x
მეტი
  • 23.07.2025
  • სტატია:143505
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515472
გახსნილი ჭრილობა

რუკასაქართველო მუდმივად იყო ორ ზღვას შუა საომარი ლელო, მისი ასეთი მდებარეობა და საუკეთესო ბუნება, თავისი წიაღისეულებით, მართლაც რომ ცა - ფირუზ ხმელეთ ზურმუხტია, რომელიც წალკოტია მნახველისათვის. წარსულ დიდებას შევწყვეტთ ბევრი რომ არ გამოვიდეს. აწმყოს დავუბრუნდეთ, უახლოესი წარსული სულ რაღაც 33 წელი სოხუმის დაცემიდან, იმ დღიდან 27 სექტემბრიდან დაავადდა საქართველო შეეყარა უკურნებელი სენი, ეს იყო კოღოს ნაკბენივით, ეს დარდი არის ლეიშმანიოზი, რომელსაც ახასიათებს ღია ჭრილობა და გახშირებული ციებ-ცხელება, ციება როცა ქართველნი ვერ ვივიწყებთ ამ იარას აფხაზეთს და ცხინვალს, ცხელების დროს კი გვავიწყდება ეს ყოველივე და წარმოსახვაში არანაირი მოძალადე არ არსებობს, კი იდეაში-მართალია ჩვენი ბრალია, თუმცა ამას ეხლა აღარ უნდა განვიხილავდეთ, ადამიანი თუ არ წავა კოღოებით სავსე მხარეში მას ვერც ის კოღო უკბენს, ამ ადამიანის ბრალეულობა იკვეთება იმაში რომ არ უნდა წასულიყო, როცა წინასწარ ნავარაუდევია, რომ 100 კოღოდან ერთმაც, რომ გიკბინოს ცუდად წავა შენი საქმე, იმ ადგილზე არ უნდა გაემგზავრო.

თუმცაღა რას გავს ეს გამუდმებული ქილიკი, ნაღინტალა ღლაპთა ფულზე გაყიდული კრიტიკა, ვითომცდა ღირსნი ვართ ამ შედეგის, თავი და თავი არსი ამ ყოფისა კი ის არის - საქართველოს აქვს ღია ჭრილობა, ამ ჭრილობას კი არ ვმკურნალობთ, არამედ ამა იმის ნათქვამზე დაფუძნებულ რაღაც ხალხურ მედიცინას მივმართავთ. ერთნი გვირჩევენ ეს დაიდეთ-ამას დავიდებთ, უფრო ვიმიზეზებთ ამ იარებს, რის გამოც ისევ ჩვენვე გვტკივა. ადამიანი საკუთარ თავს რამდენსაც ავნებს, სხვა ვერ მიაყენებს ამდენ ზიანს, ასე ვართ ჩვენც. იმ 25 ზვიგენის მსგავსად გვებრძვის მაცდური ტაქტიკურად ფა მუსრს გვავლებს იოლად. უბრძოლველად იკავებს ტერიტორიებს და აწიოკებს მშვიდობიან მოსახლეობას, იტაცებს წინაპართა საფლავებს და მუდმივად გვავიწროვებს. დედაქალაქში კი ნაიარევის მკურნალობის ახალი სქემა შეუდგენია გაუთვითცნობიერებელ ვითომ ქართველობას- მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, ჰომოსექსუალთა დისკრედიტაციის აღმოფხვრა, რეკლიგიათა ლიბერალიზაცია, სახელმწიფო დაფინანსება თითოეულ კონფესიას. ფონი კი ასეთია: უამრავი არასრულწლოვანი მოწყალების მტხოვნელი მეტროსადგურებში თუ მიწის ზემოთ, საროსკიპოები ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ცენტრში, ვითომ ვერ დანახული და არ აღქმული შიმშილით გარდაცვალების მატება, უცხოელებზე მიწის გასხვისების სიხშირე, ქართველი უკვე სტუმართა რაოდენობაზე მცირე რაოდენობისაა ასეთ სუფრებზე. ეს ყეყეჩები კი დროს ამ სულელური აფიშების წერაზე კარგავენ, ქვეყანაში მოხშირებული ოჯახური ძალადობა არ ყოფილა პრობლემა, თურმე ეს მცირედია, უნდა გამრავლდეს დაბოლილი, გონებადაბინდული ხალხის რიცხოვნობა, შე კაი კაცო მოწეული არ გაქვს და უკვე გონზე არ ხარ და როცა მოწევ რა დაგემართება ცვლილებას იგრძნობ რამენაირად? თუ ვირთხებტან ერთად ცხოვრებას რომ წარმოიდგენ ეს გაგიმარტივებს ყოფიერებას? ისედაც არ ცხოვრობ, ყელამდე ნეხვში? მაგრამ არა, რატომ უნდა იყოს განსხვავებული აზრი? უნდა მოისპოს ყოველივე ძველი უმსგავსობა, რათა ახალმა გაიდგას ფესვი, ჰომოსექსუალმა უნდა გვასწავლოს ცხოვრება, აქამდე გაუნათლებლები ვყოფილვართ-ბნელები, ესენი ხედავენ გვირაბის ბოლოს სინათლეს, ესენი დაგვიყენებენ დარეს-ავდარში.

როცა აღირევა ყოველივე ღირებული, როცა დავზომბდებით, როცა ძალმომრეთა მონები გავხდებით, ნებლობითი "საცდელი ბაჭია", მაშინ აღარავინ შეებრძოლება ბატონ-ყმობას და "იაჰვეს სამეფო დარბაზის მოწიფე" ცნობილი გამოთქმა: "ლომი ცხვართან ერთად იბალახებს", საქართველოს წყაროებით დამშვენებულ მდელოებზე, ერდოზე მგელი და კურდღელი იცეკვებენ ვალსს და ასე ახდება ნარკოტიკდამოკიდებულის მოლანდებითი სამყაროს ცნებები...

P.ს სნეულ საქართველოს მოსტაცებენ იმედს და იგი თვითმკვლელობას მიმართავს, აი ასე შთანთქმის პრინციპით, თანამედფროვე ტერმინოლოგიით გაკოტრებული ფირმა მადლობას ეტყვის ძლიერ კომპანიას ეღირსოს მის შვილობილ საწარმოობას.

0
158
შეფასება არ არის
ავტორი:ბერდია წიპწაური
ბერდია წიპწაური
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0