სხვა მამაკაცმა 800 კილომეტრი გაიარა,რათა სილამაზის დედოფალისთვის ხელი ეთხოვა,თუმცა იქ უსიამოვნო სიურპრიზი დახვდა 23 ივლისი, 14:23 ![]() მიშელმა დაახლოებით 800 კილომეტრი გაიარა, რათა ლიმუზენის რეგიონის სილამაზის დედოფალს, სოფის შეხვედროდა, რომელთანაც დიდი ხნის განმავლობაში ონლაინ რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. ის სოფისთვის ხელის თხოვნას გეგმავდა, მაგრამ ადგილზე ჩასულმა აღმოაჩინა, რომ ის უკვე გათხოვილი იყო. მოდელის ნაცვლად, მას მისი ქმარი, ფაბიენ ბუტამინი შეხვდა. თავიდან მიშელმა მოდელი დაცინვაში და აბუჩად აგდებაში დაადანაშაულა, მაგრამ ფაბიენმა აუხსნა, რომ მამაკაცი თაღლითების მსხვერპლი გახდა. ვიღაცამ სოფის ყალბი ექაუნტი შექმნა და მისი სახელით ეკონტაქტებოდა. თავად სილამაზის დედოფალი მიშელთან არც არასდროს ურთიერთობდა. კაცმა განაცხადა, რომ თაღლითებს მან 35 ათასი დოლარი გაუგზავნა, არა და ეგონა, რომ თავის სიყვარულს ეხმარებოდა. ცრუ სოფიმ მას მისწერა, რომ ორსულად იყო, მაგრამ მუცელი მოეშალა. ფაბიენმა მიშელი დაარწმუნა, რომ მათი ბავშვი კარგად იყო. გაუგებრობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, სოფიმ მოტყუებულ მამაკაცს ურჩია, მიმართოს პოლიციას. ქმართან ერთად, მან თაყვანისმცმელებს მოუწოდა, ინტერნეტში ყველას არ ენდონ. ანალოგიური მოხდა ცოტა ხნის წინ, როდესაც 43 წლის მამაკაცს ჯენიფერ ენისტონის სახელით მოქმედმა თაღლითმა 200 ფუნტი სტერლინგი "შეაწერა". სამწუხაროდ, ეს სასტიკი თაღლითობა შემაშფოთებელი დიპფეიკების ტალღის ნაწილია- ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოები, სადაც თითქმის ზედმიწევნით აყალბებენ ვინმეს სახეს, ხმას ან მთლიანად პიროვნებას. 335 2-ს მოსწონს
|