, დააშთე თვალი მისი მოშურნე, საუკუნოდ დაგმანე ყური მისი მსმენელი და მოსურვე ავისა, დალოცე აკვანი, ძუძუ და კალთა მისი მშობელი მიწისა, გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი - პურით, მარანი -- ღვინით, ახორი -- საქონლით, კარია -- ფრინველით და გული მისი სათნოებით! ააჟრიამულე ეზო - კარი ყოველი მოსახლისა ბადიშებით, შვილებითა და შვილთაშვილებით, დაუშრეტელ მდინარედ იდინე ბედნიერბავ! ჩემს ქვეყანას არ მოუშალო გონიერი ერისკაცი და მწყემსი! ყველას ნატვრისთვალი დაუდე ყოველ ღამე სასთუმალთან, რათა გაღვიძებულმა სამშობლოს უკვდავება და მრავალჟამიერი ინატროს! მიიღე უფალო ეს ლოცვა --- ამინ!" 56 1-ს მოსწონს
|